დიხამინჯია ისლანდიურ კლუბში გადავიდა
საქართველოს ნაკრების ხელბურთელი გიორგი დიხამინჯია მაკედონიის სტრუგადან ისლანდიის კლუბ ჰანდბოლტიში გადავიდა. მან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
დიხამინჯიამ ბოლო სეზონი მაკედონიის სტრუგაში გაატარა და რეგულარული სეზონის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა ინსაიდად დასახელდა. ისლანდიელებთან ხელბურთელი მისმა აგენტმა, გერმანელმა ევა ვორტმანმა დააკავშირა. ისლანდიურმა კლუბმა გიორგი სინჯებზე მიიწვია და ორი ვარჯიშის შემდეგ კონტრაქტიც გაუფორმა. ის გუნდში ერთადერთი უცხოელია.
HK Handbolti 2012 წელს ისლანდიის ჩემპიონი იყო, მაგრამ შემდეგ უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ბოლო სეზონში კი პირველი ლიგის ტურნირი მოიგო და უძლიერესთა ჯგუფს დაუბრუნდა. კლუბი წარმოადგენს ქალაქ კოპავოგურს, რომელიც დედაქალაქ რეიკიავიკს სამხრეთიდან აკრავს და ისლანდიის სიდიდით მეორე ქალაქია.
გიორგი დიხამინჯია 22 წლისაა. თბილისში დაიბადა, წარმოშობით სოხუმელია. ხელბურთი თამაში თბილისის პეგასში დაიწყო და მალევე მოხვდა ჭაბუკთა ნაკრებში. ეროვნულ გუნდში დებიუტი 2016 წელს, ისრაელში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ჰქონდა. 2018 წელს ხელბურთის ფედერაციამ მიავლინა დანიაში, ხელბურთის აკადემიაში, საიდანაც უმაღლესი ლიგის კლუბ მიდტიულანდში მოხვდა და იქ ნახევარი სეზონი ითამაშა. სამწუხაროდ, კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა და ქართველი მაკედონიაში გადავიდა.
დიხამინჯია ცაციაა და თამაში ორ პოზიციაზე, მარჯვენა კუთხეში და მარჯვენა შუამარბად შეუძლია. სტრუგაში შუაში თამაშობდა, თუმცა ნაკრებში უფრო ხშირად გარემარბად უწევს გამოსვლა. ასე იყო ბოლო სანაკრებო ტურნირზეც, IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც დიხამინჯიამ 7 მატჩში 18 გოლი გაიტანა. სასარგებლო ფიგურაა დაცვაშიც, სადაც მეორე პოზიციაზე თამაშობს.
გიორგიდიხამინჯია:დაიბადა 1997 წლის 21 ივნისს. ხელბურთისთამაშიდაიწყო 2012 წელს. კარიერა:პეგასი (2013-17) – მიდტიულანდი (დანია, 2018) – სტრუგა (მაკედონია, 2018-19), ჰანდბოლტი (ისლანდია, 2019-).ეროვნულნაკრებშითამაშობს 2016 წლიდან;20 ოფიციალური მატჩი, 26 გოლი;IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებული (2019). სიმაღლე: 190 სმ. პოზიცია:RW, RB