ჭაბუკთა ნაკრებმა მზადება დაიწყო
17-წლამდელ ხელბურთელთა ნაკრებს, რომელიც 1-5 ივლისს შვედეთში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, 19-28 მარტს პირველი საწვრთნელი შეკრება აქვს წყალტუბოში. ამ დღეებში ცნობილი გახდა გეტებორგის ტურნირის ჯგუფების შემადგენლობაც.
საქართველოს ნაკრები მოხვდა C ჯგუფში ესპანეთთან, ნორვეგიასთან, ფარერის კუნძულებთან, ისრაელთან და ესტონეთთან. ევროპის შარშანდელი, 18-წლამდელთა ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ჩვენი ნაკრები მესამე ნომრად იყო განთესილი. სულ მონაწილეობს 24 გუნდი. ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს, მე-3-4 ადგილებზე გასულები 9-16 ადგილებისთვის ითამაშებენ, მეხუთეადგილოსნები – მე-17, ხოლო ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდები – 21-ე ადგილისთვის.
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი არის ჭაბუკთა ხელბურთის უდიდესი ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილი. გიოტებორგში ყოველწლიურად იკრიბება ათასზე მეტი კლუბი და 10 ათასზე მეტი ხელბურთელი 12 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. აქედან ერთი ტურნირი, კენტ წელიწადს 17 წლამდელ ჭაბუკთა, ხოლო ლუწ წლებში – 16-წლამდელ გოგონათა შეჯიბრება სანაკრებო დონეზეა და 2017 წლიდან ოფიციალურად ჰქვია ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები გუნდები გეტებორგში უწყვეტად თამაშობენ 2015 წლიდან. 2017 წელს ამ შეჯიბრებაზე გიორგი ცხოვრებაძე გახდა საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მარჯვენა ინსაიდი, რის შემდეგაც საფრანგეთის მონპელიეში მოხვდა.
რაც შეეხება ახალი თაობის, 2002-03 წლებში დაბადებულთა ნაკრებს, მას ხელმძღვანელობენ გიორგი გვაზავა, გიორგი ხელისუფალი, გიორგი სახვაძე და მეკარეების მწვრთნელი, ამირან კომახიძე. პირველ შეკრებისთვის, წყალტუბოში, მწვრთნელებმა შეარჩიეს 22 ხელბურთელი საქართველოს 6 სხვადასხვა ქალაქის 8 კლუბიდან.
გუნდს ორჯერადი ვარჯიშები აქვს წყალტუბოს სპორტის სასახლეში, ხოლო 23 და 27 მატს ორი საკონტროლო მატჩი ექნება ქუთაისში, ქალაქის უმაღლესი ლიგის კლუბთან.
ხელბურთი. ევროპის 17 წ. ჩემპიონატი. ჭაბუკები. 1-5 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი
A ჯგუფი. შვედეთი, ჩეხეთი, რუსეთი, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბრიტანეთი
B ჯგუფი. ისლანდია, ავსტრია, ჰოლანდია, მონტენეგრო, რუმინეთი, იტალია
C ჯგუფი: ესპანეთი, ნორვეგია, საქართველო, ფარერები, ისრაელი, ესტონეთი
1 ივლისი. საქართველო – ესპანეთი, საქართველო – ისრაელი
2 ივლისი. საქართველო – ნორვეგია
3 ივლისი. საქართველო – ფარერები, საქართველო – ისრაელი
D ჯგუფი: უნგრეთი, ბელარუსი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ბელგია
მეორე ეტაპი, 4-5 ივლისი. 1-8, 9-16, 17-20, 21-24 ადგილები
—
საქართველოს 17წ ნაკრები. 19-28 მარტი, შეკრება წყალტუბოში
მეკარეები: ნოდარ ანთიძე (BSB ბათუმი), ნაზიმ ალიევი (ქარიშხალა), ლუკა გორგოძიანი (პეგასი)
მარცხენა გარემარბები: დავით გაბაიძე (აჭარა), დავით კაკულია (BSB ბათუმი), გიორგი შუბითიძე (პეგასი)
მარჯვენა გარემარბები: ნოდარ კოხრეიძე (პეგასი), მალხაზ ადამია (სამტრედია), აკაკი ძამაშვილი (ყვარელი)
უკანა ხაზი: ანრი აბულაძე (ქუთაისი), გიორგი ბჟალავა, დავით ფანცულაია (ფოთი), გიორგი ხომერიკი, გიორგი აფრიდონიძე (სამტრედია), გოჩა თურმანიძე, გიორგი კახიძე (BSB ბათუმი), გიორგი დუმბაძე (აჭარა), აკაკი პატაშური (პეგასი), თორნიკე ნაწილაშვილი, გიორგი ბაქრაძე (ყვარელი)
ხაზის მოთამაშეები: დავით ჟვანია (პეგასი) გიორგი მუკბანიანი (ქარიშხალა)
მწვრთნელები: გიორგი გვაზავა, გიორგი ხელისუფალი, გიორგი სახვაძე, ამირან კომახიძე, ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი