მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შედეგები
ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფისში გაიმართა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მოხვდა B ჯგუფში გერმანიის, ისლანდიის, ჩილეს, იაპონიისა და ალჟირის ცხრამეტწლამდელთა ნაკრებებთან ერთად. ტურნირს, 2017 წლის 8-20 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.
წილისყრის სრული შედეგი ასეთია:
A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია
B ჯგუფი გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი
C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა
D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა
შეჯიბრების სრული განრიგი ორიოდ დღეში გამოქვეყნდება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ პირველ დღეს, 8 აგვისტოს ვეთამაშებით ალჟირს, შემდეგ კი იაპონიას, ისლანდიას, გერმანიასა და ჩილეს. წინასწარი ეტაპი 8-14 აგვისტოს გაიმართება ოლიმპიური სასახლის ორ დარბაზში. ჯგუფებიდან 4-4 საუკეთესო გუნდი მერვედფინალში გადის, დანარჩენი რვა კი პრეზიდენტის თასისთვის, 17-20 და 21-24 ადგილებისთვის იბრძოლებს.
მერვედფინალი 16 აგვისტოსაა, მეოთხედფინალი – 17 აგვისტოს, 16-17 აგვისტოს განაწილდება ყველა ადგილი მეცხრედან ოცდამეოთხემდე, 19-20 აგვისტოს კი ნახევარფინალები და ფინალებია 1-4 და 5-8 ადგილებისთვის.
წილისყრას უძღვებოდნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი პერ ბერტელსენი და ამავე კომიტეტის წევრი პატრიკ შტრუბი, ხოლო საქართველოს ხელბურთის ფედერაციას წარმოადგენდნენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი, მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, ქეთევან კობერიძე.
გუნდები, მსოფლიო და კონტინენტური რეიტინგების მიხედვით განაწილებულნი იყვნენ 6 კალათში:
1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია
2 კალათი: დანია, ესპანეთი, ისლანდია, არგენტინა
3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი
4 კალათი: პორტუგალია, ჩილე, ბაჰრეინი, ტუნისი
5 კალათი: რუსეთი, ვენესუელა, იაპონია, ეგვიპტე
6 კალათი: ნორვეგია, მექსიკა, კორეა, ალჟირი
სულ ბოლოს წილი ეყარა მესამე კალათს, საქართველოს, კი როგორც შეჯიბრების მასპინძელს, ჯგუფის არჩევის უფლება ჰქონდა.
წილისყრა. ვიდეო: https://www.facebook.com/ihf.info/