ლიგაში მერვედფინალის წყვილები გამოვლინდა
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის კაცთა ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გამოვლინდა 6 მერვედფინალური წყვილი, ხოლო ჯგუფების გამარჯვებულები, საფრანგეთის პსჟ და მაკედონიის ვარდარი პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდნენ.
კაცები. 14 ტური. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-14/1129254
ქალები. 9 ტური. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-11/1129519
A და B ჯგუფებიდან ბოლო ტურში გასარკვევი იყო მერვედფინალის ერთადერთი საგზურის ბედი. სამი მაძიებლიდან უარეს დღეში იყო შვედური კრისტიანსტადი, რომელიც სტუმრად ეთამაშებოდა უშუალო კონკურენტს, ზაგრებს, მაგრამ 27-24 მოიგო, ხოლო პოლონეთის ვისლამ მხოლოდ ქულა აიღო სკოპიეში შარშანდელ ჩემპიონ ვარდართან – 31-31. მერვედფინალში კრისტიანსტადი გავიდა, ხოლო ვარდარმა ამ ქულით ჯგუფში პირველი ადგილი და პირდაპირ მეოთხედფინალში გასვლა დაიბევა.
C და D ჯგუფებიდან მერვედფინალის ორი საგზურიმოიპოვეს საფრანგეთის მონპელიემ, ვინც მეორე თამაშიც მოუგო ესპანეთის ლეონს (20-19) და დანიის სკიერნმა, ვინც პირველი წაგების შემდეგ საჭიროზე მეტი სხვაობით დაამარცხა უკრაინის მოტორი – 33-26.
ქალთა ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში გამოვლინდა მეშვიდე მეოთხედფინალისტი – მონტენეგროს ბუდუჩნოსტი, რომელმაც სტუმრად 25-24 მოუგო გერმანიის ტიურინგერს. მერვეს ვინაობა ცნობილი გახდება ბოლო ტურში. გადამწყვეტი იქნება დანიური დერბი მიდტიულანდსა და ნიუკობინგს შორის.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი
ბოლო, 14 ტური, 3-4 მარტი
A ჯგუფი:
ვარდარი 21 – ბარსელონა 20, ნანტი 20, რაინ–ნეკარი 17, სეგედი 13, კრისტიანსტადი 8 – ვისლა 7, ზაგრები 6
რაინ ნეკარი (გერ) – ნანტი (საფ) 30-30
ზაგრები (ხორ) – კრისტიანსტადი (შვდ) 24-27
ვარდარ სკოპიე (მკდ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 31-31
ბარსელონა (ესპ) – სეგედი (უნგ) 28-27
B ჯგუფი:
პსჟ 23 – ვესპრემი 18, ფლენზბურგი 18, კილი 16, კელცე 15, მეშკოვ ბრესტი 10 – ცელიე 7, ოლბორგი 5
კელცე (პოლ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 33-28
ვესპრემი (უნგ) – ცელიე (სლნ) 29-22
ოლბორგი (დან) – ფლენზბურგი (გერ) 24-31
პსჟ (საფ) – კილი (გერ) 29-29
C და D ჯგუფები: პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად:
მონპელიე (საფ) – ლეონი (ესპ) 20-19 (28-24)
სკიერნი (დან) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 33-26 (30-32)
მერვედფინალი (ვარდარი და პსჟ გავიდნენ პირდაპირ მეოთხედფინალში)
21-25 მარტი/28 მარტი-1აპრილი: მონპელიე-ბარსელონა, სკიერნი-ვესპრემი, მეშკოვ ბრესტი-ნანტი,
კრისტიანსტადი-ფლენზბურგი, კელცე-რაინ ნეკარი, სეგედი-კილი
ჩემპიონთა ლიგა 2017-18. ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. მეოთხედფინალში გადის 4-4 გუნდი
9 ტური, 2-4 მარტი თებერვალი
1 ჯგუფი: დიორი 14, CSM ბუკურეშტი 13, როსტოვი 13, ნიუკობინგი 5 – კრიმი 5, მიდტიულანდი 4
ნიუკობინგი (დან) – დიორი (უნგ) 24-32
კრიმ მერკატორი (სლნ) – როსტოვ-დონი (რუს) 26-35
CSM ბუკურეშტი (რუმ) – მიდტიულანდი (დან) 29-24
2 ჯგუფი: ვარდარი 16, ფერენცვაროში 12, მეცი 12, ბუდუჩნოსტი 8 – ტიურინგერი 4, ბიტიგჰაიმი 2
ვარდარი (მკდ) – ბიტიგჰაიმი (გერ) 30-22
ფერენცვაროში (უნგ) – მეცი (საფ) 29-27
ტიურინგერი (გერ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 24-25
ბოლო, 10 ტური: 10-11 მარტს (მიდტიულანდი-ნიუკობინგი, დიორი – კრიმი).