ნაკრები კლაიპედაში მიემგზავრება
დღეს ღამით ლიეტუვაში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მიემგზავრება 19-წლამდელ გოგონათა ნაკრები. პირველი მატჩი ჩვენს გუნდს ორშაბათს აქვს კლაიპედაში, სვიტურიო არენაზე, ჩრდილო მაკედონიის წინააღმდეგ. ტურნირი 21 ივლისს დასრულდება.
ნაკრების შემადგენლობაში 16 ხელბურთელია საქართველოს 6 კლუბიდან. ტურნირის ასაკობრივი ცენზი 19-წლამდეა, თუმცა, ჩვენს გუნდში ამ ასაკის სულ 3 მოთამაშეა, დანარჩენ ცამეტს კი 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვს თბილისის სპორტის სასახლეში, 3-11 აგვისტოს.
შესაბამისად, კლაიპედას ტურნირი თბილისის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია, ისევე როგორც საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ჩემპიონატი, რომელშიც ნაკრები, თბილისის „ოლიმპიის“ სახელით, მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და კარგი სათამაშო პრაქტიკა დააგროვა.
მაკედონიის გარდა, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან ლიტვა და შვეიცარია, ხოლო მეორე ჯგუფში ჩეხეთი, თურქეთი, ფარერის კუნძულები და კოსოვო თამაშობენ. 20 და 21 თებერვალს 2-2 უძლიერესი ბრძოლას პირველობისთვის განაგრძობს, ხოლო დანარჩენები – მე-5-8 ადგილებისთვის.
კლაიპედიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს ნაკრები მცირე ხნით დაისვენებს და 17-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპს დაიწყებს.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019 ქალები 19 წ. კლაიპედა, ლიეტუვა. 15-21 ივლისი
A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, ფარერები, კოსოვო
B ჯგუფი: ლიტვა, მაკედონია, შვეიცარია, საქართველო
15 ივლისი, 18:00 მაკედონია – საქართველო; 16 ივლისი, 20:00 საქართველო – ლიეტუვა
18 ივლისი, 18:00 შვეიცარია – საქართველო. 20 ივლისი: ნახევარფინალი, 21 ივლისი: ფინალი
საქართველოს ნაკრები
GK: 33. მარიამ ჩავჩიძე (2001, წყალტუბო), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)
LW: 14. ქეთი იაშვილი (2000, მამული), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა), 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა)
RW, RB: 93. ლანა გოგია (2002, ფოთი), 25. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), 23. ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი)
P: 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა), 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი)
LB, CB: 18. ანა ქებაძე (2000, პეგასი), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია)
მწვრთნელები: გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, გიგა ტორონჯაძე
ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი, მენეჯერი: ლანა მარგიანი