ორი მოულოდნელი შედეგი

ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურში ქარიშხალამ 32-30 დამარცხა ყვარელი, მამულმა 27-23 მოუგო პეგასს. გლდანის ხელბურთის აკადემიის შემდეგ შეჯიბრება სენაკის სპორტის სასახლეში, 30 ოქტომბრიდან გაგრძელდება.

ორივე შედეგი, ასე თუ ისე, მოულოდნელი იყო. ქარიშხალა წინა ჩემპიონატი ვერცხლის პრიზიორია, ყვარელი – ბრინჯაოსი, თუმცა, პირველ ორ ტურში ყვარლელებმა უკეთესი სხვაობით მოუგეს მატჩები პეგასსა და მამულს და გუნდშიც მატება ჰქონდათ –  ამ სეზონისთვის მათ აიყვანეს ეროვნული ნაკრების მეკარე ვარდიშვილი და საუკეთესო შემადგენლობა შეკრიბეს ქარიშხალასთან მატჩისთვის. თბილისელებს, თავი მხრივ მოედანზე ჰყავდათ მოთამაშე მწვრთნელი, ციცქიშვილი.

ტაიმი 13-13 მორჩა. საბოლოო ჯამში, ქარიშხალას გამარჯვება განაპირობა იმან, რომ მეტოქე ძალიან ხშირად თამაშობდა რიცხვობრივ ნაკლებობაში – ყვარელს 8 ორწუთიანი გაძევება ჰქონდა, ქარიშხალას – სულ ორი და მატჩი საფინალო ანგაიშშიც აისახა: ქარიშხალამ 32-30 მოიგო და 6 ქულით დაწინაურდა.

იგივე შეიძლება ითქვას მეორე მატჩის შედეგზეც – პეგასს თითქოს უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავს,  მამულს კი სულ 2 გამოცდილი მოთამაშე, მაგრამ მესამე წაგება სწორედ პეგასმა იწვნია – 23-27.

30 ოქტომბრიდან სენაკში ჩემპიონატს დაიწყებს დანარჩენი 4 გუნდი: 2019 წლის ჩემპიონი ფოთის ოქროს ვერძი, აჭარა, სამტრედია და წყალტუბოს პრომეთე. 8 გუნდი ორ წრედ ითამაშებს, ხოლო 4 საუკეთესო ჩემპონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს.  

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 25 ოქტომბერი, გლდანი

ყვარელი – ქარიშხალა 30-32

ყვ: ვარდიშვილი (ამონაშვილი) – ქიტესაშვილი 15, თეთრაშვილი 4, თავღორიშვილი 3, სმოიანი 3, სურამლიშვილი 3, აფციაური 1, ფუღიაშვილი 1, მიხელიძე, მ. ტეტოშვილი, იოსებაშვილი

ქარ: არაბაჯევი (ჩხეტიანი) – ქ. ცინცაძე 13, ი. ჩხაიძე 7, ა. ჩხაიძე 7, მ. ცინცაძე 3, ციცქიშვილი 2, ხმელაძე, კირვალიძე,  ბიძინაშვილი, კვეკვესკირი, დევდარიანი, ქარჩავა, რაზმაძე, დოღაძე, სოლოღაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

პეგასი – მამული 23-27

პეგ: ჯიქურაშვილი (გაზდელიანი, ახვლედიანი) –  ე. ჩხაიძე 6, საბაშვილი 6, კორძაია 5, სვანიძე 3, ტარტარაშვილი 2, პაპუაშვილი 1, ქებაძე, ქ. მაკარაშვილი, დადვანი, ხაჭაურიძე, ე. მაკარაშვილი

მამ: გორჯოლაძე – ველიჯანაშვილი 8, მაჭარაშვილი 6, ჩუხატურიანი 5, იაშვილი 3, კუბლაშვილი 3, ე. ბერიკაშვილი 2, თ.  მურჯიკნელი, ქ. კუბლაშვილი, ბერიძე,  ჯოხაძე, ქობალია, მირიანაშვილი, ქარაბაკი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

—————-თ—მ—ფ—წ——-ბ—–ქ

ქარიშხალა—–3—3—0—0—95-84—6

ყვარელი——-3—2—0—1–109-83—4

მამული——–3—1—0—2—83-95—2

პეგასი———-3—0—0—3—72-97—0

———————————————-

სამტრედია—-0—0—0—0—- 0-0—-0

ფოთი———-0—0—0—0—–0-0—-0

წყალტუბო—-0—0—0—0—–0-0—-0

აჭარა———–0—0—0—0—–0-0—-0

30 ოქტომბერი, სენაკი

ფოთი – წყალტუბო

სამტრედია – აჭარა

31 ოქტომბერი, სენაკი

აჭარა – ფოთი

წყალტუბო – სამტრედია

1 ნოემბერი, სენაკი

ფოთი – სამტრედია

აჭარა – წყალტუბო

გაგრძელდება 14 ნოემბერს

Leave a Reply