ახალი ჩემპიონი: საფრანგეთი ან რუსეთი
ევროპის ჩემპიონატის ფინალში, კვირას, პარიზში, ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი და ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთი. ფრანგებმა ნახევარფინალში 27-21 დაამარცხეს ჰოლანდია, რუსებმა – რუმინეთი, 28-22.
არცერთი გუნდი ევროპის ჩემპიონი ჯერ არ ყოფილა, ფრანგები კი პირველად გავიდნენ ფინალში. აქადე გამართული 12 ტურნირიდან 7 მოიგო ნორვეგიამ, 3 – დანიამ, თითო – უნგრეთმა და მონტენეგრომ. ასეთი სტატისტიკის მიუხედავად, ფინალში ჩემპიონატის ორი უძლიერესი გუნდი გავიდა. ისინი ტურნირის გახსნის მატჩში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და რუსეთმა 26-23 მოიგო, რუსეთმა დაამარცხა ხვალინდელი მეტოქე 2016 წლის ოლიმპიადის ფინალშიც.
ნახევარფინალი ორივე გუნდმა, საბოლოო ჯამში იოლად მოიგო. რუმინეთშ აკლდა უპირობო ლიდერი, ქრისტინა ნიაგუ, რომელმაც წინა მატჩში ჯვარედინი მყეები გაიწყვიტა და სეზონი ამით დაასრულა. ამის მიუხედავად რუმინეთი 3 ბურთითაც იგებდა პირველ ტაიმში, მაგრამ ანა ვიახირევამ უკვე შესვენებამდე გაიტანა 8 გოლი, რუსეთი ზედ შესვენების წინ 16-15 დაწინაურდა, მეორე ტაიმში კი მალევე მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა.
პირველ ტაიმში იბრძოლა ჰოლანდიამაც (11-12), რომელიც ზედიზედ მეხუთედ თამაშობდა დიდი ტურნირის ნახევარფინალს, მაგრამ მეორეში 9 ბურთი მოიგერია ფრანგების მეკარე ლორა გლოზერმა, ჯამში კი გამარჯვებულებს უფრო კვალიფიციური შემადგენლობა ჰყავდათ – ნახევარფინალსი გოლი თორმეტმა ფრანგმა გაიტანა, საუკეთესო კი იყო უკანახაზელი ესტელ ნზემინკო 6 დარტყმიდან 6 გატანილი გოლით.
ფინალის გამარჯვებული 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის პირდაპირ საგზურს მიიღებს, ხოლო რუსეთმა, ჰოლანდიამ და რუმინეთმა უკვე მოიპოვეს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება. ეს ტურნირიც იაპონიაში გაიმართება, ხოლო საფრანგეთს, როგორც მსოფლიო ჩემპიონს პირდაპირი კვალიფიკაცია აქვს.
კვირა ბრინჯაოს ფინალი 17 საათზეა, საჩემპიონო მატჩი – ცხრის ნახევარზე. სილკ სპორტზე ორივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი იქნება.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. ქალები. საფრანგეთი, 29 ნოე-16 დეკ
პარიზი. 14 დეკემბერი, ნახევარფინალი
რუსეთი – რუმინეთი 28-22
https://www.youtube.com/watch?v=0dbAq2jfO1o
რუს: სედოიკინა 9/25, ტრუსოვა 2/8 – ვიახირევა 17/13 (6-7მ), სენი 6/4, მანაგაროვა 3/3, მაკეევა 5/3, დმიტრიევა 3/1, კუზნეცოვა 1/1, სუდაკოვა 1/1, ფროლოვა 2/1, სამოხინა 3/1, მალაშენკო 1/0, სკორობოგატჩენკო 1/0, პეტროვა, სნოპოვა, კოჩეტოვა – მწვ. ტრეფილოვი
რუმ: დუმანსკა 6/20, დედუ 3/17 – პინტეა 6/4, დრაგუცი 8/4, პერიანუ 8/3, ბუჩესკი 9/3, ლასლო 4/2, ფლორიკა 2/2, კიპერი 3/2, ელისეი 2/1, ბაზალიუ 3/1, უდრისციოიუ 1/0, გაიგერი 1/0, რაციუ, პოლოკოსერი, ბაკეოანუ (ნიაგუ, ზამფირესკუ) – მწვ. მარტინი (ესპ)
ჰოლანდია – საფრანგეთი 21-27
https://www.youtube.com/watch?v=CbffeKpdiAI
ჰოლ: ვესტერი 4/22, დუინდამი 3/11 – აბინგჰი 14/7, მალეშტაინი 5/4, პოლმანი 9/4, ხროტი 8/3, დულფერი 2/2, ვან დერ ჰაიდენი 2/1, სმეტსი 1/0, ფისერი 1/0, ამეგა 2/0, როზემალენი, ბონტი, კრამერი, კნიპენბორგი, ფრერიკსი (ჰაუსჰირი) – მწვ. თომსენი (დან)
საფ: ლენო 5/17, გლოზერი 9/18 – ნზემინკო 6/6, ფლიპი 4/4, დემბელე 5/4, ედვიჟი 4/3, ზაადი 5/2, კოატანეა 2/2, ეგლონი 2/1, კანორი 4/1, ლაკრაბერი 4/1, პინო 1/1, უეტი 3/1, ნიომბლა 3/1, ნგუანი, ფოპა (ნიაკატე) – მწვ. კრუმჰოლცი
5-6 ადგილისთვის. შვედეთი – ნორვეგია 29-38
ლაგერკვისტი 7 – კრისტიანსენი 6, სულანდი 5, ს. სულბერგი 18/36
https://www.youtube.com/watch?v=lZA2hEY6wZw
კლასიფიკაცია: 5. ნორვეგია 6. შვედეთი – 7. უნგრეთი 8. დანია 9. მონტენეგრო 10. გერმანია 11. სერბეთი 12. ესპანეთი – 13. სლოვენია 14. პოლონეთი 15. ჩეხეთი 16. ხორვატია
პარიზი. 16 დეკემბერი
17:00 მესამე ადგილისთვის. რუმინეთი – ჰოლანდია
20:30 ფინალი. რუსეთი – საფრანგეთი