ბოლო ორი დღე გადაწყვეტს

ქალთა ეროვნულ ჩემპიონატს ხელბურთში, კვლავ ორი ლიდერი ჰყავს. თბილისის ქარიშხალამ დღეს 25-15 დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, ხოლო მამულმა 29-16 მოუგო სამტრედიას. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ორი ტურია. 

ხვალ და ზეგ, სპორტკომპლექს არენაში ქარიშხალა ეთამაშება ფოთსა და სამტრედიას, ხოლო მამული – წყალტუბოსა და აჭარას. თუ ამ ორი ტურის შემდეგაც ლიდერებს თანაბარი ქულა დარჩათ, მაშინ, უკეთესი პირადი ბალანსით, ჩემპიონი გახდება ქარიშხალა (24-19, 19-22).

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ფოთის ოქროს ვერძმა. ფოთელებმა 19-14 მოუგეს პეგასს და 4 ქულით გაასწრეს მეოთხე ადგილზე მყოფ წყალტუბოს. წყალტუბოელებს ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად ერთადერთი შანსი დარჩათ – ორივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგონ და, ამასთან ერთად, ფოთი ორჯერ უნდა დამარცხდეს. მეორე მხრივ მხრივ, წყალტუბოს მეოთხე ადგილი აქვს დასაცავი სამტრედიის გუნდისგან. კიდევ ერთ დღევანდელ მატჩში აჭარის გუნდმა 19-7 მოუგო ყვარელს.

ხელბურთისაქართველოს ქალთა ჩემპიონატი 2017-18

მეორე წრის საერთო ტური, 11-14 მატჩები. არენა 2

10 მაისი. მამული – სამტრედია 29-16

მამ: ვარდიშვილი, გორჯოლაძე – ყველაშვილი 18, შახულოვი 5, იაშვილი 5, ველიჯანაშვილი 1, ჯავახიშვილი, დანელია, ე. ბერიკაშვილი, ჩუხატურიანი, ქობალია

სამ: კოპალეიშვილი, ზაქარეიშვილი – ბურკაძე 5, ფოცხვერია 3, ტყეშელაშვილი 3, რუსია 3, მ. ჯოჯუა 1, კარტოზია 1, ცირეკიძე

აჭარა – ყვარელი 19-7

აჭ: ქარჩავა, საფარიძე – ქამაშიძე 7, დვალიშვილი 6, კომახიძე 4, ცივნარიძე 1, აიოზბა 1, მეგი მურუსიძე, მარიამ მურუსიძე, ხოხბა, კოჩალიძე, ძნელაძე, ირემაძე, გაბეჩავა

ყვ: ამონაშვილი – სურამლიშვილი 4, მიხელიძე 1, ფუღიაშვილი 1, მ. ტეტოშვილი 1, სმოიანი, საზანიშვილი, თავღორაშვილი, იოსებაშვილი

წყალტუბო – ქარიშხალა 15-25

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი – ჩირგაძე 7, ფანცხავა 3, ჯიმშელეიშვილი 3, ლაღაძე 1, დარსაველიძე 1, ჯიშკარიანი, მამარდაშვილი, ხეცურიანი, ნიკოლეიშვილი, ბენდელიანი

ქარ: არაბაჯევი, ლობჟანიძე – ქ. ცინცაძე 10, ა. ჩხაიძე 6, მ. ცინცაძე 4, კეკუტია 2, ხმელაძე 1, ციცქიშვილი 1, რაზმაძე 1, ი. ჩხაიძე,  ბიძინაშვილი, კერესელიძე

პეგასი – ფოთი 14-19

პეგ: ჯიქურაშვილი, ბარამიძე – ქებაძე 4, ე. ჩხაიძე 4, კორძაია 3, კაპანაძე 2, ქ. ჩოგოვაძე 1, ტარტარაშვილი, ბაღაშვილი, საბაშვილი, ასიტაშვილი, სვანიძე

ფოთ: ფიფია, გორგაძე – გოგია 6, ბჟალავა 5, სურგულაძე 4, გვათუა 3, რიჟამაძე 1, ბაირამიდი, თ. რურუა, გეგენავა

მსაჯები: ი. ჭკუასელი-გ.გველესიანი, თ. კევლიშვილი-ნ.კევლიშვილი

——————თ—მ—ფ—წ——-ბ——-ქ

ქარიშხალა–12–10—1—1–284-208–21

მამული——12–10—1—1–280-176–21

ფოთი——–12—7—2—3–188-181–16

წყალტუბო–12—6—0—6–159-190–12

სამტრედია–12—3—5—4–179-197–11

აჭარა———12—3—2—7–157-178—8

ყვარელი—–12—2—0–10–177-217—4

პეგასი——–12—1—1–10–158-235—3

11 მაისი

12:00 ფოთი – ქარიშხალა

13:00 მამული – წყალტუბო

14:00 სამტრედია – ყვარელი

15:00 აჭარა პეგასი

12 მაისი

12:00 სამტრედია – ქარიშხალა

13:00 ფოთი – ყვარელი

14:00 აჭარა – მამული

15:00 წყალტუბო – პეგასი

Leave a Reply