გოგონებში ფოთელები ლიდერობენ  

სენაკსა და თბილისში განახლდა საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში უფროსი ასაკის, 17-წლამდელ გოგონათა შორის.  27 ქულით ლიდერობს ფოთის ოქროს ვერძი, რომელიც 3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, შარშანდელ ჩემპიონ აჭარის გუნდს. 

ფოთმა დღეს 22-14 დაამარცხა სამტრედია, ვისთანაც პირველ წრეში ერთადერთი ქულა დაკარგა. აღმოსავლეთის გუნდებში საუკეთესო შედეგი, 17 ქულა აქვს თბილისის ქარიშხალას. თბილისის ტურში ყველაზე საინტერესო იყო ყვარლისა და პეგასის მატჩი, რომელიც ფრედ, 21-21 დასრულდა.

ახლა თბილისში, 23-27 მარტს, გაიმართება მეორე წრის საერთო ტური,  ჩემპიონი კი გამოვლინდება სამწრიანი ტურნირის, ანუ 24-24 მატჩის შემდეგ. ამ ასაკის 2002-03 წელში დაბადებულ გოგონებს 2019 წლის აგვისტოში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატი უწევთ თბილისში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

გოგონები, 17 წლამდე

9 მარტი, არენა 2

მამული – ქარიშხალა 24-33

პეგასი – ყვარელი 21-21

ყვარელი – მამული 27-23

მსაჯები: ი. გოგოლაძე, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

10 მარტი, სენაკის სპორტის სასახლე

ბსბ ბათუმი –  სამტრედია 11-15

წყალტუბო – აჭარა 8-24

ფოთი – წყალტუბო 22-12

აჭარა – ბსბ ბათუმი 24-10

სამტრედია – ფოთი 14-22

მსაჯები: ი. ჭკუასელი, შ. სტურუა, გ. გველესიანი

—————-თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ

ფოთი———14–13—1—0–259-171–27

აჭარა———-14–12—0—2–298-190–24

ქარიშხალა—12—8—1—3–296-247–17

სამტრედია—14—8—1—5–235-200–17

ყვარელი——13—7—2—4–244-210–16

პეგასი———12—4—1—7–222-220—9

ბათუმი——-14—3—1–10–171-239—7

წყალტუბო—14—1–1–12–156-283—3

მამული——-13—0–0–13–207-328—0

საერთო ტური. 23-27 მარტი, თბილისი

Leave a Reply