ნაკრები მაკედონიაში მიემგზავრება
დღეს ღამით მაკედონიაში მიემგზავრება ხელბურთის ეროვნული ნაკრები, რომელიც 25 და 26 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან.
საქართველოს ნაკრები ემზადება მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022 საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის, რომლებიც 2020 წლის იანვარში გაიმართება. ამავე თვეში მაკედონიას ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი უწევს, 21-27 ოქტომბერს კი სანაკრებო კვირაა და ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს ამხანაგურ მატჩებს.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელს ნიკოლა მაქსიმოვიჩის განკარგულებაში 17 ხელბურთელი იქნება. ამ ჩვიდმეტიდან ევროპული კლუბების 8 წევრი საქართველოდან ჩაფრენილ 9 მოთამაშეს სკოპიეში დახვდება და საწვრთნელი შეკრებაც დაიწყება.
მაკედონიასთან ტესტ-მატჩებამდე გუნდი სკოპიეში შვიდჯერ ივარჯიშებს. მაქსიმოვიჩთან ერთად ნაკრების სტაფში იქნებიან ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და ფიზოთერაპევტი დრაგან ილიჩი, ასევე – დრაგან ჯუკიჩი, რომელიც ფედერაციაში ტექნიკური დირექტორის ფუნქციას ასრულებს.
ნაკრებს სკოპიეში ორი მოთამაშე დააკლდება. 37 წლის ვეტერანი რევაზ ჭანტურია ივნისში, IHF ერთა ჩემპიონატზე დაშავდა და მართალია, უკვე ვარჯიშობს და თამაშობს სკოპიეს მეტალურგში, მაგრამ ტრავმა მაინც აწუხებს ხოლმე და მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, არ გაერისკათ. 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძე ახალ სეზონში საფრანგეთის შამბერიში გადავიდა, თუმცა, ამ კლუბის სამედიცინო სამსახურის რეკომენდაციით, ნიკოლოზს მცირე ტრავმა აქვს და უმჯობესი იქნება, თუ რეაბილიტაციის სრულ კურსს გაივლის. საბოლოოდ, ჩვენი შემადგენლობა ასეთია:
საქართველოს ნაკრები მაკედონიაში
GK შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), გიგა ტორონჯაძე (1989, BSB ბათუმი)
LW ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)
LB თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)
CB ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგი, მკდ)
RB გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997)
RW ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი)
P ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)
მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი
ჩვენი მასპინძელი, მაკედონიის ნაკრები ჩვენამდე სტუმრად, ესქიშეჰირში, ორჯერ ეთამაშება თურქეთის ეროვნულ გუნდს. მწვრთნელ დანილო ბრესტოვაცს თურქეთში ძირითადად შინაურ ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი მიჰყავს, უძლიერესებს კი საქართველოსთან საშინაო მატჩებში ათამაშებს.
მათ შორის იქნებიან ცნობილი ვარსკვლავები კირილ ლაზაროვი (ნანტი), დეიან მანასკოვი (ვესპრემი) და ძირითადი მეკარე ბორკო რისტოვსკი (ბენფიკა). კიდევ რამდენიმე მოთამაშე გუნდს ტრავმისა თუ სხვა მიზეზების გამო დააკლდება: ხაზის მოთამაშეები სტოიანჩე სტოილოვი (ვარდარი) და ნიკოლა მარკოსკი (ეუროფარმი), ასევე ორი ცაცია: გოცე გეორგიევსკი (CSM ბუკურეშტი) და მარტინ სერაფიმოვი (მეტალურგი).
მაკედონიის ნაკრები (17 ხელბურთელი თურქეთთან)
GK მარტინ ტომოვსკი (1997, ფრიზენჰაიმი, გერ), მარკო კიზიჩი (2001, ვარდარი)
LW დიმიტარ დიმიტრიოსკი (1998, ვარდარი), ბოიან მაძოვსკი (1994, ეუროფარმ-რაბოტნიკი)
LB დარკო დიმიტრიევსკი (1993, სინფინი, ესპ), დეიან კუკულოვსკი (1998, ვარდარი), მიჰაილო მლადენოვიჩი (2000, მეტალურგი), მარიო ტანკოსკი (1998, მეტალურგი)
CB გორან კრსტევსკი (1996, ლინცი, ავს), მარკო მიშევსკი (1999, გრენობლი, საფდ)
RB ტომისლავ იაგურინოვსკი (1998, მეტალურგი), მარტინ ველკოვსკი (1997, ეუროფარმ-რაბოტნიკი)
RW ნენად კოსტესკი (2001, ზაგრები, ხორ), მარტინ პოპოვსკი (1994, პროლეტი)
P ჟარკო პეშევსკი (1991, შტუტგარტი), ფილიპ არსენოვსკი (1998, მეტალურგი), მილან ლაზარევსკი (1997, მეტალურგი)
საქართველოსთან დაემატებიან: GK ბორკო რისტოვსკი (1982, ბენფიკა), LW დეიან მანასკოვი (1992, ვესპრემი, უნგ), LB ფილიპ ტალესკი (1996, ბალინგენი, გერ), LB ფილიპ კუზმანოვსკი (1996, მაგდებურგი, გერ), RB კირილ ლაზაროვი (1981, ნანტი, საფ)
მწვრთნელი დანილო ბრესტოვაცი
მაკედონია-საქართველოს ორივე მატჩი სკოპიეში, ბორის ტრაიკოვსკის არენაზე გაიმართება. 25 ოქტომბერს თამაში ჩვენი დროით 22 საათზე დაიწყება, 26 ოქტომბერს – 20 საათზე.