ორჯონიკიძის ორი მოგება
სააქართველოს ნაკრების ხელბურთელის, თეიმურაზ ორჯონიკიძის კლუბმა, ოროშჰაზიმ, ბოლო დღეებში ორი მატჩი მოიგო – უნგრეთის ჩემპიონატსა და უნგრეთის თასზე, სადაც მერვედფინალში გავიდა. ორჯონიკიძის ანგარიშზე ამ სეზონში 26 გოლია 7 თამაშში.
ქართველმა უკანახაზელმა სეზონი უიღბლოდ დაიწყო – პირველივე მატჩში ხელი მოიტეხა და 3 შეხვედრა და თითქმის ერთი თვე გაუცდა, მისი კლუბს, უმაღლესი ლიგის დებიუტანტი ოროშჰაზის კი ზედიზედ 7 წაგება დაუგროვდა. პირველი მოგება კლუბმა ბოლო ადგილზე მყოფ ვაჩისთან მოიპოვა 29-25, შემდეგ კი ჩემპიონატში ლიდერთა ჯგუფის წევრ ტატაბანიასთნ დამარცხდა – 17-23. ორონიკიძემ ორივე ამ მატჩში 3-3 გოლი გაიტანა, შემდეგ კი სათასო შეხვედრაში გაიბრწყინა:
სტუმრად, დაბაშთან, ოროშჰაზიმ ბოლო წუთებზე 31-30 მოიგო და მერვედფინალში გავიდა, ორჯონიკიძემ კი 5 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების 23 წლის მარცხენა ინსაიდი მეოთხე სეზონს ატარებს უცხოეთში – მაკედონიაში პრილეპსა და პელისტერში ითამაშა, უნგრეთში გატარებილ ორ სეზონში კი, ფერენცვაროშისა და ოროშჰაზის შემადგენლობაში, უკვე 88 გოლი დაუგროვდა.
უნგრეთის ეროვნულ ლიგას უდანაკარგოდ, 10-10 მოგებით ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე – ვესპრემი და სეგედი.
ხელბურთი. უნგრეთი. ეროვნული ლიგა. (მოგება 2 ქულა, ფრე 1, წაგება 0).
1. ვესპრემი 20 ქულა (10 თამაშიდან), 2. სეგედი 20 (10), 3. დიონდიოში 12 (9), 4. ტატაბანია 12 (10), 5. ფერენცვაროში 12 (9), 6. ჩურგოი 11 (10), 7. ბალატონფურედი 11 (10), 8. კომლოი 9 (10), 9. ედერი 9 (9), 10. დაბაში 7 (10), 11. მეზოკოვეშდი 4 (8), 12. ბუდაკალასი 2 (9) – 13. ოროშჰაზი 2 (9), 14. ვაჩი 1 (9)