თელავმა და გორმა 2-2 ქულა შეიმატეს

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თელავის იმედმა 35-31 დაამარცხა პეგასი და მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისთან სხვაობა ქულამდე შეამცირა – ამასთან ერთად, თელაველებს 2 თამაში მარაგში აქვთ. გორმა 32-29 მოუგო სტუ-ქარიშხალას და მეოთხე ადგილზე მყოფ პეგასს დაეწია. გორისა და ქარიშხალას მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 15-15 მორჩა, მეორეში სტუ-ქარიშხალა რამდენჯერმე ლიდერობდა, მაგრამ გორმა ბოლო 10 წუთში მაინც გარდატეხა თამაში და მეტოქე სეზონში მეორედაც დაამარცხა – 31-27, 32-29.

პეგასმა მეორე ლიდერი გაუშვა ევროპაში: გიორგი ცხოვრებაძის მონპელიეში გადასვლის შემდეგ გიორგი დიხამინჯია გახდა პირველი ქართველი ხელბურთელი, ვინც დანიის უმაღლესი ლიგაში თამაშობს. ამის მიუხედავად, პეგასი ჯერაც მეოთხე, ფინალურ ოთხეულში გამსვლელ ადგილზეა, თუმცა, ამ პოზიციას უკვე გორელებთან იყოფს.  გორი და პეგასი 23 თებერვალს თამაშობენ, ხოლო დღეს პეგასმა 31-35 წააგო იმედთან, რომელიც თუ ხვალ და ზეგ ორივე მატჩს მოიგებს, ლიდერთან, ბათუმთან სხვაობას ქულამდე შეამცირებს.

22 თებერვალს თამაშობენ იმედი – გორი, პეგასი – ქარიშხალა. 23 თებერვალს რვავე მონაწილე გუნდს 10-10 მატჩი დაუგროვდება, პირველი წრის საერთო ტური კი გაიმართება 6-9 მარტს, რის შემდეგაც დასრულდება მეორე წრე.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

მეორე წრე, 8-10 ტურები, აღმოსავლეთი. თბილისი, არენა 2

21 თებერვალი. სტუ ქარიშხალა – გორი 29-32

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – გ. კობაძიძე 14, ასაბაშვილი 4, მამულაშვილი 3, ჩიკვილაძე 3, ჯინჭარაძე 2,  თიგიშვილი 2, ეძგვერაძე  1, ბარკალაია, გურასპაული

გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 10, დალაქიშვილი 7, ტიელიძე 7, ზუბიაშვილი 4, ახალბედაშვილი 2, ნიაზაშვილი 2, მჭედლიშვილი, მურადაშვილი, შემშენოვი ტერუნაშვილი, ზოზიაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

იმედი თელავი – პეგასი 35-31

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ყორიაული 11, გიორგაძე 8, მიქავა 7, ალანია 4, ბაინაზიშვილი 2, აბჟანდაძე 1, ცისკარიშვილი 1, იობაშვილი 1, ბერაძე, გოდელაშვილი, ერისთავი, გულდედავა, გავაშელიშვილი, 

პეგ: ი. დიხამინჯია, გორგოძიანი – კალანდაძე 10, ლაპიაშვილი 7, ზარნაძე 5, ქათამაძე 5, კუხალაშვილი 2, შუბითიძე, 2  ტაბატაძე,  კაკაბაძე, დ. ჟვანია, გვაზავა

მსაჯები: გ. გველესიანი – ნ. კევლიშვილი

ტექნიკური დელეგატი: ლ.გელაშვილი

————————-თ—მ—ფ—წ——ბ——-ქ

BSB ბათუმი——–10—9—1—0–376-273–19

ქუთაისი————10—7—1—2–358-275–15

იმედი თელავი—–8—7—0—1–258-230–14

პეგასი—————-8—4—0—4–293-263—8

გორი—————–8—4—0—4–265-284—8

სტუ-ქარიშხალა—-8—2—0—6–235-249—4

წყალტუბო———10—2—0—8–299-391–4

სამტრედია———10—0—0–10–252-371–0

22 თებერვალი

14:30 გორი – იმედი თელავი

16:30 პეგასი – სტუ ქარიშხალა

23 თებერვალი

14:30 იმედი თელავი – სტუ ქარიშხალა

16:30 პეგასი – გორი

6-9 მარტი: მეორე წრე, საერთო ტური, 11-14 მატჩები

21-23 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთი ტური, მე-15-17 მატჩები

28-30 მარტი: მესამე წრე, დასავლეთის ტური, მე015-17 მატჩები

17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები

ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი

Leave a Reply