ოთხი ფავორიტის ოთხი მოგება  

თბილისის სპორტის სასახლეში, ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის ოთხმა მოწინავე გუნდმა დღეს იოლად მოიგო. ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტი 54-32, ქუთაისმა – გორი 58-34, თელავის იმედმა – სამტრედია 31-20, ხოლო პეგასმა – წყალტუბოს პრომეთე, 36-24. 

ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში მეორე წრე სრულდება და 12 საათიდან ბევრად უფრო საინტერესო მატჩებია. ლიდერები ერთმანეთში თამაშობენ: პეგასი-ქუთაისი და თელავი-ბათუმი. შესაბამისად, მეორე ოთხეულის გუნდებიც ერთმანეთთან არიან დაწყვილებულები: სპორტუნი – სამტრედია, გორი – წყალტუბო.

მარტში და აპრილში რეგულარული სეზონის მესამე წრე გაიმართება, ხოლო მაისში 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2019 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

თბილისის სპორტის სასახლე. 28 თებერვალი

BSB ბათუმი – სპორტუნი 54-32

ბათ: ხანდოლიშვილი, ტორონჯაძე – ტიელიძე 12, გოგოლაძე 11, აბრამიშვილი 8, კოხრეიძე 7, სიმონია 6, სურმავა 3, მსხვილიძე 2, სტოლბოვი 2, კახიძე 2,  ბერძენიშვილი 1, წივწივაძე

სპ: კუპატაძე – ზურაბიანი 7, ერისთავი 7, ცხვარაშვილი 6, ჩიკვილაძე 5, აბაშიძე 4, გულდედავა 1, გურასპაული 1, ჩაკვეტაძე 1, ჭელიძე, თიგიშვილი, დელიბაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

გორი – ქუთაისი 34-58

გორ: თითირაშვილი – ახალბედაშვილი 16, მჭედლიშვილი 9, ტარუაშვილი 4, შემშენოვი 3, ზოზიაშვილი 1, ხუბულური 1, დალაქიშვილი, ნიაზაშვილი

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი – ჯ. იმნაძე 10, ლომიძე 8, ხაჟომია 7, კობახიძე 6, ჯუღელი 6, ბულბულაშვილი 5, ლ. იმნაძე 5, მერკვილაძე 4, გამზარდია 4, რუსტამოვი 3, ფერაძე

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)

იმედი-სტუ თელავი – სამტრედია 31-20

თელ: ხიდეშელი, ცინცაძე – იობაშვილი 9, ცისკარიშვილი 6, დოლმაზაშვილი 4, მიქავა 3, გავაშელიშვილი 2, აბდულაევი 2, ბერაძე 2, ბაინაზიშვილი 1, გოგალაძე 1, კორსანტია 1

სამ: შველიძე, ფახურიძე – ხელისუფალი 6, თევზაძე 5, ნადირაძე 3, ადამია 3, დიდია 2, ქავზინაძე 1, ხომერიკი, აფრიდონიძე, ხონელიძე,

მსაჯები: თ. კევლიშვილი –  ნ. კევლიშვილი

წყალტუბო – პეგასი 24-36

წყ: სილაგაძე, აფხაძე – გველესიანი 9, ხელაძე 7, დარსაველიძე 5, რ. ბაბუნაშვილი 2, მუკბანიანი 1, ნ. ბაბუნაშვილი, ქაშიბაძე, ნიჟარაძე

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე – ჟვანია 8, ზარნაძე 6, ბაძაღუა 6, კალანდაძე 4, კოხრეიძე 3, კუხალავილი 3, პატაშური 3, გვაზავა 2, ჭანტურია 1, ქათამაძე, მდივანი

მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ლ.მარგიანი, ვ. ბერიაშვილი

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—13–12—0—1—568-366–24

ქუთაისი——-13–11—0—2—548-375–22

პეგასი———-13–10—0—3—539-391–20

იმედი-სტუ—-13—9—0—4—458-385–18

გორი———–13—4—0—9—460-562—8

სპორტუნი—–13—3—0–10—418-582—6

სამტრედია—-13—1—1–11—354-486—3

წყალტუბო—-13—1—1–11—314-512—3

1 მარტი

12:00 სპორტუნი – სამტრედია

14:00 პეგასი – ქუთაისი

16:00 გორი – წყალტუბო

18:00 იმედი-სტუ თელავი – BSB ბათუმი

Leave a Reply