კუნელაშვილის 5 გოლი
თურქეთის ქალთა სუპერლიგის მორიგ ტურში 5 გოლი გაიტანა საქართველო ნაკრების ხელბურთელმა ქეთი კუნელაშვილმა. მისმა კლუბმა, არდაშენმა სტუმრად 38-30 მოუგო სამსუნს და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მესამე ადგილზეა.
ქართველ უკანახაზელ სეზონში 11 მატჩი და 14 გოლი დაუგროვდა. დარჩენილ 3 ტურში არდაშენს 2 მატჩი შინ აქვს სათამაშო და ერთიც – სტუმრად, უახლოეს კონკურენტ იენიმაჰალესთან. კლუბი ევროთასებზე გამსვლელ ადგილს უმიზნებს.
გარდა ამისა, არდაშენი თურქეთის თასის ნახევარფინალშიც არის გასული. მეოთხედფინალში კლუბმა ორი მატჩის ჯამში დაამარცხა უშკუდარი (35-25, 33-35). დანარჩენი ნახევარფინალისტებიც პირველი ოთხეულის გუნდებია. წყვილები ასეთია: კასტამონუ – არდაშენი, მურატფაშა – იენიმაჰალე.
ხელბურთი. თურქეთის სუპერლიგა (ქალები). 1. კასტამონუ 18 მატჩი/31 ქულა – 2. მურატფაშა 17/27 – 3. არდაშენი 17/25 -– 4. იენიმაჰალე 17/24 – 5. უშკუდარი 18/21 – 6. აქსარაი 18/17 – 7. ფოლათლი 17/17 – 8. იზმირი 17/15 – 9. იალიკავაკი 17/11 – 10. ბურსა 17/1 – 11. სამსუნი 17/1