ჭაბუკთა ნაკრები 5 ადგილისთვის იბრძოლებს
ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე თვრამეტწლამდელ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები: რუმინეთი-მონტენეგრო, ბელარუსი-ბოსნია. 5-8 ადგილებისთვის პლეიოფში დაწყვილდნენ ლატვია-ბრიტანეთი და ბელგია-საქართველო. ჯგუფური ეტაპის მესამე დღეს საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრძოლის შემდეგ კურიოზული შეცდომის გამო წააგო მატჩი ლატვიასთან 22-23, თუმცა, ორივე გუნდი ბრძოლას მეხუთე ადგილისთვის აგრძელებს.
60 წუთის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა იყო კარგი დაცვით ორივე მხრიდან, თუმცა 54-ე წუთზე ბაინაზიშვილმა 2 ბურთით დააწინაურა საქართველო – 22-20. პანჩენკომ სხვაობა შეამცირა, ხოლო დასრულებამდე 3 წუთით ადრე, როცა საქართველოს მოთამაშე ყავდა გაძევებული და შეტევაში მეექვსე ხელბურთელი შევიდა მეკარის ნაცვლად, ბურთი დაიკარგა და სტეპულენოკსმა თავისი ნახევრიდან ცარიელ კარში შეაგდო 22-22.
რაივის გორბუნოვსმა მშვენიერი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ წინ გაიყვანა ლატვია, 23-22 და დამთავრებამდე 30 წამი იყო დარჩენილი. ტაიმ აუტის შემდეგ საქართველოს ნაკრები 7 ხელბურთელით წავიდა შეტევაში, ბაინაზიშვილმა საგოლე პასი მიაწოდა ზარნაძეს, ანგარიში გათანაბრდა, 23-23. დარჩენილი იყო 12 წამი, მაგრამ არცერთი ქართველი მოთმაშე არ დაბრუნებულა სკამზე, რათა მოედანზე მეკარე შესულიყო. გორბუნოვსმა გამარჯვების გოლი დასრულებამდე 2 წამით ადრე გაიტანა ცარიელ კარში – 24-23.
A ჯგუფი. საქართველო – ლატვია 23-24
საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, ვათიაშვილი – ბულბულაშვილი 5, ცხოვრებაძე 4, იობაშვილი 4, გოგავა 3, მიქავა 3, ზარნაძე 2, ბაინაზიშვილი 1, ყორიაული 1, ლაპიაშვილი, ბაჯალაძე, რუსტამოვი, ხელაძე, ტიელიძე
ლატ: კუშნერსი, ნოვიკსი – გორბუნოვსი 6, ოზოლსი 5, სტეპულენოკსი 4, იგნატიევსი 3, სტრაძინსი 3, პანჩენკო 2, პიპუკსი 1, იონუშკა, მეიკსანსი, პეტუჰოვსი, რუბინსი, სულეიკო, უსანსი
მსაჯები: კალუჯეროვიჩი, ვუიაჩიჩი (ლუქ), დელეგატები: ვიზიციუ (მლდ), კონოპლიასტი (უკრ
A ჯგუფი. რუმინეთი – ბოსნია 29-23, B ჯგუფი. ბელგია-ბრიტანეთი 36-26, ბელარუსი-მონტენეგრო 26-25
19 აგვისტოს დასვენების დღეა, შაბათს – ნახევარფინალია. პარალელურად, ლიტვასა და ბულგარეთში მიმდინარეობს ორი ანალოგიური შეჯიბრება, ხოლო ხორვატიაში 16 უძლიერესი გუნდი თამაშობს თვრამეტწლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობისთვის. საქართველოს, ლიტვისა და ბულგარეთის ტურნირების თითო გამარჯვებული 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერესს შორის მოხვდება, ხორვატიაში 14-16 ადილებზე გასულთა ნაცვლად.
ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი გადაიცემა შეჯიბრების ოფიციალურ ვებგვერდზე: http://ehf2016m18.ge/.
ხელბურთი. 18 წ ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო
თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
A ჯგუფი: რუმინეთი 6, ბოსნია 4 -ლატვია 2, საქართველო
15 აგვისტო: რუმინეთი-ლატვია 32-28, ბოსნია-საქართველო 32-19
16 აგვისტო: ლატვია-ბოსნია 27-36, საქართველო-რუმინეთი 23-35
18 აგვისტო: რუმინეთი-ბოსნია 29-23, ლატვია-საქართველო 24-23
B ჯგუფი: ბელარუსი 6, მონტენეგრო 4 – ბელგია 2, ბრიტანეთი 0
15 აგვისტო: მონტენეგრო-ბრიტანეთი 38-23, ბელარუსი-ბელგია 39-24
16 აგვისტო: ბრიტანეთი-ბელარუსი 29-40, ბელგია-მონტენეგრო 19-27
18 აგვისტო: ბელგია-ბრიტანეთი 36-26, ბელარუსი-მონტენეგრო 26-25
20 აგვისტო. ნახევარფინალები
5-8 ადგილები
14:00 ლატვია-ბრიტანეთი
16:00 ბელგია-საქართველო
1-4 ადგილები
18:00 რუმინეთი-მონტენეგრო
20:00 ბელარუსი-ბოსნია
21 აგვისტო, 12:00, 14:00, 16:00, 18:00 – ფინალები