სომხეთიც დიდი სხვაობით დავამარცხეთ
ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე IHF თასზე ხელბურთში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე დღეს დაამარცხა სომხეთი, 47-8 და ხუთშაბათს ჯგუფში პირველი ადგილისთვის ეთამაშება ბრიტანეთს. ბრიტანელებმა მოუგეს ალბანეთს, ხოლო მეორე ჯგუფში მოლდოვამ დაამარცხა მალტა.
საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშა, 11-0 დაწინაურდა და მეტოქეს პირველ ტაიმში სულ ორი გოლი გაატანინა – 25-2. მინიმუმ 3 გოლი ყველამ გაიტანა, სამ კაცს კი არ უთმაშია – სიცხიანი ცხოვრებაძე და მიქავა მწვრთნელებმა სასტუმროში დატოვეს, არსენაშვილი კი მოედანზე არ გასულა.
დიდმა ბრიტანეთმა 47-12 მოუგო ალბანეთს, 10 გოლი გაიტანა გამთამაშებელმა ქრის ვაითმა, ხოლო ალბანელთაგან 6 შეაგდო კლევის დედიამ. B ჯგუფში მოლდოვამ 48-15 მოუგო მალტას და ჯგუფური ტურნირი 3 ქულით დაასრულა. თუ მესამე დღეს კოსოვო მეტი სხვაობით დაამრცხებს მალტელებს, ჯგუფში პირველ ადგილზეც გავა. ნახევარფინალებში 2-2 გუნდი გადის.
IHF ტროფი, 20წ, ევროპა. 8-13 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე
A ჯგუფი: საქართველო 4 (+84), ბრიტანეთი 4 (+54), სომხეთი 0 (-58), ალბანეთი 0 (-80)
8 ნოემბერი. ალბანეთი – საქართველო 10-55, სომხეთი – ბრიტანეთი 14-33
9 ნოემბერი. ბრიტანეთი – ალბანეთი 47-12
საქართველო – სომხეთი 47-8
საქ: ცინცაძე, ხანდოლიშვილი – რუსტამოვი 9, დიხამინჯია 7, ორჯონიკიძე 7, ლაპიაშვილი 6, მათნაძე 5, იობაშვილი 4, ბაინაზიშვილი 3, გოგავა 3, გოგოლაძე 3 – მწვ. ორჯონიკიძე, კალანდაძე
სომ: აპრესიანი, კ. სარქსიანი – მარქარიანი 4, ასლოიანი 2, რ. სარქსიანი 1, შერმაზანიანი 1, ავაქიანი, ჰაკოფიანი, გრიგორიანი, ხარატიანი, სეროფიანი, საფარიანი, ისოიანი, ტოროიანი
მსაჯები: ურსუ, სერდიუკი (მლდ), დელეგატი: პოსავეცი (ხორ)
B ჯგუფი: მოლდოვა 3 ქულა (2 თამაშიდან) , კოსოვო 1 (1), მალტა 0 (1)
8 ნოემბერი. მოლდოვა – კოსოვო 27-27
9 ნოემბერი. მალტა – მოლდოვა 15-48
10 ნოემბერი
14:00 კოსოვო – მალტა
16:00 საქართველო-ბრიტანეთი
18:00 ალბანეთი – სომხეთი
12 ნოემბერი
14:00 მე-5 ადგილისთვის A3-B3
16:00 ნახევარფინალი A1-B2
18:00 ნახევარფინალი B1-A2
13 ნოემბერი
12:00 მესამე ადგილისთვის
14:00 ფინალი