პირველი წრე უმცროსებმაც დაასრულეს

საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში, 15-წლამდელებს შორის, დასრულდა პირველი წრე. დასავლეთში ლიდერობს აჭარის გუნდი, აღმოსავლეთში – თბილისის პეგასი.

დასავლეთის მორიგი ტური ზესტაფონის სპორტის სასახლეში გაიმართა. აქ მონაწილე 8 გუნდმა 2-2 მატჩი ითამაშა. 7 მატჩიდან 14 ქულით აჭარის გუნდი ლიდერობს. მეორე ადგილზეა ფოთის ოქროს ვერძი, მესამეზე – ქუთაისი.

აღმოსავლეთში ტურნირში 4 გუნდია ჩართული და მათაც გაასრულეს ერთი წრე. 3 მობებით ლიდერობს პეგასის თხუთმეტწლამდელთ გუნდი, მეორეა ქარიშხალა, მესამე – რუსთავი.

შეჯიბრება 2019 წელს გაგრძელდება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 15 წლამდე (2004-05)

დასავლეთი. 16 დეკემბერი, ზესტაფონი

ქუთაისი – სენაკი 18-4, წყალტუბო – აჭარა 8-23, სამტრედია – BSB ბათუმი 12-12, ზუგდიდი – ფოთი 7-13, აჭარა – ქუთაისი 16-9, BSB ბათუმი – წყალტუბო 14-10, სენაკი – ზუგდიდი 5-13, ფოთი – სამტრედია 13-9

მსაჯები: გ. გველესიანი – თ. ბჟალავა, ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

—————–თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

აჭარა———–7—7—0—0–140-47–14

ფოთი———-7—6—0—1—78-55–12

ქუთაისი——-7—5—0—2—77-55–10

ზუგდიდი—–7—4—0—3—78-68—8

ბათუმი——–7—2—1—4—60-86—5

სამტრედია—-7—2—1—4—64-95—5

წყალტუბო—-7—1—0—6—64-82–2

სენაკი———7—0—0—7–31-104–0

აღმოსავლეთი. 15 დეკემბერი, არენა 2

ქარიშხალა – გორი 16-11, რუსთავი – ქარიშხალა, 11-12

—————-თ—მ—ფ—წ—-ბ—-ქ

პეგასი———3—3—0—0–27-12–6

ქარიშხალა—3—2—0—1–32-32–4

რუსთავი—–3—1—0—2–30-29–2

გორი———-3—0—0—3–17-33–0

განახლდება 2019 წელს

Leave a Reply