ჭანტურია და კბილაშვილი EHF თასზე ითამაშებენ
მაკედონიის ჩემპიონატს კვლავინდებურად ქართველი ხელბურთელების კლუბები ლიდერობენ: რეზო ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის მეტალურგი 10 ტურის შემდეგ 26 ქულით პირველია, მას ქულით ჩამორჩება ლექსო წითელიშვილის ოჰრიდი.
მეტალურგი ამ შაბათს ჩაერთვება რანგით მეორე ევროტურნირზე, EHF თასზე, სადაც კლუბი პირდაპირ მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იყო დაშვებული. სლოვენიის ველენიეს დამარცხების შემთხვევაში ჭანტურია და კბილაშვილი ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. პირველი მატჩი 16 ნოემბერსაა სლოვენიაში, 24 ნოემბერს საპასუხო შეხვედრაა სკოპიეში.
ბოლო ორ ტურში მეტალურგმა 36-22 დაამარცხა რადოვიში და 39-27 მოუგო თავისივე კლუბის მეორე გუნდს. რევაზ ჭანტურიას პირად ანგარიშზე 10 მატჩში გატანილი 33 გოლია, კბილაშვილმა 9 შეხვედრაში 21 ბურთი შეაგდო, ხოლო მეცხრე ტურის მატჩში რადოვიშს 4 გოლი გაუტანა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა გამთამაშებლის პოზიციაზე.
ლექსო წითელიშვილის გუნდმა პრინციპული თამაში მოუგო ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთ წევრს, პროლეტს – 29-28. ქართველმა უკანახაზელმა წინა ტური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, პროლეტთან კი თავი 2 გოლით გამოიჩინა და 9 მატჩში 16 გოლი დაუგროვდა.
ხელბურთი. მაკედონია, სუპერლიგა. 10 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)
1. მეტალურგი 26, 2. ოჰრიდი 25, 3. ბუტელ სკოპიე 24, 4. პროლეტ სკოპიე 20 – რადოვიში 15, 6. ვარდარ-ჯუნიორი 15, 7. პელისტერი 8, 8. მეტალურგ-2 4, 9. რაბოტნიჩკი 4, 10. სტრუგა 4 (ფინალურ ეტაპზე გადის 4 გუნდი და ვარდართან და ეუროფარმ-რაბოტნიკთან ერთად გაითამაშებს ქვეყნის ჩემპიონობას)