ჩემპიონი ლიგას დაემშვიდობა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში დასრულდა ჯგუფური ეტაპი.  შარშანდელი გამარჯვებული, მონპელიე ბოლო ტურში დამარცხდა ვარდართან 27-33 და ტურნირს გამოეთიშა.  

მიმოხილვა, მე-14 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-14/1475156

ბოლო საგზური კი მოიპოვა ბელარუსის მეშკოვ ბრესტმა, ვინც 32-23 დაამარცხა შვედეთის კრისტიანსტადი. უკვე ცნობილია 6 მერვედფინალური წყვილი და ისიც, ვინ ვის შეხვდება მეოთხედფინალში. მერვედფინალები 20 მარტიდან იწყება.

მიმოხილვა, ქალები, მე-9 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-women-episode-11/1475255

ქალთა ტურნირზე ბოლო მეოთხედფინალისტის ვინაობა ბოლოსწინა ტურში გაირკვა – დანიურ დერბიში ოდენსემ 25-23 დაამარცხა კოპენჰაგენი, 2 ქულით გაუსწრო და რადგანაც პირადი ბალანსი უკეთესი აქვს, პლეიოფში თამაში გაინაღდა. საბოლოოდ, მეოთხედფინალის ოთხივე წყვილი ბოლო ტურის შემდეგ დადგინდება.

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

პირველი ჯგუფური ეტაპი, ბოლო, 14 ტური, 27 თებერვალი – 3 მარტი

A: ბარსა 24 – ვესპრემი 20, ვარდარი 19, კელცე 14, რაინ-ნეკარი 14, მეშკოვი 9 – მონპელიე 7, კრისტიანსტადი 5

ვარდარი (მკდ) – მონპელიე (საფ) 33-27

კელცე (პოლ) – ვესპრემი (უნგ) 35-36

ბარსა (ესპ) – რაინ ნეკარი (გერ) 30-25

მეშკოვბრესტი (ბლრ) – კრისტიანსტადი (შვდ) 32-23

B: პსჟ 26 – სეგედი 20, ფლენზბურგი 15, ნანტი 14, ზაპოროჟიე 11, ზაგრები 11 – სკიერნი 8, ცელიე 7

ფლენზბურგი (გერ) – ნანტი (საფ) 29-29

სკიერნი (დან– ცელიე (სლნ) 35-32

პარი სენ ჟერმენი (საფ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 31-25

სეგედი (უნგ) – ზაგრები (ხორ) 26-26

A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

და D ჯგუფები, პლეიოფი

დინამო ბუკურეშტი (რუმ) – სპორტინგი (პორ) 26-27 (31-32)

სილკებორგი (დან) – ვისლა პლოცკი (პოლ) 20-27 (26-22)

მერვედფინალი (20-24, 27-30 მარტი)

სპორტინგი – ვესპრემი, ვისლა – სეგედი, ზაგრები – ვარდარი,

მეშკოვ-ბრესტი – ფლენზბურგი, მოტორი – კელცე, რაინ-ნეკარი – ნანტი

მეოთხედფინალი (24-28 აპრილი, 1-5 მაისი)

ბარსელონა – რან-ნეკარი/ნანტი

პსჟ – მოტორი/კელცე

მეშკოვი/ფლენზბურგი – სპორტინგი/ვესპრემი

ზაგრები/ვარდარი – ვისლა/სეგედი

ფინალური ოთხეული: 1-2 ივნისი, კიოლნი

—-

ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები

მეორე ჯგუფური ეტაპი. მე-9 ტური, 2-3 მარტი

A ჯგუფიმეცი 15, როსტოვი 13, ბუდუჩნოსტი 10, ოდენსე 8 – კობენჰავნი 6, ბრესტ-ბრეტონი 2

ოდენსე (დან) – კობენჰავნი (დან) 25-23

მეცი (საფ) – ბრესტ-ბრეტონი (საფ) 39-26

ბუდუჩნოსტი (მნტ) – როსტოვი (რუს) 20-23

B ჯგუფი: დიორი 16, კრისტიანსანდი 12, ბუკურეშტი 10, ფერენცვაროში 10 – კრიმი 5, ტიურინგერი 1

კრიმ მერკატორი (სლნ) – CSM ბუკურეშტი (რუმ)  23-22

დიორი (უნგ) – ფერენცვაროში (უნგ) 32-32

ტიურინგერი (გერ) – კრისტიანსანდი (ნორ) 21-29

მეოთხედფინალში გადის 4-4 საუკეთესო

ბოლო, მე-10 ტური: 8-10 მარტი

Leave a Reply