ლიდერის პირველი დამარცხება
საქართველოს ჩემპიონატის ლიდერმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა სეზონში პირველი მატჩი წააგო – სახელბურთო კლუბ ქუთაისთან 25-26 დამარცხდა ტყიბულის სპორტის სასახლეში. შედეგად, პოტენციური ლიდერი გახდა შარშანდელი ჩემპიონი, თელავის იმედი, რომელიც აღმოსავლეთის ოთხეულში სამივე მატჩის მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გადავა.
ეს ქუთაის-ბათუმის მესამე მატჩი იყო ამ სეზონში. ქუთაისში პირველი წრის თამაში ფრედ, 25-25 დასრულდა, ზესტაფონში კი ბათუმმა მოიგო, 29-27. პირადი ბალანსის თანაფარდობის მიუხედავად, ქუთაისი ბათუმს მაინც ჩამორჩება 3 ქულით, რადგანაც თელავთან ორჯერ წააგო, ხოლო ბათუმელებმა ჩემპიონს 3 ქულა აართვეს.
პირველი ტაიმის დასაწყისში ბათუმი 3 ბურთით იყო წინ, მაგრამ ტაიმი ქუთაისმა მოიგო – 17-13. შესვენების შემდეგ ბათუმელთა დევნა შედეგიანად დასრულდა – დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში 24-24 გახდა. ქუთაისი ისევ დააწინაურა ილია გოგალაძემ, მაგრამ ლევან ბერძენიშვილმა სწრაფი გარღვევის შემდეგ გაათანაბრა, 25-25. შეხვედრის ბოლო გოლი ქუთაისის მხრიდან უჩა გამზარდიამ შეაგდო, ბოლო ეპიზოდის გმირი კი მათივე მეკარე, კორნელი ანდრიაძე გახდა – ერთ შეტევაში მან ჯერ ირაკლის გოგოლაძის დატყმული მოიგერია კუთხიდან, შემდეგ კი ჯაბა ხაჟომიას აუღო 6 მეტრიდან. ბოლო შეტევაში ალექსანდრე ბოყოჩაძემ თავის გუნდს წუთშესვენება შეაშველა და დარჩენილ 15 წამში ქუთაისმა მოგება შეინარჩუნა, 26-25.
სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა სამტრედიის გუნდმა, რომელმაც 30-29 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს. 27-29 მაისს მე-15-17 თამაშებს გამართავს აღმოსავლეთ საქართველოს ოთხი გუნდი. ამის შემდეგ, 17-20 აპრილს, საერთო, რვაგუნდიანი ტურია თბილისში და რეგულარული სეზონიც დასრულდება. მაისში 4 საუკეთესო გუნდი საქართველო ჩემპიონს გამოავლენს.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა
მესამე წრე. დასავლეთი. 15-17 მატჩები. ტყიბულის სპორტის სასახლე
23 მარტი. წყალტუბო – სამტრედია 29-30
წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 15, ჯიმშელეიშვილი 6, შვანგირაძე 3, მეტონიძე 2, მ. გველესიანი 1, გელა გველესიანი 1, კახაია 1, დარსაველიძე, ნიჟარაძე
სამ: შველიძე – ძნელაძე 10, გაგუა 10, ხელისუფალი 4, ადამია 3, თევზაძე 2, ხონელიძე 1, მანაგაძე, ნადირაძე
მსაჯები: თამაზ კევლიშვილი – ნიკა კევლიშვილი
ქუთაისი – BSB ბათუმი 26-25
ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – რუსტამოვი 7, გამზარდია 4, კბილაშვილი 4, გოგალაძე 4, სიმონია 4, ფერაძე 3, მერკვილაძე, გრიშიკაშვილი, ჭელიძე, კობახიძე, მათნაძე,
ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – გოგოლაძე 6, აბრამიშვილი 5, ბულბულაშვილი 4, თევზაძე 4, ხაჟომია 3, სტურუა 2, ბერძენიშვილი 1, სურმავა, წივწივაძე, ყაველაშვილი, ქარდავა
მსაჯები: რუსლან პერეპელიცა – ვალერი როჟკოვ (უკრ)
დელეგატები: ლევან გელაშვილი, ვახტანგ ბერიაშვილი
————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ
BSB ბათუმი——–17–14—2—1–631-474–30
ქუთაისი————17–13—1—3–623-488–27
იმედი თელავი—-14–12—1—1–471-385–25
პეგასი—————14—8—0—6–522-481–16
გორი—————-14—6—0—8–475-524–12
სტუ-ქარიშხალა—14—4—0–10–427-440—8
წყალტუბო———17—2—0–15–487-644—4
სამტრედია———17—1—0–16–443-643–2
თბილისი, 27-29 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები
17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები
ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი