ცხოვრებაძეს გააქვს 20 გოლი, საქართველო ლიდერია
პირველ დღეს ფინეთთან ნათამაშები დრამატული ფრის (25:25) შემდეგ, ქართველებმა ბელარუსის ძლიერ გუნდს მოუგეს, 32-24 და ჯგუფში ლიდერობენ. არადა, წინა დღეს, საბერძნეთთან დამაჯერებელი გამარჯვების გამო ბელარუსები ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნიეს.
საქართველოს ნაკრების წარმატებაში უკლებლივ ყველა მოთამაშემ დიდი წვლილი შეიტანა, აღსანიშნავია გამარჯვების წყურვილი, რომლითაც ჩემპიონატის მასპინძლები გამოირჩეოდნენ, მაგრამ ქართველ ხელბურთელებს შორის აუცილებლად გამოსაყოფია მარჯვენა ინსაიდი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 20 გოლი გაიტანა. შეხვედრის განმავლობაში ცხოვრებაძემ ოცჯერ დაარტყა მეტოქის კარში და 15 გოლი შეაგდო, დანარჩენი 5 კი შვიდმეტრიანიდან გაიტანა.
რასაკვრიველია, საქართველოს ნაკრების მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დაასახელეს. მატჩის შემდეგ მან თქვა: „დღევანდელ გამარჯვებაში მთავარი გუნდურობა იყო. ყველამ ერთად ვიბრძოლეთ. გუშინ რომ ფრედ ვითამაშეთ ძალიან გაბრაზებულები ვიყავით და დღეს თამაშში მთელი გული ჩავდეთ. გავიმარჯვეთ კიდეც. გუნდის თამაშს 10-დან 10 ქულით შევაფასებდი.
საქართველოს ნაკრების ტიტე კალანდაძე: „დღეს საოცრებების დღე იყო. გავიმარჯვეთ უძლიერეს გუნდთან. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესები არიან. ბჭებმა ბოლომდე თავი დადეს, განსაკუთრებით კი გიორგი ცხოვრებაძეს ავღნიშნავდი. ის გიჟი იყო, შეუჩერებელი. ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოავლინა. დღევანდელ თამაშში ჩვენების თამაშს 10-დან 15 ქულას დავუწერდი”.
საქართველოს ნაკრებმა 8 ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა, თუმცა იყო რამდენიმე მონაკვეთი როდესაც 10 ბურთითაც იგებდა.
ბელარუსის ნაკრების მწვრთნელმა ოლეგ შარეიკამ კი თქვა: „ვფიქრობ, იმიტომ წავაგეთ, რომ მატჩის მსვლელობისას მოთამაშეები ბევრჯერ გაგვიძევეს. დღეს ალბათ დაცვაშიც ვერ ვითამაშეთ საუკეთესოდ”.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ
ჩემპიონატი საქართველოში – თბილისი, 10-19 აგვისტო
11 აგვისტო, შაბათი
A ჯგუფი: შვეიცარია 4, მაკედონია 4 – ფარერები 2, ლუქსემბურგი 2, ესტონეთი 0, ლიტვა 0
ესტონეთი – ფარერები 21-31
ლიტვა – შვეიცარია 18-39
ლუქსემბურგი – მაკედონია 25-31
10 აგვ: შვც-ესტ 33-22, ფარ-ლუქ 26-32, მკდ – ლიტ 32-30
B ჯგუფი: საქართველო 3, იტალია 2 – ბელარუსი 2, საბერძნეთი 2, ფინეთი 1
საქართველო – ბელარუსი 32-24
საქ: სილაგაძე 1, დიხამინჯია – ცხოვრებაძე 20, გველესიანი 5, კალანდაძე 3, ჩადუნელი 2, კუხალაშვილი 1, ქათამაძე, ხელაძე, კახოშვილი, ნიაზაშვილი, ასაბაშვილი, ძნელაძე, ლ. იმნაძე, დგებუაძე
ბლრ: სუკალა, სტასიუკი – უდავენია 5, კოზელი 4, ბელიკაუ 4, ჩიჟიკი 3, ჰალუბნიჩი 3, ნიკანოვიჩი 2, ბუძეიკა 2, პილიუკი 1, კლიმავეცი, ნ.პლიუტო, სამოილა, კაპაეუ, შაბელნიკაუ
მსაჯები: ივ სხოლსი (ჰოლანდია), სიგურდ თომასენი (ბელგია)
საბერძნეთი – იტალია 20-27
10 აგვ: ფინ-საქ 25-25, ბლრ-საბ 32-22
12 აგვისტო – დასვენების დღე
13 აგვისტო, ორშაბათი
11:00 შვეიცარია – ლუქსემბურგი
13:00 ფარერები – მაკედონია
15:00 ესტონეთი – ლიტვა
17:00 საბერძნეთი – საქართველო
19:00 იტალია – ფინეთი
14 აგვისტო, სამშაბათი
11:00 ფარერები – ლიტვა
13:00 მაკედონია – შვეიცარია
15:00 ლუქსემბურგი – ესტონეთი
17:00 იტალია – საქართველო
19:00 ფინეთი – ბელარუსი
15 აგვისტო – დასვენების დღე
16 აგვისტო, ხუთშაბათი
11:00 ლიტვა – ლუქსემბურგი
13:00 მაკედონია – ესტონეთი
15:00 შვეიცარია – ფარერები
17:00 ფინეთი – საბერძნეთი
19:00 ბელარუსი – იტალია
17 აგვისტო – დასვენების დღე
18 აგვისტო, შაბათი. ნახევარფინალი
19 აგვისტო, კვირა. ფინალი
ჩემპიონატი ოფიციალური გვერდი: http://www.2018tbilisi.com/ka
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი:
მაივიდეოს სპეციალური არხი: http://www.myvideo.ge/tv/xelburti
იუთუბზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia
ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF/
აგრეთვე: https://www.ehftv.com/int/
საქართველოს ნაკრები
12 ირაკლი დიხამინჯია GK (პეგასი, 2000, 191)
16 იური სილაგაძე GK (წყალტუბო, 2000, 192
1 ლუკა შველიძე GK (სამტრედია, 2001, 185
2 ნიკოლოზ ძნელაძე LW (სამტრედია, 2001, 184)
3 გიორგი ლაპიაშვილი P (პეგასი, 2000, 195)
4 ჯემალ იმნაძე LW (ქუთაისი, 2001, 185)
5 კახა ჩადუნელი CB (ლემგო, გერ, 2000, 177)
6 გოჩა თურმანიძე LB (BSB ბათუმი, 2002, 185)
7დავით ნიაზაშვილი RW (გორი, 2000, 180)
9 მიხეილ გველესიანი P (წყალტუბო, 2000, 188)
10 ნიკოლოზ კალანდაძე CB (პეგასი, 2002, 196)
11 გიორგი ცხოვრებაძე RB (მონპელიე, საფ, 2001, 193)
13 გიორგი ხელაძე LW (წყალტუბო, 2000, 175)
15 გიორგი ქათამაძე LW (პეგასი, 200, 185)
17 ლევან იმნაძე RW (ქუთაისი, 2001, 185)
18 ლუკა კახოშვილი LB (პეგასი, 2000, 196)
20 გიორგი კუხალაშვილი LW (პეგასი, 2000, 192)
22 ნიკოლოზ ასაბაშვილი P (ქარიშხალა, 2000, 185)
30 ალექსანდრე დგებუაძე LB (პეგასი, 2001, 191)
მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე
მწვრთნელები: სერგო დათუკაშვილი, გიორგი სახვაძე
მეკარეების მწვრთნელი: ამირან კომახიძე
ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი
ჩემპიონატი ავსტრიაში – ტულნი, 12 გუნდი, 10-19 აგვისტო
A ჯგუფი: თურქეთი 2, ჩეხეთი 2 – მონტენეგრო 2, ბრიტანეთი 0, უკრაინა 0, ირლანდია 0
B ჯგუფი: ავსტრია 4, ჰოლანდია 4 -სლოვაკეთი 3, ლატვია 1, კოსოვო 0, ბულგარეთი 0
ბულ-ჰოლ 20-29, კოს-სლკ 18-36, ლატ-ავს 15-39
ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის M20 Euro-ზე თამაშის უფლებას.
M18 Euro ხორვატიაში: კოპრივნიცა, ვარაჟდინი, 16 გუნდი, 9-19 აგვისტო
A: ხორვატია 4, სერბეთი 3, ისრაელი 1, პორტუგალია 0
B: დანია 4, საფრანგეთი 3, რუმინეთი 1, ნორვეგია 0
C: გერმანია 4, ესპანეთი 2, რუსეთი 2, უნგრეთი 0
D: ისლანდია 4, შვედეთი 2, სლოვენია 2, პოლონეთი 0
15-16 ადგილებზე გასული გუნდები 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებისთვის დაქვეითდებიან მეორე დონეზე