დიორმა ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო
ხელბურთის ქალთა ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო უნგრულმა კლუბმა დიორმა. ფინალში, ბუდაპეშტის ლასლო პაპის არენაზე დიორმა 25-24 დაამარცხა რუსეთის როსტოვი.
ფინალური ოთხეულის მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-women-episode-16/1547919
დიორმა პირველი ტიტული 2013 წელს მოიპოვა, ამის შემდეგ კი ტურნირის გადამწყვეტი ეტაპი ფინალური ოთხეულის ფორმატზე გადავიდა. უნგრულმა კლუბმა მოიგო პირველივე ასეთი გათამაშება 2014 წელს, შემდეგ კი ამას ზედიზედ სამი ტიტული დაუმატა 2017, 2018 და 2019 წლებში. ბოლო ფინალში აღსანიშნავი იყო, რომ მეტოქე გუნდს, როსტოვს წვრთნიდა ესპანელი ამბროს მარტინი, ვის ხელშიაც მოიგო უნგრულმა კლუბმა წინა ოთხი ჩემპიონთა თასი. დიორის ამჟამინდელი მწვრთნელია უნგრელი გაბორ დანი.
ნახევარფინალში დიორმა იოლად, 31-23 მოუგო ნორვეგიის კრისტიანსანდს, ხოლო როსტოვმა 27-25 აჯობა საფრანგეთის მეცს. ფინალში მასპინძლებმა 15-11 მოიგეს პირველი ტაიმი, მაგრამ მატჩის ბოლოს როსტოვმა, ჰოლანდიელი ლუის აბინგჰის ლიდერობით დევნა წამოიწყო, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და სულ ბოლო შეტევაში დიორი იხსნა ნორვეგიელმა მეკარემ კარი გრიმსბომ, რომელსაც ფინალური ოთხეულის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა. ჩემპიონთა თასი მეხუთედ მოიგო დიორის ორმა მოთამაშემ – ანიტა გორბიცმა და ბრაზილიელმა ედუარდა ამორიმმა.
მეორე ევროტურნირის, EHF თასის ფინალში კიდევ ერთმა უნგრულმა კლუბმა, შიოფოკმა დაამარცხა დანიის ესბიერგი (21-21, 26-21), ხოლო ჩელენჯ კაპი მოიგო ესპანურმა კრან კანარიამ, რომელმაც ფინალში მოუგო პოლონეთის შჩეცინს (30-23, 23-24). კაცთა ლიგის ფინალური ოთხეული 1-2 ივნისსაა კიოლნში. გაირკვა ნახევარფინალისტთა წყვილები: ბარსელონა (ესპ) – ვარდარი (მკდ), ვესპრემი (უნგ) – კელცე (პოლ)
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები
11 მაისი, ბუდაპეშტი. ნახევარფინალი
მეცი (საფ) – როსტოვი (რუს) 25-27
ზაადი 9, უეტი 5 – ვიახირევა 7, აბინგჰი 5
კრისტიანსანდი (ნორ) – დიორი (უნგ) 22-31
არნცენი 5 – ბრატსეტი 8, გორბიცი 6
12 მაისი, მესამე ადგილისთვის
მეცი – კრიტიანსანდი 30-31
ფინალი. როსტოვი – დიორი 24-25
აბინგჰი 7, მაკეევა, მანაგაროვა 5 – ამორიმი 7, გორბიცი 6
ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები
ნახევარფინალი 1 ივნისი, კიოლნი
ბარსა (ესპ) – ვარდარი (მკდ)
ვესპრემი (უნგ) – კელცე (პოლ)
ფინალი 2 ივნისს