3 ნახევარფინალისტი დღეს გამოვლინდება
ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო 6 მატჩია. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ერთი ნახევარფინალისტი – რუსეთი. დანარჩენი 3 საგზურისთვის 8 გუნდი იბრძოლებს. გუშინ ნორვეგიამ პირველი მარცხი აგემა ჰოლანდიას: 29-16.
ჰოლანდიას ამ მატჩამდე ზედიზედ 5 მოგება ჰქონდა ჩემპიონატზე, ჰყავდა ნიკე ხროტიც, რომელმაც ტრავმის გამო წინა შეხვედრა ვერ დაასრულა, თუმცა, ის ნაკლებად დაიტვირთა. ნორვეგიამ 4-0 დაიწყო, ჰოლანდიამ სხვაობა შეამცირა (5-7), მაგრამ ტაიმის ბოლო 8 წუთში გოლი ვერ გაიტანა და კატასტროფულად ჩამორჩა: 7-15, საბოლოოდ კი 16-29!
ესპანეთი, რომელსაც არაფრის შანსი აღარ ჰქონდა დარჩენილი, კარგა ხანი უგებდა რუმინეთს (მაქსიმალური სხვაობა 12-8 იყო, ანგარიში პირველად 42-ე წუთზე გათანაბრდა), ჩამორჩენის შემდეგაც, ბოლომდე წუთამდე გაუძალიანდა და მხოლოდ ორით წააგო – 25-27.
შედეგად, პირველ ჯგუფში 6-6 ქულა აქვთ რუმინეთსა და ჰოლანდიას, 4-4 – უნგრეთს, ნორვეგიას და გერმანიას. ცხადია, ორ ლიდერს ნახევარფინალში გასავლელად ფრეც ჰყოფნის, მაგრამ ისინი უშუალო კონურენტებს ეთამაშებიან (ჰოლანდია – გერმანიას, რუმინეთი – უნგრეთს). არაა გამორიცხული უიშვიათესი შემთხვევაც: ხუთმა გუნდმა დააგროვოს 6-6 ქულა და მაშინ დასათვლელი გახდება ბურთების სხვაობა ამ ხუთეულს შორის. არის უამრავი სხვა ვარიანტიც – როდესაც ორი ან სამი გუნდი იქნება 6 ქულით და აქ მკითხაობა არც ღირს – ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვის ვისთან როგორი პირადი ბალანსი ექნება.
10 დეკემბერს რუსეთმა იოლად დაამარცხა დანია, 32-21 და მეორე ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. სერბეთის მარჯვენა გარემარბმა, კატარინა კრპეჟ-შლეზაკმა 13 დარტყმიდან 12 გოლი გაუტანა მონტენეგროს, მაგრამ ამან მოგებისთვის არ იკმარა. ფრის შემთხვევაში ორივე გუნდს რჩებოდა ნახევარფინალში გასვლის შანსი და ბოლო შეტევაც სერბებს ჰქონდათ, მაგრამ ვერ გაათანაბრეს და მონტენეგრომ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო – 28-27. შედეგად, ნახევარფინალის მეორე საგზურის მოსაპოვებლად საფრანგეთს 12 დეკემბერს ფრეც ჰყოფნის სერბებთან. შემდეგ მოდის მონტენეგრო, რომელსაც სჭირდება დანიასთან მოგება და ფრანგების წაგებაც სერბებთან; და მიზერული შანსი აქვს შვედეთს – მათ, ცხადია შეუძლიათ უმოტივაციო რუსების დამარცხება, მაგრამ უნდა წააგოს საფრანგეთმაც, მონტენეგრომაც და თან შვედებმა ბურთების სხვაობითაც უნდა გაასწრონ ფრანგებს.
ევროპის ჩემპიონატის ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეგიძლიათ ტელეკომპანია სილკის სპორტულ არხებზე. იანვარში იგივე კომპანია, პირველად ქართულ ტელესივრცეში, აჩვენებს კაცების მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 10-27 იანვარს იმართება დანიასა და გერმანიაში.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. ქალები. საფრანგეთი, 29 ნოე-16 დეკ
მეორე ჯგუფური ეტაპი. ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო
1 ჯგუფი, ნანტი
რუსეთი———–4—4—0—0—111-92—8
საფრანგეთი——-4—2—1—1—-98-90—5
მონტენეგრო——4—2—0—2—101-104–4
შვედეთი———-4—1—1—2—100-102–3
სერბეთი———-4—1—0—3—103-104–2
დანია————–4—1—0—3—99-120—2
10 დეკემბერი. დანია – რუსეთი 21-32
ჰაინდალი 5 – ვიახირევა 9, კუზნეცოვა 6, სედოიკინა 14/34
https://www.youtube.com/watch?v=Rli-9QufD7U
სერბეთი – მონტენეგრო 27-28
კრპეჟი 12 (4-7მ) – რაიჩევიჩი, იაუკოვიჩი, მეჰმედოვიჩი 6, რადიჩევიჩი 5
https://www.youtube.com/watch?v=gKpkc__TmTs
12 დეკ. 18:45 დანია – მონტენეგრო, 21:00 შვედეთი – რუსეთი, 24:00 სერბეთი – საფრანგეთი
29-30 ნოემბერი. რუსეთი – საფრანგეთი 26-23, შვედეთი – დანია 29-30
2 დეკემბერი. სერბეთი – შვედეთი 21-22, რუსეთი – მონტენეგრო 24-23
4 დეკემბერი. სერბეთი – დანია 30-25, საფრანგეთი – მონტენეგრო 25-20
6 დეკემბერი. დანია – საფრანგეთი 23-29, შვედეთი – მონტენეგრო 28-30
9 დეკემბერი. შვედეთი – საფრანგეთი 21-21, სერბეთი – რუსეთი 25-29
2 ჯგუფი, ნანსი
რუმინეთი——–4—3—0—1–111-101—6
ჰოლანდია——–4—3—0—1–101-105—6
ნორვეგია———-4—2—0—2–122-105–4
გერმანია———-4—2—0—2–111-110—4
უნგრეთი———-4—2—0—2–108-117–4
ესპანეთი———-4—0—0—4–101-116–0
11 დეკემბერი. ესპანეთი – რუმინეთი 25-27
მ. გონსალესი 6, პენია, ფერნანდესი 5 – ნიაგუ 7, პინტეა 6
https://www.youtube.com/watch?v=ycHLtuSzkn0
ჰოლანდია – ნორვეგია 16-29
პოლმანი 4 – იაკობსენი 5, რაისტადი, ოფტედალი, აუნე 4, ლუნდე 13/27
https://www.youtube.com/watch?v=xwyT0_E3Y9o
12 დეკ. 18:45 ესპანეთი – ნორვეგია, 21:00 უნგრეთი – რუმინეთი, 24:00 ჰოლანდია – გერმანია
1 დეკემბერი. ჰოლანდია – უნგრეთი 28-25, გერმანია – ნორვეგია 33-32
3 დეკემბერი. რუმინეთი – გერმანია 29-24, ჰოლანდია – ესპანეთი 28-27
5 დეკემბერი. რუმინეთი – ნორ 31-23, უნგრეთი – ესპანეთი 32-26
7 დეკემბერი. ესპანეთი – გერმანია 23-29, უნგრეთი – ნორვეგია 25-38
9 დეკემბერი. უნგრეთი – გერმანია 26-25, ჰოლანდია – რუმინეთი 29-24
პარიზი. 14 დეკემბერი – ნახევარფინალი, 16 დეკემბერი – ფინალი