დასავლეთში ლიდერი შეიცვალა
საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში ჭაბუკთა შორის, მორიგი ტური გათამაშდა, რის შემდეგაც დასავლეთში ლიდერი შეიცვალა. სამტრედიამ ქულა დაკარგა ქუთაისთან (22-22), რის შემდეგაც პირველ ადგილზე გადავიდა ბათუმის შავი ზღვის ბიჭები.
დასავლეთში სათამაშო სულ ერთი ტურია, რომელიც 15 აპრილს გაიმართება. ბათუმი და სამტრედია ერთმანეთში გაარკვევენ დასავლეთის ჩემპიონის ვინაობას. ბრინჯაოს მედლები გაინაღდა აჭარის გუნდმა, ხოლო ფინალურ ტურნირში გამსვლელი მეოთხე საგზურისთვის ფოთი და ქუთაისი იბრძვიან. ბოლო დღეს ქუთაისი აუტსაიდერ ხელვაჩაურს ეთამაშება დაა თუ მოუგო, ფოთის ოქროს ვერძს მეოთხე ადგილის შესანარჩუნებლად აჭარის გუნდის დამარცხება დასჭირდება.
აღმოსავლეთში სათამაშო კიდევ ორი დღეა – 14 და 28 აპრილი. აქ ჩემპიონი კარგა ხანია, გამოვლინდა – თბილისის პეგასი. ვერცხლის მედლებისთვის ქარიშხალა და ყვარელი იბრძვიან, ხოლო ფინალის მეოთხე საგზურისთვის – თელავი და რუსთავი. ორივე ამ წყვილის ურთიერთშეხვედრა 28 აპრილსაა დანიშნული.
რეგიონალური პირველობების დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის 4-4 საუკეთესო გუნდისთვის მაისში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი გაიმართება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03
დასავლეთი. 1 აპრილი, სენაკი. ქუთაისი – სამტრედია 22-22 , ფოთი – BSB ბათუმი 22-25, ხელვაჩაური – აჭარა 22-41, BSB ბათუმი – ქუთაისი 28-22
BSB ბათუმი-14–11—2—1—354-275—24
სამტრედია–14–10—3—1—327-239—23
აჭარა———14–10—0—4—384-305–20
ფოთი———14–4—1—9—297-317—-9
ქუთაისი—–14—3—2—9—289-409—-8
ხელვაჩაური-14—0—0–14–312-418—-0
15 აპრილი: ქუთაისი-ხელვაჩაური, აჭარა-ფოთი, სამტრედია-BSB ბათუმი
აღმოსავლეთი. 31 მარტი, არენა 2. ქარელი – თელავი 34-35, ქარიშხალა – რუსთავი 25-22, ყვარელი – თელავი 16-15, პეგასი – რუსთავი 42-10
პეგასი——–17–17—0—0—522-207—34
ქარიშხალა—16–12—0—4—368-338—24
ყვარელი—–15–10—1—4—299-266—21
თელავი——17—6—1–10—352-400—13
რუსთავი—–16—5—0–11—295-410—10
გორი———16—3—0–13—241-365—-6
ქარელი——15—2—0–13—314-405—-4
14 აპრილი: ქარელი-პეგასი, ყვარელი-რუსთავი, ქარიშხალა-ქარელი, ყვარელი-გორი
28 აპრილი: გორი-ქარელი, ყვარელი-ქარიშხალა, რუსთავი-თელავი