რუმინეთმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა
შვედეთში, ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, უკვე გარკვეულია მეორე ეტაპის 4 მონაწილე: ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, სერბეთი. გუშინ, რუმინეთმა 22-17 დაამარცხა ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთი. დღეს და ხვალ პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდება.
წინა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა, რუმინეთმა, 22-17 მოუგო ოლიმპიურ ჩემპიონ რუსეთს. 40 წუთის შემდეგ ანგარიში 16-14 იყო რუმინელთა სასარგებლოდ და ამის შემდეგ 10 წუთი გოლი არ გასულა, რადგანაც ყველაფერი მოიგერიეს მეკარეებმა, დედუმ და კალინინამ. 53-ე წუთზე რუსეთმა გაათანაბრა, 17-17, მაგრამ შემდეგ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი, ხოლო ბრაშოვის 22 წლის მეკარეს, დენიზა დედუს წარმოუდგენელი სტატისტიკა დაუგროვდა – 22 მოგერიება 39 დარტყმიდან, 56 პროცენტი!
D ჯგუფში ნორვეგიამ 34-16 გაანადგურა ხორვატია და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა, ხოლო 9 დეკემბერს, ბოლო ტურში ითამაშებენ რუმინეთი-ხორვატია და ნორვეგია-რუსეთი. ხორვატიას მეორე ეტაპზე გასვლის ნმინიმალური შანსები აქვს.
C ჯგუფში დანიამ 23-19 მოუგო უნგრეთს და ასევე გავიდა მეორე ეტაპზე. მონტენეგრო მთელი თამაში ინარჩუნებდა მინიმალურ უპირატესობაც ჩეხეთთან და ასეც მოიგო, 28-27. აქ ბოლო ტურში მონტენეგრო-უნგრეთი და დანია-ჩეხეთი თამაშობენ.
დღეს დასრულდება პირველი ეტაპი A და B ჯგუფებში. ბრძლის გაგრძელების მინიმალური შანსი აქვს პოლონეთს და ასევე გავარდნის პირასაა ესპანეთი. წინა ევროს ვერცხლის პრიზიორს ორი წაგება აქვს და აუცილებლად სჭირდება სლოვენიის დამარცხება.
მეორე ეტაპზე 3-3 გუნდი გადის ერთმანეთში დაგროვილი ქულებით, შესაბამისად, ყველა მატჩის შედეგი მნიშვნელოვანია. თამაშების ნახვა შესაძლებელია ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი
C ჯგუფი. მალმო
5 დეკ. უნგრეთი – ჩეხეთი 22-27, მონტენეგრო – დანია 21-22
7 დეკემბერი
ჩეხეთი (2 ქულა) – მონტენეგრო (2) 27-28
ჰრბკოვა 6, რუჩკოვა 5 – იაუკოვიჩი, მეჰმედოვიჩი 7
დანია (4) – უნგრეთი (0) 23-19
იორგენსენი 5, ტოფტი 11/29=38% – გორბიცი 6, კოვაჩი 5
9 დეკ: 21:30 მონტენეგრო-უნგრეთი 23:45 დანია-ჩეხეთი
—
D ჯგუფი ჰელსინგბორგი
5 დეკ. რუსეთი – ხორვატია 32-26, ნორვეგია-რუმინეთი 23-21
7 დეკემბერი
რუმინეთი (2) – რუსეთი (2) 22-17
ბუჩესკი, ნიაგუ 7, დედუ 22/39=56% – პოსტნოვა 4, კალინინა 17/37=46%
ხორვატია (0) – ნორვეგია (4) 16-34
პენეზიჩი 4 – მორკი, სოლბერგი 5, არნცენი, ოფტედალი, ჰერემი 4
9 დეკ: 21:30 რუმინეთი-ხორვატია 23:45 ნორვეგია-რუსეთი
—
A ჯგუფი. სტოკჰოლმი
4 დეკ. სერბეთი-სლოვენია 36-34, შვედეთი-ესპანეთი 25-19
6 დეკ. ესპანეთი – სერბეთი 23-25, სლოვენია – შვედეთი 25-23
8 დეკემბერი
21:30 ესპანეთი (0) – სლოვენია (2)
http://www.ehftv.com/int/livestream/spain-slovenia
23:45 შვედეთი (2) – სერბეთი (4)
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-08-sweden-serbia
—
B ჯგუფი. კრისტიანსტადი
4 დეკ. ჰოლანდია – გერმანია 27-30, საფრანგეთი-პოლონეთი 31-22
6 დეკ. პოლონეთი – ჰოლანდია 21-30, გერმანია საფრანგეთი 20-22
8 დეკემბერი
21:30 გერმანია (2) – პოლონეთი (0)
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-08-germany-poland
23:45 ჰოლანდია (2) – საფრანგეთი (4)
http://www.ehftv.com/int/livestream/2016-12-08-netherlands-france
მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით
მეორე ჯგუფური ეტაპი
1 ჯგუფი (A, B) – 10, 12, 14 დეკემბერს
2 ჯგუფი (C, D) – 11, 13, 14 დეკემბერს
ნახევარფინალი 16 დეკემბერს, ფინალი 18 დეკემბერს