ბათუმი პირველია, თელავი – მეოთხე

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული სეზონი დრამატულად დასრულდა. ბოლო ტურში თელავის იმედმა 29-28 დაამარცხა ლიდერი, ქუთაისი და ფინალური ოთხეულის ბოლო საგზური მოიპოვა, ეს კი ქუთაისს პირველობის დაკარგვად დაუჯდა – ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 34-29 მოუგო სტუ-ქარიშხალას, დაეწია კონკურენტს და ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსით აჯობა. ნახევარფინალში, 18 მაისს თამაშობენ ბათუმი – იმედი თელავი, ქუთაისი – სტუ-ქარიშხალა. საქართველოს ჩემპიონი 19 მაისს გამოვლინდება. 

იმედი ბოლო 4 ტურის წინ 2 ქულით ჩამორჩებოდა მეოთხე ადგილზე მყოფ პეგასს და სჭირდებოდა ლიდერთა სამეულის ორი წევრიდან ერთ-ერთის დამარცხება. მე-18 ტურში თელაველები პირველი ტაიმის შემდეგ 12-6 უგებდნენ ბათუმს, მაგრამ 20-22 წააგეს, ბოლო ტურში კი კინაღამ ანალოგიური ისტორია გადახდათ თავს.

იმედი-ქუთაისის მატჩის 25-ე წუთზე თელავი 19-11 იგებდა, მაგრამ მეორეში გუნდი დაიღალა და დასრულებამდე ოთხნახევარი წუთით ადრე 24-28 ჩამორჩა.  მატჩის ბოლომდე ორივე გუნდს 5-5 შეტევა ჰქონდა: ზედიზედ გაიტანეს მიქავამ (2) და ყორიაულმა, გიორგაძემ შვიდმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა, ქუთაისელთა ოთხი შეტევა კი უშედეგოდ დასრულდა – 28-28,  რჩება 1 წუთი.  სირენამდე 18 წამით ადრე დავით ყორიაულს წინ გაჰყავს თელავი, 29-28, მატჩის ბოლო 6 წამში კი ქუთაისელები ორჯერ ითხოვენ შვიდმეტრიანს: ჯერ ბოლო 30 წამის წესის გამო, ბოლოს კი იმ მოტივით, რომ გამზარდია  მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მოლდოველმა მსაჯებმა ორივე შემთხვევაში მხოლოდ ცხრამეტრიანი დანიშნეს. იმედმა მოიგო, 29-28, ქუთაისს კი ფრეც ყოფნიდა პირველი ადგილის გასანაღდებლად.

ამ ყველაფერს თამაშის დასრულებისთანავე მოჰყვა ინციდენტი, რომელიც სადისციპლინო კომისიაზე გაირჩევა. 

ვიდეო: ქუთაისი-თელავი 28-29: https://www.youtube.com/watch?v=eL0GKCwu_xo

მომდევნო თამაშში პეგასმა 37-33 დაამარცხა სამტრედია და ქულებით დაეწია იმედს, მაგრამ ეს მოგება აღარაფერს წყვეტდა – პეგასს სამიდან ორი თამაში წაგებული ჰქონდა კონკურენტთან და მეხუთე ადგილზე დარჩა.

დარჩენილი იყო ბოლო მატჩი. ბათუმსა და სტუ-ს 33-33 ქულა ჰქონდათ. მოგების შემთხვევაში ორივე ეწეოდა ქუთაისს, მაგრამ მხოლოდ ბათუმელებს ჰქონდათ პირველობის შანსი, ქუთაისთან უკეთესი პირადი ბალანსის გამო (34-30, 28-30, 34-34). შესამამისად, შავი ზღვის ბიჭებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ მოსაგებად, მოიგეს კიდეც, 34-29 და ნახევარფინალში მეოთხე ადგილზე გასულ იმედს შეხვდებიან. მეორე ნახავარფინალში ქუთაისი და სტუ-ქარიშხალა დაწყვილდნენ.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტების მატჩში გორმა 37-27 დაამარცხა წყალტუბო, ქულით გადაასწრო სამტრედიას და სეზონი მეექვსე ადგილზე დასრულა. მეშვიდეზე გავიდა სამტრედია, მერვეზე – წყალტუბო.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

ბოლო, 21 ტური. არენა 2, 9 მაისი

გორი – წყალტუბო 37-27

გორ: ვათიაშვილი 1 – ზუბიაშვილი 9, ახალბედაშვილი 7, ტარუაშვილი 6, ტიელიძე 6, დალაქიშვილი 4, ნიაზაშვილი 3, მჭედლიშვილი 1, იაშვილი, ტურაშვილი, ტერუნაშვილი – მწვ. მამაცაშვილი

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 7, გიორგაძე 5, ჩაკვეტაძე 4, მეტონიძე 3, შვანგირაძე 3, დარსაველიძე 2, ბენიძე 2,  გველესიანი 1, გოგიძე – მწვ. გოგიძე

იმედი თელავი – ქუთაისი 29-28

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – გიორგაძე 9, მიქავა 8, ყორიაული 8, ბაინაზიშვილი 2, ცისკარიშვილი 1, იობაშვილი 1, აბაშიძე, ცხვარაშვილი, აბჟანდაძე – მწვ. მეტრეველი, სამადაშვილი, შარანგია

ქუთ: ცერცვაძე, ტორონჯაძე – გამზარდია 7, რუსტამოვი 7, სიმონია 6, მერკვილაძე 4, ჯუღელი 3, ჭელიძე 1, უ. კობახიძე, მათნაძე – მწვ. ბოყოჩაძე, ყაველაშვილი, გობეჯიშვილი

პეგასი – სამტრედია 37-33

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – კუხალაშვილი 8, კალანდაძე 7, ნ. კევლიშვილი 5, ცხოვრებაძე 4, გოგავა 4, ი. დიხამინჯია 4, ბაძაღუა 3, კაჭკაჭაშვილი 2,  კახოშვილი, ქათამაძე – მწვ. კალანდაძე, სახვაძე

სამ: შველიძე – ხაჟომია 11, თევზაძე 5, ძნელაძე 5, ცხვარაძე 4, ზურაბიანი 4, დემეტრაშვილი 3, ნიკურაძე 1 – მწვ. ხელისუფალი, ქავზინაძე

სტუ-ქარიშხალა – BSB ბათუმი 29-34

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – არსენაშვილი 9, ბულბულაშვილი 6, მამულაშვილი 4, ჯორბენაძე 3, ზ. ფერაძე 2, ასაბაშვილი 2, გ. ფერაძე 1, მ. კობახიძე 1, კარტოზია  1, ოსიყმაშვილი, – მწვ. ორჯონიკიძე, ქობელაშვილი

ბათ: ანდრიაძე – აბრამიშვილი 11, გ. კობახიძე 6, გრიშიკაშვილი 5, გოგოლაძე 4, ქარდავა 4, სურმავა 2, გოგალაძე 2, წივწივაძე, ბერძენიშვილი, ყაველაშვილი – მწვ. მჟავანაძე, ჭანტურია

მსაჯები: ა. კოვალჩუკი-ი. კოვალჩუკი (მლდ), რ. პერეპელიცა-ა.ნოვიკოვი (უკრ)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი; ექიმი: მ. კვანტალიანი, სამდივნო:  ლ. მამაგეიშვილი, გ. ფურცელაძე, თ. ჩოგოვაძე, ს. დავლაძე, თ. ქიტესაშვილი, ლ. ზაქარიაძე; გახმოვანება: ბ. ჩუბინიძე,  თ. კევლიშვილი; ფოტოები: ე. ელოშვილი

———————–თ–მ—ფ—წ——-ბ—–ქ

BSB ბათუმი———21–17—1—3–786-612-35

ქუთაისი————-21–17—1—3–785-678-35

სტუ-ქარიშხალა—-21–16—1—4–743-597-33

იმედი თელავი——21–11—1—9–627-582-23

პეგასი—————-21–11—1—9–762-718-23

გორი—————–21—4—1–16–747-836–9

სამტრედია———-21—4—0–17–695-795–8

წყალტუბო———–21—1—0–20–613-940—2

18 მაისი, არენა 2. ნახევარფინალი

BSB ბათუმი – იმედი თელავი, ქუთაისი – სტუ-ქარიშხალა

ფინალი – 19 მაისს

ყველა თამაში

არენა 1, 1-3 ტური, აღმოსავლეთი

18 დეკ. სტუ/ქარიშხალა-იმედი თელავი 25-21, პეგასი – გორი 56-39

19 დეკ. გორი-სტუ/ქარიშხალა 35-43, იმედი თელავი-პეგასი 38-27

20 დეკ. იმედი თელავი-გორი 44-35, სტუ/ქარიშხალა-პეგასი 30-30

ზესტაფონი, 1-3 ტური, დასავლეთი

15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28

16 დეკ. ბათუმი – ქუთაისი 34-30, სამტრედია – წყალტუბო 52-38

17 დეკ. ქუთაისი – წყალტუბო 49-35, ბათუმი – სამტრედია 44-30

გლდანი, 4-7 ტური, საერთო

3 თებ. ბათუმი – იმედი თელავი 25-22, სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 24-30

სამტრედია – გორი 33-30, პეგასი – წყალტუბო 54-27

4 თებ. გორი – ბათუმი 38-45, წყალტუბო – სტუ ქარიშხალა 21-47

იმედი თელავი – სამტრედია 40-30, ქუთაისი – პეგასი 35-33

5 თებ.  იმედი თელავი – წყალტუბო 43-29, ქუთაისი – გორი 49-36

სტუ-ქარიშხალა – სამტრედია 36-28, ბათუმი – პეგასი 30-34

6 თებ. გორი – წყალტუბო 34-37, იმედი თელავი – ქუთაისი 25-31

პეგასი – სამტრედია 40-31, სტუ-ქარიშხალა – ბათუმი 24-31

ოლიმპიური სასახლე, 8-10 ტური, აღმოსავლეთი

20 თებ. იმედი თელავი – სტუ-ქარიშხალა 23-26 გორი – პეგასი 34-36

21 თებ. სტუ-ქარიშხალა – გორი 45-39, პეგასი – იმედი თელავი 20-24

22 თებ. გორი – იმედი თელავი 30-30, პეგასი – სტუ-ქარიშხალა 28-35

ხელვაჩაური, 8-10 ტური, დასავლეთი

23 თებ. ქუთაისი – BSB ბათუმი 30-28, წყალტუბო – სამტრედია 30-44

24 თებ. BSB ბათუმი – წყალტუბო 50-31, სამტრედია – ქუთაისი 31-41

25 თებ. წყალტუბო – ქუთაისი 36-48, სამტრედია – BSB ბათუმი 28-47

არენა 2, 11-14 ტური, საერთო

13 მარ. იმედი თელავი – BSB ბათუმი 25-27, ქუთაისი – სტუ-ქარიშხალა 29-36

გორი – სამტრედია 40-32, წყალტუბო – პეგასი 27-53

14 მარ. BSB ბათუმი – გორი 36-34, სამტრედია – იმედი თელავი 24-29,

სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო 48-27, პეგასი – ქუთაისი 40-46

15 მარ. წყალტუბო – იმედი თელავი 22-35, გორი – ქუთაისი 35-42

სამტრედია – სტუ-ქარიშხალა 34-41, პეგასი – BSB ბათუმი 24-36

16 მარ. წყალტუბო – გორი 32-41, სამტრედია – პეგასი 36-37

ქუთაისი – იმედი თელავი 28-27, BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა 25-27

ქუთაისი, 15-17 ტური, დასავლეთი

1 აპრ. სამტრედია-წყალტუბო 31-28, ბათუმი-ქუთაისი 34-34

2 აპრ. წყალტუბო-ბათუმი 31-45, ქუთაისი-სამტრედია 40-32

3 აპრ. ბათუმი-სამტრედია 46-38, ქუთაისი-წყალტუბო 41-29

არენა 2, 15-17 ტური, აღმოსავლეთი

4 აპრ. სტუ-ქარიშხალა – იმედი თელავი 26-21, პეგასი – გორი 43-34

5 აპრ. იმედი თელავი – პეგასი 23-31, გორი – სტუ-ქარიშხალა 43-34

6 აპრ. იმედი თელავი – გორი 33-31, სტუ-ქარიშხალა – პეგასი 39-25

არენა 2, 18-21 ტური, საერთო

6 მაი. ბათუმი – იმედი თელავი 22-20, სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 28-31,

სამტრედია – გორი 37-46, პეგასი – წყალტუბო 42-29

7 მაი. გორი – BSB ბათუმი 32-51, წყალტუბო – სტუ-ქარიშხალა 24-56

იმედი თელავი – სამტრედია 41-36, ქუთაისი – პეგასი  52-45

8 მაი. იმედი თელავი – წყალტუბო 34-29, ქუთაისი – გორი 42-33

სტუ-ქარიშხალა – სამტრედია 35-27, BSB ბათუმი – პეგასი  40-27

9 მაი. გორი – წყალტუბო 37-27, იმედი თელავი – ქუთაისი 29-28

პეგასი-სამტრედია 37-33, სტუ-ქარიშხალა – BSB ბათუმი 29-34

Leave a Reply