პეგასი მეორე ადგილზეა
ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ნათამაშები 10 ტურია. დღეს სპორტის სასახლეში პეგასმა 33-30 დაამარცხა თელავის სტუ-იმედი და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სპორტის უნივერსიტეტმა მოუგო გორს, 40-38.
პეგასი-თელავი: https://www.youtube.com/watch?v=DDQ2T1XUkJs
ნიკოლოზ კალანდაძემ დასაწყისში ზედიზედ გაიტანა 3 გოლი, რამდენიმე ბურთი ზედიზედ მოიგერია მეკარე დიხამინჯიამ და პეგასმა დასაწყისი 5-1 მოუგო თელავის იმედს, თუმცა, იქვე ზედიზედ გაუშვა 5 ბურთი – 5-6. შემდეგ თამაშში სრულად ჩაერთო უკვე თელაველთა მეკარე ცინცაძე და ტაიმის ბოლოსკენ უკვე იმედი ლიდერობდა 5 ბურთით, ხოლო მას შემდეგ, რაც პეგასს ტაიმის ბოლო წუთზე ორი მოთამაშე გაუძევეს, ბაინაზიშვილმა სხვაობა ექვსამდე აიყვანა – 18-12.
მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და პირველი 6 წუთი პეგასმა 7-1 მოიგო: 19-19. ამის შემდეგ ანგარიში კიდევ სამჯერ გათანაბრდა, მაგრამ პეგასმა, ძირითადად კალანდაძის დამსახურებით (სულ 17 გოლი გაიტანა), უპირატესობა მოიპოვა. როდესაც ქათამაძემ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, ანგარიში 29-25 გახდა და სათამაშო 9 წუთი იყო. პეგასმა უპირატესობა შეინარჩუნა, სეზონში მეორედაც დაამარცხა იმედი, 33-30 და 16 ქულით ქუთაისს დაეწია, ხოლო ლიდერს, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებს“ ეს ორი გუნდი 2-2 ქულით ჩამორჩება.
სპორტუნმა რევანში აიღო გორთან, პირველ წრეში დამარცხებისთვის. აქ ლიდერი ბევრჯერ შეიცვალა. გორმა ტაიმი 21-17 მოიგო და ეს უდიდესი სხვაობა იყო მატჩში, მაგრამ შესვენების შემდეგ სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა გარდატეხა თამაში – 40-38. ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს.
მეორე წრის საერთო ტური თებერვლის ბოლოს გაიმართება თბილისში. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა
აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე, 7 თებერვალი
სპორტუნი – გორი 40-38
სპ: ხარაიშვილი – თიგიშვილი 7, ჭელიძე 7, აბაშიძე 6, ცხვარაშვილი 5, იობაშვილი 5, ერისთავი 4, ზურაბიანი 3, ჩიკვილაძე 3, ჩაკვეტაძე, გულდედავა, დელიბაშვილი, გურასპაული
გორი: თითირაშვილი – დალაქიშვილი 12, მჭედლიშვილი 10, ახალბედაშვილი 7, ზუბიაშვილი 5, ზოზიაშვილი 2, ნიაზაშვილი 2, ტარუაშვილი, შემშენოვი, ხუბულური
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი, დელეგატი: ლ. გელაშვილი
პეგასი – იმედი-სტუ თელავი 33-30
პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე – კალანდაძე 17, ზარნაძე 5, გრიშიკაშვილი 4, კუხალაშვილი 3, ბაძაღუა 2, შუბითიძე 1, ქათამაძე 1, ჭანტურია, კოხრეიძე, ჟვანია, მდივანი, გვაზავა, პატაშური
თელ: ცინცაძე, ხიდეშელი – ყორიაული 9, ცისკარიშვილი 6, დოლმაზაშვილი 5, მიქავა 4, გოგალაძე 3, იობაშვილი 2, ბაინაზიშვილი 1, გავაშელიშვილი, კორსანტია
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი, დელეგატი: ლ. გელაშვილი
——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
BSB ბათუმი—10—9—0—1—432-275–18
პეგასი———-10—8—0—2—435-306–16
ქუთაისი——-10—8—0—2—394-280–16
იმედი-სტუ—-10—7—0—3—357-305–14
გორი———–10—3—0—7—367-421—6
სპორტუნი—–10—3—0—7—330-439—6
სამტრედია—-10—1—1—8—272-378—3
წყალტუბო—-10—0—1—9—237-411—1