რეგულარული სეზონი ბათუმმა მოიგო

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე გამოვლინდა ნახევარფინალური წყვილები. ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 33-17 დაამარცხა 2017 წლის ჩემპიონი, თელავის იმედი, რეგულარული სეზონი ზედიზედ მესამედ მოიგო და 4 მაისს, ფინალში გასასვლელად თბილისის პეგასს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ქუთაისი და თელავის იმედი ითამაშებენ. ფინალი 5 მაისსაა.

თელავი, მოგების შემთხვევაში, თავად ასრულებდა სამწრიან ტურნირს პირველ ადგილზე, მაგრამ ბევრით წააგო. იმედს აკლდა ორი ტრავმირებული მოთამაშე, გიორგაძე და დოლმაზაშვილი, ხოლო ბათუმმა სეზონის ბოლოს დაიმატა გამოცდილი აკაკი ტალახაძე, რომელიც კარგად გაუძღვა გუნდს გამთამაშებლის პოზიციიდან.

სწორედ ტალახაძემ გაიტანა ბათუმელთა პირველი ორი გოლი მაშინ, როცა, გუნდი რიცხვნაკლული თამაშობდა: 2-0. ამის შემდეგ სხვაობა შავი ზღვის ბიჭების სასარგებლოდ გაიზარდა და 11-3 გახდა. იმედმა ტაიმის ბოლოს, 5-1 დაცვის წყალობით, მოახერხა თამაშის სტაბილიზირება და შესვენებაზე უიმედოდ არ წასულა: 9-14.

მაგრამ, დაიწყო მეორე ნახევარი და ბათუმმა ზედიზედ გაიტანა 5 გოლი: 19-9, რის შემდეგაც გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი გახდა. გამოსაყოფია ბათუმელთა დაცვა: მეკარე ტორონჯაძე და ცენტრალურ მცველთა წყვილი, ბერძენიშვილი-ყაველაშვილი. ბათუმმა ამ სეზონში მეორედ დაამარცხა თელავი დიდი ანგარიშით (28-14, 33-17. ერთი მატჩიც ფრედ, 29-29 დასრულდა. გუნდმა ერთადერთი მატჩი ქუთაისთან წააგო) და დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი, თუმცა, ჩემპიონობის პრეტენდენტ 4 გუნდს კიდევ 2 მატჩი აქვს მოსაგები.

სხვა მატჩებში ქუთაისმა 45-39 მოუგო სტუ-ქარიშხალას და 35 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პეგასმა – 35-16 დაამარცხა სამტრედია, გორმა – წყალტუბო, 40-36. საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი 5 მაისს გამოვლინდება.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

17-20 აპრილი. მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები, არენა 2

20 აპრილი. ქუთაისი – სტუ-ქარიშხალა 45-39

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი – რუსტამოვი 13, გრიშიკაშვილი 11, კობახიძე 5, სიმონია 4, ლომიძე 4, მათნაძე 4, ჭელიძე 3, გოგალაძე 1, ფერაძე

სტუ: ხიდეშელი, ხანდოლიშვილი – ჩიკვილაძე 13, გ. კობახიძე 9, თიგიშვილი 6, ასაბაშვილი 6, მამულაშვილი 3, გურასპაული 2, ოსიყმაშვილი, ბარკალაია

მსაჯები: ინა ჭკუასელი – თამაზ კევლიშვილი

სამტრედია – პეგასი 16-35

სამ: შველიძე – ძნელაძე 4, გაგუა 3, ხელისუფალი 2, ხომერიკი 2, ადამია 2, ნადირაძე 2, თევზაძე 1, მანაგაძე, ქავზინაძე

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, ცირეკიძე – ბაძაღუა 10, კალანდაძე 7, გვაზავა 5, ჟვანია 5, კუხალაშვილი 4, ჭანტურია 3, ლაპიაშვილი 1

მსაჯები: ინა ჭკუასელი – თამაზ კევლიშვილი

BSB ბათუმი – იმედი თელავი 33-17

ბათ: ტორონჯაძე – გოგოლაძე 7, აბრამიშვილი 6, ბულბულაშვილი 6, ტალახაძე 5, სურმავა 3, წივწივაძე 3, ქარდავა 2, ხაჟომია 1, თევზაძე, სტურუა, ბერძენიშვილი, ყაველაშვილი

თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი – მიქავა 4, ცისკარიშვილი 3, აბჟანდაძე 3, ყორიაული 2, კორსანტია 2, ალანია 1, იობაშვილი 1, ერისთავი 1, ბაინაზიშვილი, ბერაძე, გავაშელიშვილი,

მსაჯები: სიარჰეი კულიკ – ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ)

გორი – წყალტუბო 40-36

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – დალაქიშვილი 12, მჭედლიშვილი 8, ტიელიძე 6, ზუბიაშვილი 5, ნიაზაშვილი 4, ანტონოვიჩი 3, შემშენოვი 1, ოსეფაშვილი 1, ზოზიაშვილი, ტერუნაშვილი

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 10, შვანგირაძე 8, მ. გველესიანი 6, გელა გველესიანი 6, გიორგაძე 5, ჯიმშელეიშვილი 1, ნიჟარაძე, კახაია

მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვ – ვალერი როჟკოვ (უკრ)

საბოლოო————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ

BSB ბათუმი——–21–17—3—1–801-590–37

ქუთაისი————21–17—1—3–792-629–35

იმედი თელავი—-21–16—1—4–713-603–33

პეგასი—————21–12—1—8–767-698–25

გორი—————-21–10—0–11–725-794–20

სტუ-ქარიშხალა—21—5—0–16–660-717—10

წყალტუბო———21—2—0–19–614-807—4

სამტრედია———21—2—0–19–555-789—4

ფინალური ოთხეული

4 მაისი, ნახევარფინალი

BSB ბათუმი – პეგასი

ქუთაისი – იმედი თელავი

5 მაისი: ფინალი

Leave a Reply