ყველა ჩემპიონი მაისში გამოვლინდება

ხელბურთელ ქალთა ეროვნული ჩემპიონატზე, სენაკში, ფოთის ოქროს ვერძმა ფრედ, 11-11 ითამაშა სამტრედიასთან, წყალტუბომ დაამარცხა აჭარა, 10-9. ჩემპიონი გამოვლინდება 15-18 მაისს, დასკვნითი ტურის შემდეგ. 17-17 ქულით ლიდერობენ ქარიშხალა და მამული.

ორ თბილისურ კლუბს 17-17 ქულა აქვს, მათ 3 ქულით ჩამორჩება ფოთი. ფოთელებს შეეძლოთ ლიდერთა დაწევა, მაგრამ გუშინ დამარცხდნენ წყალტუბოსთან, დღეს კი კიდევ ერთი ქულა დაკარგეს სამტრდიასთან, რომელმაც 10 მატჩში მეხუთე ითამაშა ფრედ.

15-18 მაისს, მე-11-14 ტურების მატჩებში დასავლეთის ოთხი გუნდ ეთამაშება აღმოავლეთის ოთხეულს და ჩემპიონატიც ამით დასრულდება. ოქროს ვერძს ჩემპიონობის შანსები დარჩა, თუმცა, უფრო მოსალოდნელია, რომ მესამე ადგილისთვის იბრძოლებს წყალტუბოსთან. წყალტუბოს პრომეთე ფოთს 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა, თუ ქულებით დაეწია, პირადი ბალანსი უკეთესი აქვს (13-16, 16-9). ლიდერები, მამული და ქარიშხალა ერთმანეთში აღარ თამაშობენ, მათ შორის პირად შეხვედრებში უპირატესობა ქარიშხალას მხარესაა (24-19, 19-22).

მაისში საქართველოს ჩემპიონი ოთხივე კატეგორიაში გამოვლინდება. 30 აპრილიდან 3 მაისამდე გაიმართება გოგონათა ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები, 4-5 მაისს კაცთა ეროვნული პირველობის ფინალური ოთხეულია, 15-18 მაისს ჩემპიონს გამოავლენენ ქალები, ხოლო 23-27 მაისს გაიმართება ჭაბუკთა ჩემპიონატიის ფინალური ეტაპი 8 უძლიერესი გუნდის მონაწილეობით.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა

მეორე წრე. დასავლეთი, 8-10 მატჩები. სენაკი

27 აპრილი

წყალტუბო – აჭარა 10-9

სამტრედია – ფოთი 11-11

——————თ—მ—ფ—წ——-ბ——-ქ

მამული——10—8—1—1–226-147–17

ქარიშხალა–10—8—1—1–236-176–17

ფოთი——–10—6—2—2–156-142–14

წყალტუბო–10—6—0—4–133-150–12

სამტრედია–10—2—5—3–146-156—9

აჭარა———10—2—2—6–121-148—6

პეგასი——–10—1—1—8–132-199—3

ყვარელი—–10—1—0—9–155-187—2

15-18 მაისი. მეორე წრის საერთო ტური. 11-14 მატჩები

Leave a Reply