სახელბურთო შაბათ-კვირა სპორტის სასახლეში

კვირას სპორტის სასახლეში იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის საპასუხო შესარჩევი მატჩია, საერთოდ  კი, ნოემბერი დატვირთული თვეა ქართული ხელბურთისთვის. აღინიშნება სპორტის ამ სახეობის საქართველოში დაფუძნების 60 წლის იუბილე, თბილისის მამულის ქალთა გუნდი ევროპის ჩელენჯ კაპზე თამაშობს, ხოლო ქუთაისში იმართება საერთაშორისო ტურნირი, IHF თასი, ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. 

იტალიასთან თამაში 18 საათზე დაიწყება და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით. იქამდე, 15 საათიდან სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართება საქართველოში ხელბურთის დაფუძნების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – სწორედ 1956 წელს გაიმართა ხელბურთის პირველი სამწვრთნელო სემინარი და შეიქმნა პირველი გუნდები.

იტალიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები უვე თბილისში არიან და პირველი ვარჯიშებიც გამართეს. სტუმრად 19-26 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვნად ძლიერდება – ირანიდან შემოგვიერთდა რატი მსხვილიძე, ალბათ ითამაშებს სერგო დათუკაშვილი, რომელმაც პირველი მატჩი ტრამის გამო გამოტოვა. მწვრთნელები იმატებენ კიდევ ორ ხელბურთელს – ვეტერან გამთამაშებელ გიორგი გვაზავას და მეკარე გიგა ტორონჯაძეს. ჩვენმა ძირითადმა მეკარემ შოთა თევზაძემ სირაკუზაში წითელი ბარათი მიიღო და შაბათ საღამოს, ტექნიკური მიტინგის შემდეგ გაირკვევა, ექნება თუ არა მას თბილისში თამაშის უფლება.

შაბათ კვირას სპორტის სასახლეში ორი ამხანაგური მატჩია თბილისის მამულისა და ბაქოს აბუს ქალთა გუნდებს შორის. ორივე კლუბი ემზადება ევროპული ჩელენჯ კაპისთვის. ბაქოელებს 12-13 ნოემბერს შინ ორი მატჩი აქვთ ბელგიის ფემინა ვიზესთან, ხოლო მამული 19-20 ნოემბერს უმასპინძლებს ჩეხეთის სოკოლ პორუბას. შაბათს მატჩი 14 საათზე დაიწყება, კვირას – 12:00.

დაბოლოს, სამშაბათს ქუთაისში იწყება IHF ტროფის ევროპული ზონის გათამაშება ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. მონაწილეობენ საქართველო, ბრიტანეთი, მოლდოვა, სომხეთი, ალბანეთი, მალტა და კოსოვო. ევროპული ზონის გამარჯვებული გამოვლინდება 13 ნოემბერს და 2017 წელს ინტერკონტინენტალურ ფინალში ითამაშებს.                  

ხელბურთიევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი

3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე. 18:00 საქართველო-იტალია

საქართველო

GK: 22. შოთა თევზაძე (1981, 200, რეშიცა, რუმ), 16. გიგა ტორონჯაძე (1988, 190, ქუთისი), 1. ზურაბ ცინცაძე (1996, 180, პეგასი)

უკანა ხაზი: 20. ლექსო წითელიშვილი (1992, 194, ბათუმი), 17. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, პრილეპი, მკდ), 8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, 197, კელერაში, რუმ), 9. სერგო დათუკაშვილი (1978, 198, ვოივოდინა, სრბ), 19. ზურაბ სიმონია (1994, 190, ქუთაისი), 24. რატი მსხვილიძე (1986, 208, ურმია, ირა)  5. გიორგი გვაზავა (1978, 198, სტუ)

P: 4. შოთა გრიშიკაშვილი (1984, 200, ბათუმი), 11. ერეკლე არსენაშვილი (1998, 195, სტუ)

RW: 7. ხაზეინ რუსტამოვი (1998, 178, ქუთაისი), 6. ზურაბ აბრამიშვილი (1994, 193, ბათუმი)

LW: 23. რევაზ ჭანტურია (1982, 177, პელისტერი, მკდ), 3. გიორგი დიხამინჯია (1997, 187, პეგასი)

მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, დელეგაციის თავი ვახტანგ მეიფარიანი, ექიმი გურამ ადამია

მსაჯები: იაკუპ ერლეცკი, მაჩეი ლაბუნ (პოლ), დელეგატი: ქენან გიოქმენ (თურ)

2 ნოემბერი. იტალია-საქართველო 26-19

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, 7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

ამხანაგური მატჩები, სპორტის სასახლე. მამული თბილისი – აბუ ბაქო

5 ნოემბერს, 14:00 – 6 ნოემბერს, 12:00

ხელბურთი. ჩელენჯ კაპი 2016-17. ქალები.

შესარჩევი წრე, 15-22 ოქტომბერი

ილიძა (ბოს) – ზაგნოსსფორი (თურ) 23-33, 16-37

დორბირნი (ავს) – მადეირა (პორ) 34-36, 20-30

ფერარა არიოსტო (იტა) – თიუნი (შვც) 24-28, 17-34

კუმანოვო (მკდ) – ალკობენდასი (ესპ) 17-23, 15-31

1/16 ფინალი (12-13/19-20 ნოემბერი)

სოკოლ პორუბა (ჩეხ) – მამული თბილისი (საქ) 19-20 ნოემბერს, თბილისში

ფემინა ვიზე (ბელ) – აბუ ბაქო (აზე) 12-13 ნოემბერს ბაქოში

შტოკერაუ (ავს)- ელბ-ლაგი (პოლ)

ცუგი (შვც) – ოლიმპია (ბრი)

არდაშენი (თურ) – დანილოვგრადი (მნტ)

ვირტო კინტუსი (ჰოლ) – მირა პრიედორი (ბოს)

ჰიფკ (ფინ) – გრან კანარია (ესპ)

ჰაუკარი (ისლ) – სალერნო (იტა)

ჰოორსი (შვდ) – სუასო (ესპ)

სვილენგრადი (ბულ) – ვარდარ ჯუნიორი (მკდ)

აიდოვშჩინა (სლნ) –ზაგნოსპორი (თურ)

კარპატი (უკრ) – თიუნი (შვც)

მადეირა (პორ) – ლოკომოტივა ზაგრები (ხორ)

მაკაბი რამათ-განი (ისრ) – შჩიპონა (კოს)

ჰელვეცია ალკობენდასი (ესპ) – კოლეჟიო დე გაია (პორ)

დნეპრიანკა ხერსონი (უკრ) – ატლეტიკო გარდესი (ესპ)

თბილისის მამული

GK ანა ვარდიშვილი (1999), ქრისტინე ჯავახია (1998), მარიამ ჩაჩუა (1999) – LW თამარ კუპატაძე (1998), თათია გადელია (1998) – LB ქეთი კუნელაშვილი (1999), თინა ქიტესაშვილი (1999), ელისაბედ ჩხაიძე (2002) – CB ანა ყველაშვილი (1999), მარია ლისენკო (1998) – RB ქეთევან ვენეცკი (1998), კატერინა ესმანოვიჩი (1999) –  RW ინა ჭკუასელი (1985), ნინო გაგნიძე (2002) –  P მედეა ჩოხელი (1999), ჯულია ჩირგაძე (2001)

მწვრთნელი გიორგი გვაზავა, გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი

IHF ტროფი, 20წ, ევროპა. 8-13 ნოებერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

A ჯგუფი: ალბანეთი, სომხეთი, საქართველო, ბრიტანეთი

B ჯგუფი: კოსოვო, მალტა, მოლდოვა

8 ნოემბერი

14:00  მოლდოვა – კოსოვო

15:40 საზეიმო გახსნა

16:30 ალბანეთი – საქართველო

18:30 სომხეთი – ბრიტანეთი

9 ნოემბერი

14:00 მალტა – მოლდოვა

16:00 ბრიტანეთი – ალბანეთი

18:00 საქართველო – სომხეთი

10 ნოემბერი

14:00 კოსოვო – მალტა

16:00 საქართველო-ბრიტანეთი

18:00 ალბანეთი – სომხეთი

12 ნოემბერი

14:00 მე-5 ადგილისთვის A3-B3

16:00 ნახევარფინალი A1-B2

18:00 ნახევარფინალი B1-A2

13 ნოემბერი

12:00 მესამე ადგილისთვის

14:00 ფინალი

საქართველოს ნაკრები

GK ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი), სანდრო ხანდოლიშვილი (1998, ქარიშხალა) – LW ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), კარლო მათნაძე (1997, ქუთაისი) – LB ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი), თემურ ორჯონიკიძე (1996, პრილეპი, მკდ), ზურაბ გოგავა (1998, პეგასი) – CB გიგა ბაინაზიშვილი  (1998, იმედი თელვი) – RB გიორგი ცხოვრებაძე (2001), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი) –  RW ირაკლი გოგოლაძე (1996, ბათუმი) –  P ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ), გიორგი მიქავა (1998, იმედი თელავი), გიორგი ლაპიაშვილი (2000, პეგასი) – მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, გუნდის უფროსი ჯემალ ბარამიძე, ექიმი გურამ ადამია

Leave a Reply