ფავორიტებმა გაიმარჯვეს
ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას 27 ქულით ლიდერობს ქუთაისი. 25 ქულა აქვს შარშანდელ ჩემპიონს, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს. ორივე გუნდმა მე-16 ტურში იოლი გამარჯვებები მოიპოვა: ბათუმმა 45-31 მოუგო წყალტუბოს, ხოლო ქუთაისმა დაამარცხა სამტრედია 40-32.
ორშაბათს ქუთაისის სპორტის სასახლეში დასავლეთის ოთხ გუნდს მე-17 ტურის ორი მატჩი აქვს, სამშაბათიდან კი თბილისში, სპორტკომპლექს არენაში მე-15-17 ტურებს გამართავს აღმოსავლეთის ოთხეული. რეგულარული სეზონი დასრულდება 27 აპრილს და ოთხი საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით, პლეიოფში გაარკვევს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
16 ტური, დასავლეთი. ქუთაისის სპორტის სასახლე. 2 აპრილი
წყალტუბო-ბათუმი 31-45
წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ბენიძე 8, გ. გველესიანი 7, ციბაძე 6, ხელაძე 4, გოგიძე 3, შვანგირაძე 2, დარსაველიძე 1, ბაბუნაშვილი
ბათ: სამყურაშვილი, ვარშალომიძე – აბრამიშვილი 16, სურმავა 10, გრიშიკაშვილი 7, გოგოლაძე 5, გოგალაძე, გ. კობახიძე 3, ვასაძე 3, მჟავანაძე 1, წივწივაძე, ყაველაშვილი
ქუთაისი-სამტრედია 40-32
ქუთ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – ჯუღელი 10, სიმონია 10, რუსტამოვი 6, გამზარდია 5, ჭელიძე 3, ჩიხლაძე 3, უ. ლ. იმნაძე 2, ჯ. იმნაძე 1, კობახიძე, ლომიძე
სამ: ხონელიძე, ხმელიძე – ზურაბიანი 7, ხაჟომია 7, ძნელაძე 7, თევზაძე 5, ნიკურაძე 3, ცხვარაძე 2, ხომერიკი 1, დემეტრაშვილი
მსაჯები: ი. ბუცკევიჩი – ვ. ბუცკევიჩი (ბლრ), დელეგატი: ლ. გელაშვილი
———————–თ–მ—ფ—წ——-ბ—–ქ
ქუთაისი————16–13—1—2–591-514-27
BSB ბათუმი——–16–12—1—3–593-466-25
სტუ-ქარიშხალა—-14–11—1—2–487-401-23
იმედი თელავი—–14—7—1—6–426-379-15
პეგასი—————14—7—1—6–512-468-15
სამტრედია———16—4—0–12–524-590–8
გორი—————-14—2—1–11–500-560–5
წყალტუბო———16—1—0–15–475-730—2
3 აპრილი
12:00 ბათუმი-სამტრედია
13:45 ქუთაისი-წყალტუბო
აღმოსავლეთი, არენა 2. 15-17 ტურები
4 აპრილი
14:00 სტუ-ქარიშხალა – იმედი თელავი
16:00 პეგასი – გორი
5 აპრილი
14:00 იმედი თელავი – პეგასი
16:00 გორი – სტუ-ქარიშხალა
6 აპრილი
14:00 იმედი თელავი – გორი
16:00 სტუ-ქარიშხალა – პეგასი
4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში
18-21 ტურები, საერთო: 24-27 აპრილი, არენა 2
ფინალური ოთხეული: 8-9 მაისი