ბათუმმა ქუთაისთან სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 29-27 დაამარცხა ქუთაისი და 10 თამაშიდან 19 ქულით ლიდერობს. ქუთაისი 15 ქულით მეორეა, თუმცა, მას შეიძლება გადაასწროს ქვეყნის ჩემპიონმა თელავის იმედმა, რომელიც მეორე წრის პირველ სამ მატჩს 21-23 თებერვალს გამართავს.
ბათუმი-ქუთაისი, მთელი მატჩი: https://www.youtube.com/watch?v=EEu1cJWEngs
ლიდერთა მატჩი სპორტული დრამატურგიის თვალსაზრისით მწვავე გამოვიდა. ქუთაისი დასაწყისში ორი ბურთით წინ იყო, მაგრამ 2016 წლის ჩემპიონმა, ბათუმმა, პირველი ტაიმის ბოლო სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა – 16-13, მეორე ნახევრის დასაწყისში კი სხვაობა ხუთამდეც ავიდა 19-14.
ქუთაისმა ხანგრძლივი დევნა წამოიწყო. რუსტამოვმა 48-ე წუთზე სხვაობა ორამდე დაიყვანა (22-24), შემდეგ კი ქუთაისი თითქმის დაეწია კიდეც მეტოქეს (24-25), თუმცა, წივწივაძემ და ხაჟომიამ ზედიზედ გაიტანეს 2 გოლი – 27-24, ბათუმი იგებს და რჩება 7 წუთი.
ქუთაისელების პასუხი – რუსტამოვი, მერკვილაძე, გამზარდია – 27-27, რჩება სამ წუთზე ოდნავ მეტი, თუმცა, ეს მათი ბოლო გაბრძოლება იყო. დარჩენილ დროში სურმავამ, სტურუას პასის შემდეგ ჯერ შვიდმეტრიანი მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და სწრაფ გარღვევაში გაიქცა – ორივე ეს ეპიზოდი გოლად აქცია ირაკლი გოგოლაძემ და ბათუმმა 29-27 მოიგო.
დღის მეორე მატჩში წყალტუბომ ამ სეზონში მეორედაც დაამარცხა სამტრედია, 31-29, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ხუთი ბურთითაც აგებდა. საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება მაისში. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა. უახლოესი მატჩები გაიმართება თბილისში, სპორტკომპლექს არენაში. აქ 21-23 თებერვალს აღმოსავლეთის ოთხეული მე-8-10 ტურის შეხვედრებს გამართავს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა
10 ტური, დასავლეთი. 16 თებერვალი, ზესტაფონი
სამტრედია-წყალტუბო 29-31
სამ: შველიძე – ძნელაძე 12, გაგუა 6, ხომერიკი 4, თევზაძე 3, ხონელიძე 3, ადამია 1, ხელისუფალი, მანაგაძე, ნადირაძე
წყ: სილაგაძე – ხელაძე 19, შვანგირაძე 4, ჯიმშელეიშვილი 4, მ. გველესიანი 3, მეტონიძე 1, გელა გველესიანი, გიორგი გველესიანი, კუხალაშვილი, კახაია
მსაჯები: ინა ჭკუასელი – ნიკოლოზ კევლიშვილი
ბსბ ბათუმი – ქუთაისი 29-27
ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – თევზაძე 5, აბრამიშვილი 5, წივწივაძე 5, სტურუა 4, გოგოლაძე 4, სურმავა 3, ხაჟომია 2, ბერძენიშვილი 1, ყაველაშვილი, ქარდავა
ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – კბილაშვილი 7, გამზარდია 5, რუსტამოვი 5, მერკვილაძე 3, სიმონია 2, გოგალაძე 2, გრიშიკაშვილი 2, ფერაძე 1, კობახიძე, ჭელიძე, მათნაძე, ლომიძე
მსაჯები: ბენცე ასტალოზ, გაბორ ბარკანი (უნგ)
ტექნიკური დელეგატი: ლევან გელაშვილი
————————-თ—მ—ფ—წ——ბ——-ქ
BSB ბათუმი——–10—9—1—0–376-273–19
ქუთაისი————10—7—1—2–358-275–15
იმედი თელავი—–7—6—0—1–223-199–12
პეგასი—————-7—4—0—3–262-228—8
გორი—————–7—3—0—4–233-255—6
სტუ-ქარიშხალა—-7—2—0—5–206-217—4
წყალტუბო———10—2—0—8–299-391–4
სამტრედია———10—0—0–10–252-371–0
8-10 ტური, აღმოსავლეთი. თბილისი, არენა 2
21 თებერვალი
14:00 იმედი თელავი – პეგასი
16:00 სტუ ქარიშხალა – გორი
22 თებერვალი
14:00 გორი – იმედი თელავი
16:00 პეგასი – სტუ ქარიშხალა
23 თებერვალი
14:00 პეგასი – გორი
16:00 იმედი თელავი – სტუ ქარიშხალა
6-9 მარტი: მეორე წრე, საერთო ტური, 11-14 მატჩები
21-23 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთი ტური, მე-15-17 მატჩები
28-30 მარტი: მესამე წრე, დასავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები
17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები
ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი
ყველა მატჩი
პირველი წრე. 1-4 ტური. არენა 2. მსაჯები: ლასლო ბოც – ვიქტორ ვიდემან (უნგ),
ელენე არაბული – ინა ჭკუასელი, ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი
27 ნოე. BSB ბათუმი – პეგასი 41-37, იმედი თელავი – სამტრედია 43-26,
სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო 41-26, ქუთაისი – გორი 44-35
28 ნოე. BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა 35-28, სამტრედია – გორი 22-33,
იმედი თელავი – ქუთაისი 24-20, პეგასი – წყალტუბო 42-27
29 ნოე. სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 25-38, პეგასი – სამტრედია 37-21,
იმედი თელავი – BSB ბათუმი 14-28, წყალტუბო – გორი 36-41
30 ნოე. გორი – BSB ბათუმი 29-45, სამტრედია – სტუ-ქარიშხალა 21-27
წყალტუბო – იმედი თელავი 32-40, პეგასი – ქუთაისი 35-44
5-7 ტური. აღმოსავლეთი. არენა 2
მსაჯები: თამაზ კევლიშვილი-ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)
მსაჯები: ინა ჭკუასელი (თბილისი)-გელა გველესიანი (წყალტუბო)
12 დეკ. იმედი თელავი – პეგასი 34-32, სტუ-ქარიშხალა – გორი 27-31
13 დეკ. გორი – იმედი თელავი 33-39, პეგასი – სტუ-ქარიშხალა 37-30
14 დეკ. პეგასი – გორი 42-31, იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა 29-28
5-7 ტური. დასავლეთი. ქუთაისის სპორტის სასახლე.
მსაჯები: ადამ ბირო – ოლივერ კიში (უნგრეთი),
თამაზ კევლიშვილი-ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)
20 დეკ. ბსბ ბათუმი – სამტრედია 50-30, ქუთაისი – წყალტუბო 42-28
21 დეკ. წყალტუბო – ბსბ ბათუმი 34-45, ქუთაისი – სამტრედია 38-18
22 დეკ. სამტრედია- წყალტუბო 31-34, ბსბ ბათუმი – ქუთაისი 25-25
მეორე წრე. 8-10 ტური. დასავლეთი. ზესტაფონი
14 თებ. ბსბ ბათუმი – სამტრედია 39-25, ქუთაისი – წყალტუბო 41-27
15 თებ. წყალტუბო – ბსბ ბათუმი 24-39, სამტრედია – ქუთაისი 29-39
16 თებ. სამტრედია-წყალტუბო 29-31, ბსბ ბათუმი – ქუთაისი 29-27
მსაჯები: ბენცე ასტალოზ, გაბორ ბარკანი (უნგ),ინა ჭკუასელი – ნიკოლოზ კევლიშვილი
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი ფედერაციის არხზე: