პირველი წრე ხვალ დასრულდება

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა. ლიდერმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 55-23 დაამარცხა სპორტი უნივერსიტეტი. პირველი წრე ხვალ სრულდება. 

დღეს ლიდერთა ოთხეულის ყველა წევრმა გაიმარჯვა. ქუთაისმა მოუგო გორს (54-28), თელავის იმედმა დაამარცხა სამტრედია (37-24), ხოლო პეგასმა აჯობა წყალტუბოს – 49-26.  

ხვალ ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში ოთხი საინტერესო მატჩია. ჯერ თამაშობენ ქვედა ოთხეულის გუნდები: 10 საათზე – სამტრედია-სპორტუნი, 12 საათზე – წყალტუბო-გორი. შემდეგ ლიდერთა ჯერია: 14 საათზე ქუთაისი ეთამაშება პეგასს, ხოლო 16 საათიდან არენაზე იქნებიან 2017 და 2018 წლის ჩემპიონები, თელავის სტუ-იმედი და ბათუმის შავი ზღვის ბიჭები.

სამწრიანი ტურნირის შემდეგ, 4 საუკეთესო გუნდი მაისში საჩემპიონო პლეიოფს გამართავს. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

12 დეკემბერი, ოლიმპიური სასახლე. დიდი დარბაზი

სპორტუნი – ბსბ ბათუმი 23-55

სპ: ხარაიშვილი – ჭელიძე 7, ცხვარაშვილი 5, გულდედავა 5, ერისთავი 5, ზურაბიანი 1, დელიბაშვილი 

ბათ: ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი – სურმავა 13, გ. კოხრეიძე 11, გოგოლაძე 9, სიმონია 8, აბრამიშვილი 6, მახაჭაძე 4, თევზაძე 2, მჟავანაძე 1, წივწივაძე 1, ტიელიძე

მსაჯები: ვ. როჟკოვი – ა. ნოვიკოვი (უკრ)

ქუთაისი – გორი 54-28

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი – მერკვილაძე 9, გამზარდია 8, რუსტამოვი 7, ჯ. იმნაძე 7, ლ. იმნაძე 6, სტურუა 6, ხაჟომია 5, მათნაძე 5, ჯუღელი 1, კობახიძე  

გორ: ვათიაშვილი – ახალბედაშვილი 13, მჭედლიშვილი 4, ზუბიაშვილი 4, ტარუაშვილი 4, გუდურაშვილი 2, ზოზიაშვილი 1, ნიაზაშვილი, ხუბულური, ოსეფაშვილი,  

მსაჯები: ი. ჭკუასელი (თბილისი) – გ. გველესიანი (წყალტუბო)

სამტრედია – იმედი-სტუ თელავი 24-37

სამ: შველიძე – ძნელაძე 9, ადამია 4, ხელისუფალი 4, აფრიდონიძე 2, დიდია 1, მანაგაძე 1, ქავზინაძე 1,

ხომერიკი 1, თევზაძე 1, ნადირაძე  

თელ: ცინცაძე, ხიდეშელი – გავაშელიშვილი 7, იობაშვილი 6, გოგალაძე 5, ბაინაზიშვილი 5, ყორიაული 5, დოლმაზაშვილი 4, მაისაშვილი 4, კორსანტია 1, ბერაძე

მსაჯები: ვ. როჟკოვი – ა. ნოვიკოვი (უკრ)

პეგასი – წყალტუბო 49-26

პეგ: გორგოძიანი, დიხამინჯია – ნ. კოხრეიძე 8, შუბითიძე 7, კუხალაშვილი 6, ბაძაღუა 5, გვაზავა 4, ასაბაშვილი 4, ზარნაძე 3, ჟვანია 3, გრიშიკაშვილი 2, პატაშური 2, დგებუაძე 2, ჭანტურია 2, კალანდაძე 1, ქათამაძე

წყ: სილაგაძე, აფხაძე – გველესიანი 8, ჯიმშელეიშვილი 8, მეტონიძე 5, გ. აფხაძე 2, ნიჟარაძე 2, კახაია 1, მუკბანიანი, დარსაველიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი (თბილისი)

——————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი—-6—6—0—0—285-167–12

პეგასი———–6—5—0—1—270-171–10

იმედი-სტუ—–6—5—0—1—215-174–10

ქუთაისი——–6—4—0—2—259-168—8

გორი————6—2—0—4—197-272—4

სპორტუნი——6—1—0—5—183-263—2

სამტრედია—–6—1—0—5—158-238—2

წყალტუბო—–6—0—0—6—139-253—0

13 დეკემბერი, დიდი დარბაზი

10:00 სამტრედია – სპორტუნი

12:00 წყალტუბო – გორი

14:00 ქუთაისი – პეგასი

16:00 ბსბ ბათუმი – იმედი-სტუ თელავი

Leave a Reply