საქართველოს თასის წილისყრის შედეგები
ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა საქართველოს თაის 2019 წლის გათამაშების წილისყრა. ტურნირი 15-17 ოქტომბერს გაიმართება გლდანში, ცერცვაძის სახლობის ხელბურთის აკადემიაში. მეოთხედფინალის წყვილები ასეთია: სპორტუნი – ქუთაისი, წყალტუბო – პეგასი, სამტრედია – იმედი-სტუ, გორი – BSB ბათუმი.
ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან 1-2 და 3-4 წყვილების გამარჯვებულები. წინა სეზონის 4 საუკეთესო გუნდი: ქვეყნის ჩემპიონი ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, ვერცხლის პროზიორი და თასის მფლობელი პეგასი, ბრინჯაოს პრიზიორი იმედი-სტუ და ქუთაისი მეოთხედფინალისთვის განთესილი იყო.
თასის მფლობელი 17 ოქტომბერს გამოვლინდება, ამის შემდეგ კი დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები რომელიც 21 ოქტომბერს გაემგზავრება მაკედონიაში და 25-26 ოქტომბერს ორი ამხანაგური მატჩი ექნება ამ ქყეყნის ეროვნულ გუნდთან.
ხელბურთი. საქართველოს თასი 2019. კაცები
გლდანი, ცერცვაძის აკადემია. 15-17 ოქტომბერი
მეოთხედფინალი, 15 ოქტომბერი
12:00 გორი – BSB ბათუმი
14:00 სამტრედია – იმედი-სტუ
16:00 პრომეთე წყალტუბო – პეგასი
18:00 სპორტუნი – ქუთაისი
ნახევარფინალი, 16 ოქტომბერი
13:00 გორი/ბათუმი – სამტრედია/იმედი
15:00 წყალტუბო/პეგასი – სპორტუნი/ქუთაისი
ფინალი, 17 ოქტომბერი, 15:00