გადამწყვეტი ქართული გოლი მაკედონიაში
მაკედონიის ჩემპიონატში, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ხელბურთელი თამაშობს, 3 ტური გაიმართა. ირაკლი კბილაშვილისა და რეზო ჭანტურიას მეტალურგი მეორე ადგილზეა, ლექსო წითელიშვილის ოჰრიდი – მეოთხეზე.
მესამე ტურში ოჰრიდმა სტუმრად 25-19 დაამარცხა პელისტერი და სამ მატჩში 2 მოგება 6 ქულა დაუგროვდა. 5 გოლი იყო წითელიშვილის ანგარიშზე, რომელსაც 2 მატჩის ჯამში 9 გატანილი ბურთი აქვს.
მეტალურგმა ჩემპიონატის მატჩამდე ყოველწლიური შეხვედრა გამართა მაკედონიის სუპერთასზე, რომელშიც ორი აქური გრანდი, ვარდარი და მეტალურგი ათამაშებენ. ვარდარი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ჰქონდა, სუპერთასზე ძირითადი შემადგენლობით გავიდა და მოწინააღმდეგე 26-24 დაამარცხა. 1 გოლი გაიტანა ჭანტურიამ.
შემდეგ იყო მეტალურგის მოულოდნელი ფრე სკოპიეში, პროლეტთან. დასრულებამდე 7 წამით ადრე პროლეტი, რომელიც საკუთარ მოედანზე თამაშობდა, წინ გავიდა, მაგრამ საპასუხო სწრაფ შეტევაში, ზდ ბოლო წამზე, ირაკლი კბილაშვილმა ანგარიშის გაათანაბრება მოახერხა, 26-26.
კბილაშვილის გადამწყვეტი გოლი:
https://rkmetalurg.mk/video-dramata-vo-poslednite-13-sekundi-od-sredbata-prolet-metalurg/
მეტალურგის გამთამაშებელმა ამ მატჩში 3 გოლი გაიტანა, მარჯვენა გარემარბმა, ჭანტურიამ – 2. სულ კლუბის დებიუტანტს, კბილაშვილს 2 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ვეტერან ჭანტურიას – 3 თამაშში – 7.
ხელბურთი. მაკედონია, სუპერლიგა. 3 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)
1. ბუტელ სკოპიე 9, 2. მეტალურგი 7, 3. პროლეტ სკოპიე 7, 4. ოჰრიდი 6 – 5. რადოვიში 6, 6. პელისტერი 3, 7. სტრუგა 1, 8. რაბოტნიჩკი 1 (2 თამაშიდან), 9. მეტალურგი-2 0 (2), 10. ვარდარ ჯუნიორი 0 (ფინალურ ეტაპზე გადის 4 გუნდი და ვარდართან და ეუროფარმ-რაბოტნიკთან ერთად გაითამაშებს ქვეყნის ჩემპიონობას)