აჭარა: თორმეტიდან თორმეტი

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში გოგონათა შორის, ახალმა ჩემპიონმა, აჭარის გუნდმა 14-13 დაამარცხა ვერცხლის პრიზიორი, ქარიშხალა და ტურნირი უდანაკარგოდ, თორმეტი მოგებით დაასრულა.

ქარიშხალამ ჩემპიონობის შანსი ბოლოსწინა ტურში, სამტრედიასთან მარცხის შემდეგ დაკარგა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. მესამე იყო წინა ორი ჩემპიონატის გამარჯვებული ამ ასაკში, ფოთის ოქროს ვერძი.

სამტრედიის გუნდმა თბილისის ტურში მეოთხე მატჩიც მოიგო (ყვარელთან, 13-11) და მეექვსე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.

ამ ასაკის გოგონათა ნაკრებს ამ ზაფხულს პირველი ოფიციალური შეჯიბრება აქვს – ივლისში, შვედეთში იმართება ევროპის ღია ჩემპიონატი თექვსმეტწლამდელთა შორის. ნაკრებს უახლიეს ხანში დაიწყებს მზადების დასკვნით ეტაპს ბექა ორჯონიკიძისა და უკრანელი ანდრეი პორტნოის ხელმძღვანელობით.

მაია შალამბერიძე, საქართველოს ჩემპიონის, აჭარის გოგონათა გუნდის მთავარი მწვრთნელი:

– ასპარეზობამ გვიჩვენა, რომ პირველობისთვის ყველა გუნდი კარგად მოემზადა, კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო. ყოველივეს მიუხედავად, წარმატებით გადავლახეთ ყველა ბარიერი და ჩემპიონობა მოვიპოვეთ, რამაც ძალიან გაგვახარა.

ჩვენი გუნდი სამი წლის წინათ შეიქმნა ბათუმის სასპორტო სკოლის ბაზაზე. მისი ინიციატორები იყვნენ გუნდის დღევანდელი წევრები – მარიამ ხოხბა და მარიამ მურუსიძე. გუნდის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებით შეგვიწყო ხელი აჭარის ხელბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი კირთაძემ – ფინასურად და მორალურად დაგვიდგა გვერდში. უდიდესი დახმარება გაგვიწიეს ბათუმის სასპორტო სკოლამ და მისმა ხელმძღვანელმა ირმა ნიჟარაძემ. დღეს რომ ნორმალური სავარჯიშო პირობები, დარბაზი, ბურთები და ფორმები გვაქვს, ეს მათი დამსახურებაა. დიდ ყურადღებას გვაქცევს ბათუმის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტიც.

2016 წელს ეროვნულ ჩემპიონატში ჩავებით, მაგრამ დებიუტანტები უფროსებთან პაექრობაში ვერაფერს გავხდით. ამის მიუხედავად, გული არ გაგვტეხია. პირიქით, შარშან 2001 წელს დაბადებულთა საქართველოს პირველობაზე ვითამაშეთ და ბოლო ტურის წინ მე-2 ადგილზეც ვიყავით, მაგრამ მერე „ქარიშხალასთან“ დავმარცხდით და მეოთხე ადგილით დავკმაყოფილდით.

წლეულს ორ ფრონტზე ვიბრძოლეთ – ეროვნულ ჩემპიონატსა და 2002-2003 წლებში დაბადებულთა პირველობაზე. ეროვნულზე მე-6 ადგილზე ვართ და ერთი ტური კიდევ გვაქვს გასამართავი. თუმცა ჩვენი ყურადღება მაინც ასაკობრივი პირველობისკენ იყო მიპყრობილი და უფროსებთან თამაშებს 17-წლამდელთა შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად ვიყენებდით. აქ ბოლო ტურში ძალიან დაიძაბა მდგომარეობა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სამტრედიის დებიუტანტმა გუნდმა, რომელმაც ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია, მათ შორის – მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „ქარიშხალას“ და ფინიშამდე ტურით ადრე ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დააკარგვინა. თავად კი გათამაშების ცხრილის მე-4 საფეხურზე დამკვიდრდა.

საბოლოოდ, დაძაბული, საინტერესო ჩემპიონატი გამოდგა და მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ხელბურთის ფედერაციას მიუძღვის. 
ახლა მაისში ეროვნული ჩემპიონატის ერთი ტური დაგვრჩა სათამაშო. ისევ უცვლელი შემადგენლობით ვიბრძოლებთ.

მერე ცოტა ხნით არდადეგები გვექნება და ახალი სეზონისთვის მოვემზადებით. სახსრები თუ გამოგვიჩნდა, არ არის გამორიცხული, თურქეთს ვეწვიოთ და იქაურ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრები გავმართოთ.

ესაუბრა ვაჟა დანელია, გაზეთი ლელო

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. გოგონები, 2002-03

1.აჭარა (დიანა ქარჩავა, მარიამ ხოხბა, მარიამ მურისიძე, ნინო კომახიძე, თამარ ცივნარიძე, ნანა ძნელაძე, თამუნა აიოზბა, ანა კოჩალიძე, ანა ირემაძე, ხატია ქამაშიძე, ნინო გაბეჩავა, მარიამ დვალიშვილი – მწვ. მაია შალამბერიძე)

2. ქარიშხალა (მარიამ კობაიძე, ნინო ბიძინაშვილი, ქეთევან ცინცაძე, მარიამ ცინცაძე, ანა ჩხაიძე, ია ჩხაიძე, მარი დოღაძე, ანა კეკუტია, ანა თათარაშვილი, ვიქტორია რაზმაძე, ანა ქავთარაძე, ლიზი ბალაძე, მარიამ სახოკია, ნინო თარგამაძე – მწვ. ირმა ციცქიშვილი)

3. ოქროს ვერძი, ფოთი (ნენო ჯგერენაია, ლანა გოგია, ციცინო ბჟალავა, ნინო რურუა, ხათუნა გოგუა, ალისია კუპრიევა, ნინო დარჩია, ნინო გრიგოლია, ნინო ვართანიანი, ანა კობახია, ნანი შარუხია, ლიკა ხურცილავა, სალომე სურგულაძე, თამარ რუხაძე, ანა ჭუმბაძე – მწვ. დარეჯან გეფერიძე, გელა ჟვანია)

ბოლო ტური, 3 მაისი. არენა2

სამტრედია – ყვარელი 13-11

ფოთი – მამული 11-4

ქარიშხალა – აჭარა 13-14

საბოლოო——-თ—მ—ფ–წ——ბ—–-ქ

აჭარა———–12–12–0–0–160-99–24

ქარიშხალა—-12—9–0–3–186-152-18

ფოთი———-12—7–1–4–141-111–15

სამტრედია—-12—5–0–7124-162–10

ყვარელი——-12—4–1–7–127-133–9

პეგასი———-12—4–0–8–1401538

მამული——–12—0–0-12—78-146–0

Leave a Reply