ფოთმა ორი ქულით წინ წაიწია
საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ფოთის ოქროს ვერძმა 10-7 დაამარცხა აჭარა და ლიდერებს, მამულსა და ქარიშხალას 2 ქულით დაუახლოვდა. სამტრედიამ მოუგო წყალტუბოს, 18-11.
დასავლეთის 4 გუნდი ხვალ და ზეგაც ითამაშებს სენაკის სპორტის სასახლეში, ხოლო დასკვნითი, საერთო ტური რვავე გუნდის მონაწილეობით, გაიმართება თბილისში, 15-18 მაისს. თუ ფოთის გუნდი სენაკში დარჩენილ ორ მატჩსაც მოიგებს, ლიდერებს დაეწევა.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა
მეორე წრე. დასავლეთი, 8-10 მატჩები. სენაკი
25 აპრილი
აჭარა- ფოთი 7-10
სამტრედია-წყალტუბო 18-11
——————თ—მ—ფ—წ——-ბ——-ქ
მამული——10—8—1—1–226-147–17
ქარიშხალა–10—8—1—1–236-176–17
ფოთი———8—6—1—1–136-115–13
წყალტუბო—8—4—0—4–107-132—8
სამტრედია—8—2—3—3–122-132—7
აჭარა———-8—2—1—5—99-125—5
პეგასი——–10—1—1—8–132-199—3
ყვარელი—–10—1—0—9–155-187—2
26 აპრილი
13:00 აჭარა – სამტრედია
14:30 ფოთი-წყალტუბო
27 აპრილი
13:00 წყალტუბო – აჭარა
14:30 სამტრედია – ფოთი
15-18 მაისი. მეორე წრის საერთო ტური. 11-14 მატჩები