წაგება ორი წლით უფროს მაკედონიასთან
ლიეტუვის ქალაქ კლაიპედაში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი 15-29 წააგო მაკედონიასთან და ხვალ, ჯგუფური ეტაპის მეორე დღეს, მასპინძლებს ეთამაშება.
კლაიპედის ჩემპიონატის ასაკობრივი ცენზია 19 წლამდე, ხოლო ჩვენი გუნდის 16-დან 13 ხელბურთელი 17-წლამდელთა ნაკრების წევრია. შესაბამისად, ლიეტუვაში გუნდს მიზნად აქვ მზადება ჩვიდმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატითვის, რომელიც 3-11 აგვისტოს გაიმართება თბილისის სპორტის სასახლეში.
მაკედონიასთან შეხვედრის დასაწყისში საქართველოს თავიდან 3-1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ კრიზისი დაუდგა, რომლის დროსაც მეტოქე დაწინაურდა, პირველი ტაიმი კი უჩვეულო ანგარიშით, 11-4 დასრულდა. მეორეში საქართველოს ნაკრებმა 11 გოლი გაიტანა და 18 გაუშვა. ჩვენი გუნდიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო ნენო ჯგერენაიამ, რომელმაც 7 გოლი გაიტანა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში შვეიცარიამ 31-21 მოუგო ლიტვას. ხვალ თამაშობენ მაკედონია-შვეიცარია, ლიტვა-საქართველო. ჯგუფებიდნ 2-2 საუკეთესო გუნდი ბრძოლას პირველობისთვის გააგრძელებს, ხოლო დანარჩენები მე-5-8 დგილებისთვის ითამაშებენ.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019 ქალები 19 წ
შვიტურიო არენა. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი
B ჯგუფი: მაკედონია 2, შვეიცარია 2, ლიტვა 0, საქართველო0
15 ივლისი. შვეიცარია – ლიტვა 31-21, საქართველო – მაკედონია 15-29
საქ: ჩავჩიძე, ჯიქურაშვილი – ჯგერენაია 7, დვალიშვილი 3, ე. ჩხაიძე 3, გაგნიძე 1, ა. ჩხაიძე 1, გოგია, ბურკაძე, კორძაია, ქ. ცინცაძე, იაშვილი, საბაშვილი, ქებაძე, ბჟალავა, კომახიძე
მკდ: მიჩევსკა, ილიაზი – ტალევსკა 5, სედლოსკა 4, სმაილოსკა 4, კალაიჯიევსკა 3, კიპრიანოვსკა 3, ტრპევსკა 3, დამჩევსკა 2, ტრაიკოვიჩი 2, დიატევსკა 1, გიორგიევსკა 1, იანკულოვსკა 1, ბოჟინოვსკა, ცვეტანოვსკა, დინარიცა
მსაჯები: კორია, მეცამიაკი (ფინ), დელეგატები: მასიჩი (სრბ), მარეიროსი (პორ)
15 ივლისი, 18:00 მაკედონია – საქართველო; 16 ივლისი, 20:00 საქართველო – ლიეტუვა
18 ივლისი, 18:00 შვეიცარია – საქართველო. 20 ივლისი: ნახევარფინალი, 21 ივლისი: ფინალი
A ჯგუფი: ჩეხეთი 2, თურქეთი 2, კოსოვო 0, ფარერები 0
ჩეხეთი – ფარერები 33-25, თურქეთი – კოსოვო 28-24