ბოლო მატჩში ბრიტანეთს ვეთამაშებით
თვრამეტწლამდელ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 29-31 დამარცხდა ბელგიასთან და კვირას მე-7 ადგილისთვის ითამაშებს ბრიტანეთთან, რომელმაც 21-26 წააგო ლატვიასთნ. საღამოს ახალ სპორტის სასახლეში ორი ნახევარფინალია: რუმინეთი-მონტენეგრო და ბელარუსი-ბოსნია.
საქართველოს ნაკრებს პირველ ტაიმში უპირატესობა ჰქონდა და მაქსიმალურმა სხვაობამ 4 ბურთს მიაღწია 11-7 (20 წუთი), მაგრამ ბელგიამ ტაიმის ბოლოს გაათანაბრა (14-14) და მეორის დასაწყისშივე გავიდა წინ – 18-15. მე-40 წუთზე ანგარიში უკვე საქართველოს ნაკრებმა გაათანბრა (20-20), მაგრამ ბელგია უმალ დაწინაურდა ისევ სამით (23-20) და უპირატესობა აღარ დაუთმია – 31-29.
საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს ზეზვა იობაშვილი (საქართველო) და მარტინ მასა (ბელგია).
ხელბურთი. 18 წ ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო
თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
ნახევარფინალი. 5-8 ადგილები, 20 აგვისტო
საქართველო – ბელგია 29-31
საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, ვათიაშვილი – იობაშვილი 5, მიქავა 4, ბაინაზიშვილი 4, რუსტამოვი 4, ბულბულაშვილი 3, გოგავა 3, ცხოვრებაძე 2, ზარნაძე 1, ბაჯალაძე 1, ყორიაული 1, ტიელიძე 1, ლაპიაშვილი, ხელაძე
ბელ: რემერი, სხუნკი – სტროვენი 7, მასა 5, ბაინენსი 5, ბეკერსი 3, დიუბუ 3, ვევებერგი 2, დენოელი 2, კონიკსი 2, მარშალი 1, ვოგლერი 1, კელხტერმანი, ვან ჰასენდონკი, ვანდევუსტინე, ვინბერგი
მსაჯები: როში, ლინსტერი (ლუქ), დელეგატები: მხითარიანი (სომ), კონოპლიასტი (უკრ)
ლატვია-ბრიტანეთი 26-21
ნახევარფინალი. 1-4 ადგილები
18:00 რუმინეთი-მონტენეგრო
20:00 ბელარუსი-ბოსნია
21 აგვისტო, ფინალი
12:00 7-8 ადგილები. საქართველო-ბრიტანეთი
14:00 5-6 ადგილები. ბელგია-ლატვია
16:00 3-4 ადგილები
18:00 1-2 ადგილები