პეგასი აღმოსავლეთში საუკეთესოა
ხელბურთის უმაღლეს ლიგაში თბილისის პეგასმა დღეს, სპორტის სასახლეში დაამარცხა თელავის სტუ-იმედი 33-29, ხოლო გორმა – სპორტის უნივერსიტეტი, 38-37. რეგულარულ სეზონში სათამაშო დარჩა 4 ტური, რომელიც 1-4 აპრილს, თბილისში გაიმართება. საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი 15 მაისს გამოვლინდება.
2018 წლის თასის მფლობელმა, პეგასმა სეზონში მესამედაც დაამარცხა 2017 წლის ჩემპიონი, თელავის იმედი – 38-26, 33-30, 33-29. თბილისური გუნდი სტაბილურად წინ იყო 4-5 ბურთით, ხოლო როდესაც თელავი სხვაობას 2-3-მდე ამცირებდა, საქმეში ერთვებოდა მეკარე გიორგი დიხამინჯია. პეგასმა აღმოსავლეთის ტურებში ცხრავე მატჩი მოიგო, 28 ქულით მეორე ადგილზეა და ოთხით ჩამორჩება ბათუმს.
გორისა და სპორტის უნივერსიტეტის ურთიერთდაპირისპირებებში აქამდე ფრე იყო: 49-39, 38-40. ბოლო წუთამდე დაძაბული მატჩის დაბოლოება გორმა 38-37 მოიგო, კონკურენტს 5 ქულით გაასწრო და მეხუთე ადგილი, ფაქტიურად, გაინაღდა.
1-4 აპრილს თბილისში აღმოსავლეთ დასავლეთის საერთო ტურია, რის შემდეგაც, რეგულარული სეზონი დასრულდება. 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალურ ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. 14 მაისს ნახევარფინალია, 15 მაისს – ფინალი.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა
მესამე წრე, აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე, 16 მარტი
იმედი–სტუ თელავი – პეგასი 29-33
თელ: ცინცაძე, ხიდეშელი – ცისკარიშვილი 9, ყორიაული 8, დოლმაზაშვილი 5, მიქავა 5, ბაინაზიშვილი 2, გოგალაძე, იობაშვილი, გავაშელიშვილი, ბერაძე, კორსანტია
პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე – კალანდაძე 9, ზარნაძე 8, გრიშიკაშვილი 6, კუხალაშვილი 5, ბაძაღუა 3, ქათამაძე 1, ჟვანია 1, გვაზავა, ჭანტურია, პატაშური, კოხრეიძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
გორი – სპორტუნი 38-37
გორ: ჯაფარიძე, ვათიაშვილი – დალაქიშვილი 14, მჭედლიშვილი 9, გაგლოშვილი 6, დ. ნიაზაშვილი 4, ახალბედაშვილი 3, ზუბიაშვილი 2, ზოზიაშვილი, შემშენოვი, ხუბულური, ბ. ნიაზაშვილი
სპ: ხარაიშვილი, კუპატაძე – ჭელიძე 10, თიგიშვილი 9, ცხვარაშვილი 5, ერისთავი 4, ჩიკვილაძე 4, ზურაბიანი 4, იობაშვილი 1, ჩაკვეტაძე, გულდედავა, გურასპაული, დელიბაშვილი
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი
——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
BSB ბათუმი—17–16—0—1—720-470–32
პეგასი———-17–14—0—3—693-510–28
ქუთაისი——-17–13—0—4—707-493–26
იმედი-სტუ—-17–11—0—6—604-511–22
გორი———–17—6—0—11–602-727–12
სპორტუნი—–17—3—1–13—548-739—7
წყალტუბო—-17—2—1–14—419-653—5
სამტრედია—-17—1—2–14—449-639—4
მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი
ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი