სხვაობა ისევ 2 ქულაა
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში, მოიგო ლიდერმა, აჭარამ და მისმა მდევარმა, ქარიშხალამ. თუ თბილისელებმა ხვალაც 2 ქულა აიღეს, მაშინ ჩემპიონის ვინაობას 3 მაისს, აჭარა-ქარიშხალა უშუალო მატჩი გადაწყვეტს.
აჭარამ დღეს 12-7 დაამარცხა მამული და 10 თამაშიდან 20 ქულით პირველია. ქარიშხალამ 18-8 მოუგო ამ კატეგორიაში შარშანდელ ჩემპიონს, ფოთის ოქროს ვერძს, რომელიც, თავის მხრივ მესამე ადგილზეა. სამტრედიის გუნდმა დაამარცხა თბილისის პეგასი, 11-9.
ხვალ სპორტკომპლექს არენაში თამაშობენ პეგასი – ფოთი, სამტრედია – ქარიშხალა, აჭარა – ყვარელი. ჩემპიონატი 3 მაისს დასრულდება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. გოგონები, 2002-03
დასკვნითი ტური. 9-12 მატჩები. 30 აპრილი-3 მაისი, არენა2
1 მაისი
სამტრედია – პეგასი 11-9
აჭარა- მამული 12-7
ფოთი – ქარიშხალა 8-18
——————–თ—მ—ფ–წ——ბ——-ქ
აჭარა———–10–10–0–0–132-74–20
ქარიშხალა—-10—9–0–1–163-121–18
ფოთი———-10—5–1–4—116-98—11
ყვარელი——-10—4–1–5–104-106—9
პეგასი———-11—4–0–7–131-139—8
სამტრედია—-10—3–0–7—94-141—-6
მამული——–11—0–0-11—74-135—0
2 მაისი
12:00 პეგასი – ფოთი
13:00 სამტრედია – ქარიშხალა
14:00 აჭარა – ყვარელი
3 მაისი
12:00 სამტრედია – ყვარელი
13:00 ფოთი – მამული
14:00 ქარიშხალა – აჭარა