ფოთი, აჭარა, ქარიშხალა…  

საქართველოს ჩემპიონატში უფროსი ასაკის, 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა შორის ცხრავე გუნდს 14-14 მატჩი აქვს გამართული 24-დან. 27 ქულით ლიდერობს ფოთის ოქროს ვერძი, 24 აქვს აჭარას, 21 – თბილისის ქარიშხალას. 

დღეს სპორტკომპლექს არენაში მესამე წრის მატჩები გამართეს აღმოსავლეთის გუნდებმა. ქარიშხალამ 2 მატჩი მოიგო (ყვარელთან 27-23 და მამულთან 25-16) და სუფთა მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პეგასმა დაამარცხა მამული, 24-16.

გუნდებს სათამაშო აქვთ კიდევ 10-10 მატჩი. 23-27 მარტს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტურია თბილისში, 6 აპრილს დასავლეთის ხუთეული სენაკში თამაშებს, ჩემპიონატს კი 4-8 მაისს, თბილისში.  დაასრულებს მესამე წრის საერთო ტური. ამ ასაკის 2002-03 წელში დაბადებულ გოგონებს 2019 წლის აგვისტოში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატი უწევთ თბილისში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

გოგონები, 17 წლამდე. 17 მარტი, არენა 2

ქარიშხალა – პეგასი 25-16

მამული – პეგასი 16-24

ყვარელი – ქარიშხალა 23-27

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი

—————-თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ

ფოთი———14–13—1—0–259-171–27

აჭარა———-14–12—0—2–298-190–24

ქარიშხალა—14–10—1—3–348-286–21

სამტრედია—14—8—1—5–235-200–17

ყვარელი——14—7—2—5–267-237–16

პეგასი———14—5—1—8–262-261–11

ბათუმი——-14—3—1–10–171-239—7

წყალტუბო—14—1—1–12–156-283—3

მამული——-14—0—0–14–223-352—0

საერთო ტური. 23-27 მარტი, თბილისი

დასავლეთის ტური. 6 აპრილი სენაკი

საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი

Leave a Reply