ქუთაისი, ბათუმი, ქარიშხალა…

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში გაილია თითქმის ნახევარი, 10 ტური. დღეს ხელვაჩაურში ქუთაისმა დაამარცხა წყალტუბოს „პრომეთე“, 48-36, ხოლო ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ – სამტრედია, 47-28. 18 ქულით ლიდერობს ქუთაისი, მას 2 ქულით ჩამორჩება ბათუმი, 15 ქულა აქვს სტუ-ქარიშხალას. 

შემდეგ, 11-11 ქულით მოდიან თელავის იმედი და თბილისის პეგასი, რომლებიც ფინალური ოთხეულის ბოლო საგზურისთვის იბრძვიან, თუმცა, რეგულარული ტურნირის დასრულებამდე კიდევ 11 ტურია და შანსი სამტრედიასაც დარჩა, ხოლო ლიგის დებიუტანტები, გორი და წყალტუბო მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებენ.

ჩემპიონატი თბილისში, 13 მარტს განახლდება. შეიკრიბება რვავე გუნდი და გაიმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი ტური, რაც გაასრულებს მეორე წრეს. ფინალური ოთხეული გამოვლინდება სამი წრის, ანუ 21 ტურის შემდეგ. საქართველოს ჩემპიონი მაისში გამოვლინდება. 

მე-8-10 ტურების ყველა მატჩი, როგორც თბილისის ოლიმპიური სასახლიდან, ასევე ხელვაჩაურის სპორტსკოლის დარბაზიდან, გადაიცა პირდაპირი სტრიმით. ეს შესაძლებელი გახდა ხელბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქციის თანამშრომლობის შედეგად. ხელვაჩაურსა და თბილისში ამ დღეებში სხვა სახელბურთო  აქტივობებიც იყო – ხელბურთის მწვრთნელებისთვის სემინარი გამართეს უკრაინელმა სპეციალისტებმა, ვალენტინ ვაკულამ და ანდრეი პორტნოიმ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

8-10 ტურები. ხელვაჩაურის სპორტსკოლის დარბაზი. 23-25 თებერვალი

25 თებერვალი. წყალტუბო – ქუთაისი 36-48

წყ: სილაგაძე 1, ხაჭაპურიძე – მეტონიძე 6, შვანგირაძე 6, ჩაკვეტაძე 6, ხელაძე 5, ციბაძე 4, ბენიძე 3, დარსაველიძე 3, გოგიძე 2, ბაბუნაშვილი

ქუთ: ცერცვაძე – ჯუღელი 12, ალანია 11, გამზარდია 6, ჩიხლაძე 6, კობახიძე 5, ჭელიძე 4, ლომიძე 2, მათნაძე 2

სამტრედია – BSB ბათუმი 28-47

სამ: ხონელიძე 4, შველიძე – ძნელაძე 7, ხაჟომია 6, ნიკურაძე 4, თევზაძე 3, ზურაბიანი 3, სხვიტარიძე 1, ანტონოვიჩი

ბათ: სამყურაშვილი, ვარშალომიძე – გოგოლაძე 13, აბრამიშვილი 9, სურმავა 5, გრიშიკაშვილი 5, გოგალაძე  4, ქარდავა 3, ყაველაშვილი 3, ბერძენიშვილი 2, გ. კობახიძე 2, მჟავანაძე 1, ვასაძე

მსაჯები: ა. კოვალჩუკი, ი.კოვალჩუკი (მლდ), ტექ. დელეგატი: ლ. გელაშვილი

სამდივნო: გ. ქავთარაძე, ი. სიხარულიძე ექიმი: ა. ბოლქვაძე

———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ

ქუთაისი————10—9—0—1–372-310-18

BSB ბათუმი——–10—8—0—2–390-291-16

სტუ-ქარიშხალა—-10—7—1—2–335-286-15

იმედი თელავი—–10—5—1—4–310-278-11

პეგასი—————10—5—1—4–358-323-11

სამტრედია———10—3—0—7–335-375–6

წყალტუბო———10—2—0—8–308-477–2

გორი—————-10—6—1—9–350-418–1

11-14 ტურები: 13-16 მარტს, თბილისში

21 ტურის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი გავა ფინალურ ოთხეულში

არენა 1, 1-3 ტური, აღმოსავლეთი

18 დეკ. სტუ/ქარიშხალა-იმედი თელავი 25-21, პეგასი – გორი 56-39

19 დეკ. გორი-სტუ/ქარიშხალა 35-43, იმედი თელავი-პეგასი 38-27

20 დეკ. იმედი თელავი-გორი 44-35, სტუ/ქარიშხალა-პეგასი 30-30

ზესტაფონი, 1-3 ტური, დასავლეთი

15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28

16 დეკ. ბათუმი – ქუთაისი 34-30, სამტრედია – წყალტუბო 52-38

17 დეკ. ქუთაისი – წყალტუბო 49-35, ბათუმი – სამტრედია 44-30

მსაჯები იგორ კოვალჩუკი, ალექსეი კოვალჩუკი (მლდ, 11), ჭკუასელი-არაბული (1)

გლდანი, 4-7 ტური, საერთო

3 თებ. ბათუმი – იმედი თელავი 25-22, სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 24-30

სამტრედია – გორი 33-30, პეგასი – წყალტუბო 54-27

4 თებ. გორი – ბათუმი 38-45, წყალტუბო – სტუ ქარიშხალა 21-47

იმედი თელავი – სამტრედია 40-30, ქუთაისი – პეგასი 35-33

5 თებ.  იმედი თელავი – წყალტუბო 43-29, ქუთაისი – გორი 49-36

სტუ-ქარიშხალა – სამტრედია 36-28, ბათუმი – პეგასი 30-34

6 თებ. გორი – წყალტუბო 34-37, იმედი თელავი – ქუთაისი 25-31

პეგასი – სამტრედია 40-31, სტუ-ქარიშხალა – ბათუმი 24-31

მსაჯები რუსლან პერეპელიცა, ვიქტორ ზგობა, ტარას კუზი (უკრ, 10), ინა ჭკუასელი (2)

ოლიმპიური სასახლე, 8-10 ტური, აღმოსავლეთი

20 თებ. იმედი თელავი – სტუ-ქარიშხალა 23-26 გორი – პეგასი 34-36

21 თებ. სტუ-ქარიშხალა – გორი 45-39, პეგასი – იმედი თელავი 20-24

22 თებ. გორი – იმედი თელავი 30-30, პეგასი – სტუ-ქარიშხალა 28-35

ბათუმი, 8-10 ტური, დასავლეთი

23 თებ. ქუთაისი – BSB ბათუმი 30-28, წყალტუბო – სამტრედია 30-44

24 თებ. BSB ბათუმი – წყალტუბო 50-31, სამტრედია – ქუთაისი 31-41

Leave a Reply