პეგასმა ჩემპიონობა გაინაღდა  

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის აღმოსავლეთის ლიგაში პეგასმა დღეს 33-16 დაამარცხა ყვარელი და ჩემპიონობა გაინაღდა. თავის მხრივ, ყვარელსაც განაღდებული აქვს ვერცხლის მედლები, ხოლო ბრინჯაოსთვის დარჩენილ ორ ტურში იბრძოლებენ ქარიშხალა, რუთავი და ქარელი. 

მორიგი სათამაშო დღეებია დასავლეთში 16 თებერვალი, ხოლო აღმოსავლეთში – 17 თებერვალი. ამის შემდეგ საწვრთნელი შეკრება ექნება საქართველოს ამ ასაკის, 17-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც ივლისში შვედეთში ევროპის ჩემპიონატი აქვს სათამაშო.  

დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩემპიონატები 16-17 მარტს დასრულდება, ამის შემდეგ კი შემდეგ გუნდები საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

აღმოსავლეთი. 10 თებერვალი, არენა 2

გორი – ქარიშხალა 8-27

რუსთავი – ყვარელი 13-24

თელავი – ქარიშხალა 14-23

ყვარელი – პეგასი 16-33 

თელავი – ქარელი 27-44

ლაგოდეხი – გორი 0-10

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ა. ჩხაიძე, ხ. სიმონია – გ. სურმავა, დელეგატი: თ. ჩოგოვაძე

—————-თ—მ—ფ—წ——ბ—–ქ

პეგასი——–12–12—0—0–297-98—-24

ყვარელი—–11—9—0—2–242-146—18

ქარიშხალა—12—7—0—5–245-234–14

რუსთავი—-12—7—0—5–276-266—14

ქარელი——-12—6—0—6–232-238–12

გორი———-11—4—0—7–164-214—8

ლაგოდეხი—11—1—0–10—65-177—2

თელავი——11—0—0–11–162-310—-0

დარჩენილი სათამაშო დღეები:

17 თებერვალი, 17 მარტი: არენა 2

დასავლეთი

——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ

სამტრედია—-10–8—1—1–306-196–17

აჭარა————9—7—1—1–269-221–15

ბსბ ბათუმი—-10–6—1—3–245-225–13

ფოთი———–10–5—1—4–217-200–11

ქუთაისი——–9—2—2—5–185-166—6

ხელვაჩაური–10—2—2—6–229-260—6

წყალტუბო—-10—0—0–10–119-302—0

დარჩენილი სათამაშო დღეები:

16 თებერვალი, ხელვაჩაური

16 მარტი, ზესტაფონი

Leave a Reply