უდანაკარგოდ ხორვატიამ, შვედეთმა და დანიამ გაიარეს
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გაირკვა მეორე ეტაპზე გასული 12 გუნდის ვინაობა. ევროპის ჩემპიონი ესპანეთი გუშინ 19-23 დამარცხდა ხორვატიასთან, ხოლო ოლიმპიურმა ჩემპიონმა დანიამ 30-26 მოუგო ნორვეგიას. ჯერჯერობით მაქსიმალური შედეგი სამ გუნდს აქვს – დანიას, შვედეთს და ხორვატიას. ხვალ იწყება მეორე ჯგუფური ეტაპი, ნახევარფინალისტების ვინაობა კი 23 იანვარს გაირკვევა.
ბოლო დღე იმით დაიწყო, რომ ადრეულ მატჩებში ეგვიპტემ დაამარცხა ანგოლა, 33-28, ხოლო ბრაზილიამ – კორეა, 35-26. ორივე გუნდმა ამ მოგებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და რამდენიმე თამაშს აზრი დაუკარგა. ჩილემ მოუგო საუდის არაბეთს (32-27) და მესამე ადგილის შანსი შეინარჩუნა.
თუმცა, ჩილესა შანსები ისედაც ეფემერული იყო და ავსტრიის მდგომარეობაც უიმედო გახდა. ავსტრიელებს უკვე 10 ან 11 ბურთით უნდა დაემარცხებინათ აფრიკის ჩემპიონი ტუნისი, ხოლო ჩილეს სჭირდებოდა ავსტრიის მოგება 5-9 ბურთით. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა, ტუნისმა 32-27 მოიგო და მესამე ადგილზე, ანუ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
ისლანდია და მაკედონია ერთმანეთში იბრძოდნენ მესამე ადგილისთვის და უმძიმეს ბრძოლაში, ბოლოს ისლანდიამ გატეხა მეტოქე, 24-22. ამით მეორე ეტაპის თორმეტივე მონაწილე გაირკვა. დარჩენილი იყო სამი მნიშვნელოვანი თამაში „ოქროს ქულებისთვის“ – ესპანეთი-ხორვატია, დანია-ნორვეგია და შვედეთი-უნგრეთი.
ესპანეთს ხორვატიასთანმ მატჩის პირველი ტაიმის შუაში კოლაპსი დაემართა, მთლიანად აერია თამაში, ამ სიტუაციიდან ვეღარ გამოვიდა და უიმედოდ წააგო – 19-23, რის შემდეგაც ხორვატია 4 ქულით გავიდა მეორე რაუნდში და სათავეშიც ჩაუდგა პირველ ჯგუფს. მეხუთე მატჩი მოიგო შვედეთმაც, ვინც ბოლოში გატეხა უნგრეთი 33-30.
მეორე ჯგუფს 4-4 ქულით შვედეთი და დანია ლიდერობენ. დანიელთა მეკარემ ნიკლას ლანდინმა ნორვეგიასთან პირველ ტაიმში საფუძველი ჩაუყარა თავისი გუნდის გაქცევას, მიქელ ჰანსენმა კი 14 გოლი გაიტანა (5 შვიდმეტრიანი). 44-ე წუთზე საქმე მოთავებული იყო (25-16), ამიშ შემდეგ ნორვეგიამ ორამდე შეამცირა სხვაობა (25-27, 57-ე წუთი), თუმცა, მაინც დამარცხდა 26-30. ჰანსენი ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში (47 გოლი) ხოლო ლანდინს 5 მატჩის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მეკარეებში – დარტყმების 45% პროცენტი აქვს მოგერიებული.
არცერთი გუნდისთვის არაფრისმომცემ მატჩში რუსეთი სირენამდე 12 წუთით ადრე 21-17 უგებდა საფრანგეთს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონებმა მაინც მოახერხეს გარდატეხა – 23-22. ფრანგების გუნდში სიახლეა – სედრიკ სორენდოსა და ნიკოლა კლერის ნაცვლად დიდიე დინარმა განაცხადში შეიყვანა ნიკოლა კარაბატიჩი და გიორგი ცხოვრებაძის კიდევ ერთი თანაგუნდელი, მონპელიელი მელვინ რიშარდსონი.
17 იანვარი. 5 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=801bmXRskR0
დღეს ჩემპიონატზე დასვენების დღეა, ხვალ კი მეორე რაუნდის 4 მატჩია. სილკ სპორტი, მეორე ეტაპიდან მოყოლებული, უკვე ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანია–დანია, 10-27 იანვარი
პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორე ეტაპზე გავიდა 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით
მეხუთე ტური, 17 იანვარი
A ჯგუფი, ბერლინი, მერსედეს ბენც არენა (14 800)
საფრანგეთი 9, გერმანია 8, ბრაზილია 6 – რუსეთი 4, სერბეთი 3, კორეა 0
ბრაზილია – კორეა 35-26
ბორჟესი 6, ჰეკბერტი 5 – კან იონგუ 5
გერმანია – სერბეთი 31-23
მუშე 5, კოლბახერი, დრუქსი 4 – ილიჩი 6
საფრანგეთი – რუსეთი 23-22
რიშარდსონი 4 – შკურინსკი 4
10-11 იან. კორეა – გერმანია 19-30, სერბეთი – რუსეთი 30-30, ბრაზილია – საფრანგეთი 22-24
12 იან. რუსეთი-კორეა 34-27, გერმანია-ბრაზილია 34-21, საფრანგეთი-სერბეთი 32-21
14 იან. სერბეთი – ბრაზილია 22-24, რუსეთი – გერმანია 22-22, საფრანგეთი – კორეა 34-23
15 იან. რუსეთი – ბრაზილია 23-25, კორეა – სერბეთი 29-31, გერმანია – საფრანგეთი 25-25
—
B ჯგუფი. მიუნხენი, ოლიმპიაჰალე (12 000)
ხორვატია 10, ესპანეთი 8, ისლანდია 6 – მაკედონია 4, ბაჰრეინი 2, იაპონია 0
ბაჰრეინი – იაპონია 23-22
ბაშამი 6 – მოტოკი 9
მაკედონია – ისლანდია 22-24
კ. ლაზაროვი 5, ტალესკი 4 – გუნარსონი 10
ესპანეთი – ხორვატია 19-23
სოლე 5 – ჰორვატი 8, მუსა 6
11 იან. იაპონია – მაკედონია 29-38, ისლანდია – ხორვატია 27-31, ბაჰრეინი – ესპანეთი 23-33
13 იან. მაკედონია – ბაჰრეინი 28-23, ხორვატია – იაპონია 35-27, ესპანეთი – ისლანდია 32-25
14 იან. ისლანდია – ბაჰრეინი 36-18, ხორვატია – მაკედონია 31-22, ესპანეთი – იაპონია 26-22
16 იან. იაპონია – ისლანდია 21-25, ხორვატია – ბაჰრეინი 32-20, მაკედონია – ესპანეთი 21-32
—
C ჯგუფი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)
დანია 10, ნორვეგია 8, ტუნისი 6 – ჩილე 4, ავსტრია 2, საუდის არაბეთი 0
ჩილე – საუდის არაბეთი 32-27
ერ. ფოიხტმანი 11, ე. სალინასი 7 – ალსალემი 8
ავსტრია – ტუნისი 27-32
ვებერი 9 – ბუღანმი 9, სანაი 5
დანია – ნორვეგია 30-26
ჰანსენი 14, ლაუგე 7 – იოჰანესენი 5
10-11 იან. ჩილე – დანია 16-39, საუდის არაბეთი – ავსტრია 22-29, ტუნისი – ნორვეგია 24-34
12 იან. ავსტრია – ჩილე 24-32, ნორვეგია – საუდის არაბეთი 40-21, დანია – ტუნისი 36-22
14 იან. ტუნისი – ჩილე 36-20, ნორვეგია – ავსტრია 34-24, დანია – საუდის არაბეთი 34-22
15 იან. საუდის არაბეთი – ტუნისი 20-24, ნორვეგია – ჩილე 41-20, ავსტრია – დანია 17-28
—
D ჯგუფი. კოპენჰაგენი, როიალ არენა (15 000)
შვედეთი 10, უნგრეთი 6, ეგვიპტე 5 – ყატარი 4, არგენტინა 3, ანგოლა 2
ეგვიპტე – ანგოლა 33-28
ელდერაა 8, სანადი 6 – სიბო 7, მანეკო 5
ყატარი – არგენტინა 26-25
მარზო 8, ბენალი 5 – პ. სიმონეტი, ბარონეტო 4
შვედეთი – უნგრეთი 33-20
ლ. ნილსონი 7, ლაგერგრენი 5 – ლეკაი 8, მათე 6
11 იან. ანგოლა – ყატარი 24-23, არგენტინა – უნგრეთი 25-25, ეგვიპტე – შვედეთი 24-27
13 იან. ყატარი – ეგვიპტე 28-23, უნგრეთი-ანგოლა 34-24, შვედეთი – არგენტინა 31-16
14 იან. უნგრეთი – ყატარი 32-26, არგენტინა – ეგვიპტე 20-22, შვედეთი – ანგოლა 37-19
16 იან. ანგოლა – არგენტინა 26-33, უნგრეთი – ეგვიპტე 30-30, ყატარი – შვედეთი 22-23
—
მეორე ჯგუფური ეტაპი
1 ჯგუფი. კიოლნი, ლანქსეს არენა (19 250)
ხორვატია——2—2—0—0—54-46–4
გერმანია——-2—1—1—0—59-46–3
საფრანგეთი—2—1—1—0—49-47–3
ესპანეთი——-2—1—0—1—51-48–2
ისლანდია—–2—0—0—2—52-63—0
ბრაზილია—–2—0—0—2—43-58–0
1 ეტაპიდან: ბრა-საფ 22-24, ისლ-ხორ 27-31, გერ-ბრა 34-21, ესპ-ისლ 32-25, გერ-საფ 25-25, ესპ-ხორ 19-23
19 იან. 21:00 საფრანგეთი – ესპანეთი (სილკ 2 ან 3), 23:30 გერმანია – ისლანდია (სილკ 3 ან უნივერსალი)
20 იან. 21:00 ბრაზილია – ხორვატია, 23:30 ისლანდია – საფრანგეთი
21 იან. 21:00 ესპანეთი – ბრაზილია, 23:30 ხორვატია – გერმანია
23 იან. 18:30 ბრაზილია – ისლანდია 21:00 საფრანგეთი – ხორვატია, 23:30 გერმანია – ესპანეთი
—
2 ჯგუფი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)
დანია———–2—2—0—0—66-48–4
შვედეთი——-2—2—0—0—60-54–4
ნორვეგია——-2—1—0—1—60-54–2
უნგრეთი——-2—0—1—1—60-63–1
ეგვიპტე———2—0—1—1—54-57–1
ტუნისი———2—0—0—2—46-70—0
1 ეტაპიდან. ტუნ-ნორ 24-34, ეგვ-შვდ 24-27, დან-ტუნ 36-22, უნგ-ეგვ 30-30, ნორ-დან 30-26, შვდ-უნგ 33-30
19 იან. 21:00 ტუნისი – შვედეთი (სილკ 2 ან 3), 23:30 დანია – უნგრეთი (სილკ 3 ან უნივერსალი)
20 იან. 21:00 უნგრეთი – ტუნისი, 23:30 ნორვეგია – ეგვიპტე
21 იან. 21:00 შვედეთი – ნორვეგია, 23:30 ეგვიპტე – დანია
23 იან. 18:30 ტუნისი – ეგვიპტე, 21:00 ნორვეგია – უნგრეთი, 23:30 დანია – შვედეთი
—
ნახევარფინალი: 25 იანვარი. ჰამბურგი, ბარკლაიკარდ არენა (13 300)
ფინალი: 27 იანვარი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)
—
13-24 ადგილები, პრეზიდენტის თასი. 19 იანვარი, ნახევარფინალები
21-24 ადგილები. კოპენჰაგენი. კორეა – იაპონია, საუდის არაბეთი – ანგოლა
17-20 ადგილები. კოპენჰაგენი. სერბეთი – ბაჰრეინი, ავსტრია – არგენტინა
13-16. ადგილები. კიოლნი. რუსეთი – მაკედონია, ჩილე – ყატარი