ჩემპიონმა თამაში ბოლო წუთზე გადაარჩინა

ხელბურთელ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე, სენაკში ქვეყნის ჩემპიონმა ფოთი „ოქროს ვერძმა“ ქულა დაკარგა აჭარის გუნდთან. შეხვედრა ფრედ, 13-13 დასრულდა. სამტრედიამ 26-16 მოუგო წყალტუბოს.

ფოთისა და აჭარის მატჩის პირველი ტაიმი 7-7 მორჩა, დარულებამდე ზუსტად ორი წუთით ადრე კი აჭარა 13-11 იგებდა. აქ ფოთელთა ლიდერმა, ლანა გოგიამ ჯერ შორეული დარტყმით შეამცირა სხვაობა, ბოლო წუთზე კი შვიდმეტრიანი გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა. ფოთს ორ თამაშში 3 ქყლა აქვს, აჭარას – 1.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სამტრედიამ და თუ ხვალაც 2 ქულა აიიღო, მაშინ დაეწევა ლიდერს, თბილისის „ქარიშხალას“.სამტრედიელთა მეტოქე ხვალ „ოქროს ვერძი“ იქნება. ხვალვე სენაკის სპორტის სასახლეში ითამაშებენ სამტრედია და წყალტუბოს „პრომეთე“.

თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 31 ოქტომბერი, სენაკი

აჭარა – ფოთი 13-13

აჭ: ქარჩავა (გორგოშაძე) – დვალიშვილი 4, კოჩალიძე 3, კომახიძე 3, ქამაშიძე 2, გაგნიძე 1, ცივნარიძე, აიოზბა

ფოთ: ჯავახია (გრიგოლია, ფიფია, კარბაია) – გოგია 8, კობახია 3, ბჟალავა 1, ნ. რურუა 1, სურგულაძე, კუპრიევა, ბაირამიდი, გოგუა, დარჩია, შონია

მსაჯები: ი. ჭკუასელი – შ. სტურუა

წყალტუბო – სამტრედია 16-26

წყ: ჩავჩიძე (კინწურაშვილი) – კეკუტია 8, ხეცურიანი 5, კიკნაძე 3, ბენდელიანი, კოხრეიძე, სილაგაძე

სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე – ესაკია 8, ბურკაძე 7, ჩხაიძე 6, ჩოგოვაძე 3, ცირეკიძე 2, ტყეშელაშვილი, ხუჭუა, ჩალიშკანი, კაპატაძე

მსაჯები: თ. ბჟალავა – ი. ჭკუასელი

 31 ოქტ.
                სხვ        
  ქარიშხალა 3     3     0     0     95-84     6    
  ყვარელი 3     2     0     1     109-83     4    
  სამტრედია 2 2 0 0 51-35
4
  ფოთი 2 1 1 0 37-24 3
  მამული 3     1     0     2     83-95     2    
  აჭარა
2 0 1 1 32-38 1
  წყალტუბო 2 0 0 2 27-50 0
  პეგასი 3     0     0     3     72-79     0    

 

 

 

 

 

 

 

 

 1 ნოემბერი, სენაკი

ფოთი – სამტრედია

აჭარა – წყალტუბო

გაგრძელდება 14 ნოემბერს

Leave a Reply