ესპანეთი ევროპის ჩემპიონი მეხუთე ცდიდან გახდა
ევროპის ჩემპიონი ხელბურთში პირველად გახდა ესპანეთის კაცთა ნაკრები, რომელმაც ზაგრებში, ფინალში 29-23 დაამარცხა შვედეთი. ბრინჯაოს მედლები საფრანგეთმა მოიპოვა.
ყველა მატჩის მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=ex6nkxXPYJU&list=PLLatB4ZOw08j-i2WwK6LgfBt1_bS2cbzb
ესპანეთს აქამდე 4 ფინალი ჰქონდა წაგებული ევროპის ჩემპიონატებზე, მის მეტოქეს, შვედეთს კი პირიქით, ზურგს ოთხი გამარჯვება უმაგრებდა 1994-2002 წლებში, მაგრამ მწვრთნელის ხორდი რიბერას მიერ გამოყენებულმა აგრესიულმა დაცვამ მეორე ტაიმში მიზანს მიაღწია და ესპანეთმა 2005 და 2013 წლებში მოპოვებულ მსოფლიო ჩემპიონის ორ ტიტულს, ევროპის საუკეთესო გუნდის წოდებაც დაუმატა.
პირველი ტაიმი შვედების იყო. ძირითდად მეკარე აპელგრენის დამსახურებით, ისინი რამდენჯერმე დაწინაურდნენ 3 ბურთით (7-4, 12-9, 14-11). ესპანელთა მწვრთნელი ტაიმის ბოლოსკენ 3-2-1 დაცვაზე გადავიდა, ხოლო კარში ჩააყენა 38 წლის ვეტერანი, არპად შტერბიკი, რომელიც ხორვატიაში ბოლო ორი მატჩისთვის, ტრავმირებული გონსალო პერესის ნაცვლად გამოიძახეს.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ესპანური დაცვა კიდევ უფრო გამკაცრდა – ალექს დიუშებაევმა თითქმის მოედნის ცენტრამდე აიწია და ფაქტიურად პერსონალურად აიყვანა შვედების გამთამაშებელი და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ჯიმ გოტფრიდსონი, ორივე გარემარბმა, არინიომ და ბალაგერმა რამდენიმე ბურთი ჩაჭრა და სწრაფი გარღვევები მოაწყო, ხოლო შტერბიკმა, ვინც მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო, ზედიზედ მოიგერია რამდენიმე დარტყმა.
შვედეთმა ამის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და პირველი ტაიმის 14-12 მალე გადაიქცა ანგარიშად 23-16, უკვე ესპანეთის სასარგებლოდ. ეს მოხდა 50-ე წუთზე, ანუ ოცწუთიანი მონაკვეთი ესპანელებმა 11-2 მოიგეს, მატჩის საბოლოო შედეგი კი 29-23 იყო.
ასე დასრულდა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ მთელი ტურნირი ცოცხლად აჩვენა ქართულმა სპორტულმა არხმა, სილკ სპორტმა, ხოლო ისტორიაში ეს შეჯიბრება იმითაც შევა, რომ ბოლო 16-გუნდიანი ევროპის ჩემპიონატი იყო. 2020 წლიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე უკვე 24 ქვეყანა ითამაშებს.
ხელბურთი. ევრო 2018, კაცები. ხორვატია, 12-28 იანვარი
28 იანვარი, ზაგრებ არენა
ფინალი. ესპანეთი-შვედეთი 29-23
ესპ: კორალესი 3/13, შტერბიკი 8/21 – ბალაგერი 5, სოლე 5, ა. დუიშებაევი 4, ენტრერიოსი 4, არინიო 4, გურბინდო 1, რივერა 1, სარმიენტო 1, აგინაგალდე 1, გვარდიოლა 1, ფიგერასი 1, გონი 1, კანელასი, მოროსი (პერესი – დ. დუიშებაევი, ფერნანდესი) – მწვ. ხორდი რიბერა
შვდ: აპელგრენი 15/43, პალიჩკა 0/1 – ნილსენი 5, ეკბერგი 4, ვანე 3, ზახრისონი 3, გოტფრიდსონი 2, ნილსონი 2, ჰენინგსონი 2, არნესონი 1, იეპსონი 1, დარი, ტოლბრინგი, პეტერსონი, ოსტლუნდი, სედერჰოლმი (ლაგერგრენი, იაკობსონი) – მწვ. კრისტიან ანდრესონი
მსაჯები: მილოშევიჩი, გუბიცა (ხორ)
https://www.youtube.com/watch?v=ex6nkxXPYJU&
მესამე ადგილისთვის. საფრანგეთი-დანია 32-29
საფ: დიუმულენი 8/35, ჟერარი 3/5 – ნ. კარაბატიჩი 9, მაე 5, სორენდო 5, აბალო 5, პორტი 4, რემილი 2, გიგუ 1, დიპანდა 1, ლაგარდი, ტურნა, კოშტო, ლ. კარაბატიჩი, კლერი, აფგური (მემი, ნგესანი) – მწვ. დიდიე დინარი
დან: გრენი 11/35, ნ. ლანდინი 2/7, მიოლერი – ლინდბერგი 12, მორტენსენი 4, ლაუგე 4, ჰანსენი 2, ჰ. ტოფტი 2, ზახარიასენი 2, მენსა 1, დამგორი 1, კირკელოკე 1, მოლგორი, მ. ლანდინი, სვანი, ოლსენი (რ. ტოფტი, ბალინგი) – მწვ. ნიკოლაი იაკობსენი
https://www.youtube.com/watch?v=49yYgWiTuYY
ოლ სტარი: GK ვენსან ჟერარი, საფ – LW მანუელ შტრლეკი, ხორ – LB მიქელ ჰანსენი, დან – CB სანდერ საგოსენი, ნორ – P იესპერ ნილსენი, შვდ – RB ალექს დუიშებაევი, ესპ – RW ფერან სოლე, ესპ – მცველი იაკოვ გოიუნი, ხორ – ბომბარდირი ონდრჟეი ზდრაჰალა, ჩეხ 55 – MVP ჯიმ გოტფრიდსონი, შვდ
https://www.youtube.com/watch?v=yM0kyQMJlE0
სტატისტიკა. გოლები: ზდრაჰალა, ჩეხ 55 – ჰანსენი, დან 43 – ლაუგე, დან 40 – ბიორნსენი, ნორ 37 – სოლე, ესპ 36 – შვიდმეტრიანები: სოლე 17/21, თამაშიდან: ზდრაჰალა 41 – ლაუგე 40 – კაშპარეკი, ჩეხ 33 – პასები: საგოსენი, ნორ 38 – ლაუგე 36 – ნ. კარაბატიჩი, საფ 33 – გოლი+პასი: ლაუგე 40+36, საგოსენი 32+38, ჰანსენი 43+24, ნ. კარაბატიჩი 30+33, ზდრაჰალა 55+5, ჯიმ გოტფრიდსონი, შვდ 29+25 – დაცვა. ბლოკშოტები: ლემკე, გერ 12 – დიპანდა, საფ 12 – ჰორაკი, ჩეხ 10 – გოიუნი, ხორ 8 – მეკარეები: ჟერარი 68/184=37% – ბერგერუდი, ნორ 73 მოგერიება – აპელგრენი, შვდ 5 შვიდმეტრიანი
კლასიფიკაცია. 1. ესპანეთი 2. შვედეთი 3. საფრანგეთი. 4. დანია 5. ხორვატია 6. ჩეხეთი. 7. ნორვეგია 8. სლოვენია 9. გერმანია 10. ბელარუსი 11. მაკედონია 12. სერბეთი 13. ისლანდია 14. უნგრეთი 15. ავსტრია 16. მონტენგრო
აფრიკის ჩემპიონატი 2018. 1. ტუნისი 2.ეგვიპტე 3. ანგოლა 4. მაროკო – აზიის ჩემპიონატი 2018. 1. ყატარი 2. ბაჰრეინი 3. კორეა 4. საუდის არაბეთი – მსოფლიო ჩემპიონატი 2019 (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში). მონაწილეები: 1. საფრანგეთი (2017 წლი ჩემპიონი) 2, 3. გერმანია, დანია (მასპინძლები). 4. ესპანეთი (ევროპა) 5-13 (ევროპის პლეიოფი, ივნისი, 2018): სერბეთი-პორტუგალია, ლიტვა-ისლანდია, ჩეხეთი-რუსეთი, სლოვენია-უნგრეთი, ბელარუსი-ავსტრია, მაკედონია-რუმინეთი, ჰოლანდია-შვედეთი, ხორვატია-მონტენეგრო, ნორვეგია-ბოსნია/შვეიცარია 14-17. აზია (ყატარი, ბაჰრეინი, კორეა, საუდის არაბეთი 18-20. აფრიკა (ტუნისი, ეგვიპტე, ანგოლა), 21-23. ამერიკა 24. ვაილდ-ქარდი
ევროპის ჩემპიონატების ისტორია
1994, პორტუგალიაში (12 გუნდი) – 1. შვედეთი 2. რუსეთი 3. ხორვატია 4. დანია
1996, ესპანეთში (12) – 1. რუსეთი 2. ესპანეთი 3. იუგოსლავია 4. შვედეთი
1998, იტალიაში (12) – 1. შვედეთი 2. ესპანეთი 3. გერმანია 4. რუსეთი
2000, ხორვატიაში (12) – 1. შვედეთი 2. რუსეთი 3. ესპანეთი 4. საფრანგეთი
2002, შვედეთში (16) – 1. შვედეთი 2. გერმანია 3. დანია 4. ისლანდია
2004, სლოვენიაში (16) – 1. გერმანია 2. სლოვენია 3. დანია 4. ხორვატია
2006, შვეიცარიაში (16) – 1. საფრანგეთი 2. ესპანეთი 3. დანია 4. ხორვატია
2008, ნორვეგიაში (16) – 1. დანია 2. ხორვატია 3. საფრანგეთი 4. გერმანია
2010, ავსტრიაში (16) – 1. საფრანგეთი 2. ხორვატია 3. ისლანდია 4. პოლონეთი
2012, სერბეთში (16) – 1. დანია 2. სერბეთი 3. ხორვატია 4. ესპანეთი
2014, დანიაში (16) – 1. საფრანგეთი 2. დანია 3. ესპანეთი 4. ხორვატია
2016, პოლონეთში (16) – 1. გერმანია 2. ესპანეთი 3. ხორვატია 4. ნორვეგია
2018, ხორვატიაში (16) – 1. ესპანეთი 2. შვედეთი 3. საფრანგეთი 4. დანია
2020, ავსტრიაში, ნორვეგიასა და შვედეთში (24)