ნორვეგია უტიტულოდ დარჩა  

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, შაბათს ითამაშებენ რუსეთი-რუმინეთი და ჰოლანდია – საფრანგეთი. ნორვეგიამ, ბოლო სამი მოგების მიუხედავად, ტიტული დაკარგა.

პირველი ჯგუფის პირველ მატჩში მონტენეგრო 23-24 დამარცხდა დანიასთან და ნახევარფინალს გამოეთხოვა, მაგრამ ამით შანსი მიეცა შვედეთს. შვედებმა პირველი ტაიმი 18-17 მოიგეს უმოტივაციო რუსეთთან, მაგრამ მათ სჭირდებოდათ რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოგება. ნატალი ჰაგმანმა 18 დარტყმიდან 17 გოლი გაიტანა და შვედებმა სხვაობის ზრდა დაიწყეს, რუსებსაც დიდად არ შეუშლიათ ხელი და საბოლოოდ დაფიქსირდა ანგარიში 39-30, რაც იმას ნიშნავდა, რომ საფრანგეთის ნაკრების სერბეთთან ნებისმიერი სხვაობით წაგების შემთხვევაში ნახევარფინალში რუსეთი და შვედეთი გავიდოდნენ. 

მეორე ჯგუფში სიტუაცია კიდევ უფრო ჩაიხლართა. ნორვეგიამ 33-26 დაამარცხა ესპანეთი და 6 ქულა დააგროვა, მაგრამ მათზე მეტი აღარაფერი იყო დამოკიდებული. ნორვეგიის მოგებამ შანსები დაუკარგა უნგრეთს, რადგანაც მათ 13 ბურთით ჰქონდათ წაგებული ნორვეგიათან და მიუხედავად იმისა, რამდენი გუნდი დააგროვებდა 6 ქულას, უნგრეთს ბურთების ცუდი სხვაობა ექნებოდა.

მიუხედავად ამისა, უნგრეთმა დაამარცხა რუმინეთი, 31-29 და ორივე ამ გუნდმა, ნორვეგიასთან ერთად 6-6 ქულა დააგროვა. ამ სამეულს შორის ბურთების სხვაობა ასეთი იყო: რუმინეთი +6, ნორვეგია +5, უნგრეთი -13.  რუმინეთს 8 ბურთით ჰყავდა დამარცხებული ნორვეგია და ამან იხსნა, თორემ კიდევ ერთი ბურთი რომ გაეშვა, ამ სიტუაციაში ნორვეგია გადაუსწრებდა. თუმცა, რუმინეთს სხვა პრობლემა გაუჩნდა – თამაშის ბოლო მუხლი დაიშავა ქრისტინა ნიაგუმ, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. 

ყველაფერს წყვეტდა ჰოლანდია-გერმანიის მატჩი. ჰოლანდიაც 6 ქულით იყო და ფრე სჭირდებოდა პირველი ადგილის დასაბევებლად, მეორეზე კი რუმინეთი დარჩებოდა. მაგრამ გერმანიის მოგება ყველაფერს რადიკალურად ცვლიდა – უკვე ხუთი გუნდი აგროვებდა 6 ქულას! და ამ სიტუაციაში, ხუთეულს შორის უკეთესი ბურთების სხვაობით, პირველ ადგილზე უკვე ნორვეგია იყო. გერმანიას სჭირდებოდა ჰოლანდიასთან 11 ან 12 ბურთით მოგება  მეორე ადგილზე გასასვლელად, 1-10 ბურთამდე სხვაობის შემთხვევაში კი ნახევარფინალში ნორვეგია და რუმინეთი გადიოდნენ.

ამხელა ინტრიგი მიუხედავად, ყველაფერი პროზაულად დასრულდა. ბოლო მატჩებში საფრანგეთმა 38-28 მოუგო სერბეთს, ხოლო ჰოლანდიამ 27-21 დაამარცხა გერმანია. ნორვეგია, პირველად 2008 წლის შემდეგ არცერთ ტიტულს აღარ ფლობს – ოლიმპიური ჩემპიონობა 2016 წელს დაკარგა, მსოფლიო ჩემპიონობა კი – შარშან. ფინალური ოთხეულის ყველა ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეგიძლიათ ტელეკომპანია სილკის სპორტულ არხებზე.

ხელბურთი.  ევროპის ჩემპიონატი 2018. ქალები. საფრანგეთი, 29 ნოე-16 დეკ

1 ჯგუფი, ნანტი

რუსეთი———–5—4—0—1—141-131–8

საფრანგეთი——-5—3—1—1—136-118–7

შვედეთი———-5—2—1—2—139-132–5

დანია————–5—2—0—3–123-143—4

მონტენეგრო——5—2—0—3—124-128–4

სერბეთი———–5—1—0—3—131-142–2

12 დეკემბერი. დანია – მონტენეგრო 24-23

ჰანსენი 6, ტოფტი 18/41 – რადიჩევიჩი 7, რაიჩევიჩი 6

https://www.youtube.com/watch?v=YjICqzG5Ycw

შვედეთი – რუსეთი 39-30

ჰაგმანი 17 (5-7მ) – სამოხინა 6, ვიახირევა 5

https://www.youtube.com/watch?v=vI5S4j8Xz2k

სერბეთი – საფრანგეთი 28-38

კოვაჩევიჩი, კრპეჟი, პოპ-ლაზიჩი 5 – ნზემინკო 9, უეტი 7

https://www.youtube.com/watch?v=DYtrDOy8kNI

29-30 ნოემბერი. რუსეთი – საფრანგეთი 26-23, შვედეთი – დანია 29-30

2 დეკემბერი. სერბეთი – შვედეთი 21-22, რუსეთი – მონტენეგრო 24-23

4 დეკემბერი. სერბეთი – დანია 30-25, საფრანგეთი – მონტენეგრო 25-20

6 დეკემბერი. დანია – საფრანგეთი 23-29, შვედეთი – მონტენეგრო 28-30

9 დეკემბერი. შვედეთი – საფრანგეთი 21-21, სერბეთი – რუსეთი 25-29

10 დეკემბერი. დანია – რუსეთი 21-32, სერბეთი – მონტენეგრო 27-28

2 ჯგუფი, ნანსი

ჰოლანდია——–5—4—0—1–128-126—8

რუმინეთი——–5—3—0—2–140-132—6 (+6)

ნორვეგია———-5—3—0—2–155-131—6 (+5)

უნგრეთი———-5—3—0—2–139-146—6 (-13)

გერმანია———-5—2—0—3–132-137—4

ესპანეთი———-5—0—0—5–127-149–0

ესპანეთი – ნორვეგია 26-33

ლოპესი 5 – ოფტედალი 8, აუნე, ჰერემი 4

https://www.youtube.com/watch?v=tfuWftC7S1o

უნგრეთი – რუმინეთი 31-29

შაცლი, ჰაფრა 6, კოვაჩიჩი, ლუკაჩი 5, კიში 13/31 – ნიაგუ 9, პინტეა 7

https://www.youtube.com/watch?v=Hp9J0f7nMAE

ჰოლანდია – გერმანია 27-21

დულფერი 6, ბონტი 4 – გეშკე 5

https://www.youtube.com/watch?v=nOKfObuLNZQ

1 დეკემბერი. ჰოლანდია – უნგრეთი 28-25, გერმანია – ნორვეგია 33-32

3 დეკემბერი. რუმინეთი – გერმანია 29-24, ჰოლანდია – ესპანეთი 28-27

5 დეკემბერი. რუმინეთი – ნორ 31-23, უნგრეთი – ესპანეთი 32-26

7 დეკემბერი. ესპანეთი – გერმანია 23-29, უნგრეთი – ნორვეგია 25-38

9 დეკემბერი. უნგრეთი – გერმანია 26-25, ჰოლანდია – რუმინეთი 29-24

11 დეკემბერი. ესპანეთი – რუმინეთი 25-27, ჰოლანდია – ნორვეგია 16-29

პარიზი. 14 დეკემბერი

5-6 ადგილისთვის. 17:00 შვედეთი – ნორვეგია

ნახევარფინალი. 20:30. რუსეთი – რუმინეთი  

ნახევარფინალი. 24:00. ჰოლანდია – საფრანგეთი

პარიზი. 16 დეკემბერი

17:00 მესამე ადგილისთვის

20:30 ფინალი  

 

 

Leave a Reply