თელავის იმედმა ადგილი შეინარჩუნა
სპორტკომპლექს არენაში გაიმართა ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის გადასასვლელი ტურნირი. უმაღლეს ლიგაში მე-7 ადგილზე გასულმა თელავის იმედმა დაამარცხა პირველი ლიგის პრიზიორები – წყალტუბოს პრომეთე (49-36) და რუსთავი (40-28) და 2016-17 სეზონისთვის უძლიერეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
უნდა ეთამაშა 4 გუნდს, მაგრამ უმაღლესში მე-8 ადგილზე გასულმა ფოთის ოქროს ვერძმა თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, რადგანაც დაფინანსება ვერ მიიღო ქალაქის მერიიდან და ლიგაში ადგილი დაკარგა.
ამგვარად, 2016-17 სეზონში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს 8 გუნდი: ბათუმი, სამტრედია, სტუ, ქუთაისი, პეგასი, ქარიშხალა, თელავის იმედი და პირველი ლიგის გამარჯვებული, გორი. დანარჩენი გუნდები პირველ ლიგას დააკომპლექტებენ.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, 2015-16
გადასასვლელი ტურნირი. კაცები, არენა 1
თამაშდება უმაღლესი ლიგის ერთი საგზური (ფოთი გამოეთიშა)
29 მაისი. რუსთავი – წყალტუბო 32-31
რუს: ჯანგიძე, დავითაშვილი – მძელური 13, რ. შეყელაშვილი 10, მენაბდიშვილი 6, მუქთიაშვილი 2, კიკნაძე 1, ეძგვერაძე, თაბაგარი, გავაშელიშვილი, ბ. შეყელაშვილი, ჩუთლაშვილი, ვარამაშვილი, ჩუბინიძე
წყ: აფხაძე, ხაჭაპურიძე – ბენდელიანი 10, ხელაძე 10, გიორგაძე 7, გველესიანი 2, ძნელაძე 1, ხაბაზიშვილი 1, მეტონიძე, დარსაველიძე, ჩარქსელიანი, კვარაცხელია
მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, გ. სამყურაშვილი
30 მაისი. წყალტუბო – იმედი თელავი 36-49
წყ: აფხაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 14, გიორგაძე 7, მეტონიძე 5, გველესიანი 5, ბენდელიანი 2, ჩარქსელიანი 2, ძნელაძე 1, ხაბაზიშვილი, დარსაველიძე, კვარაცხელია
იმ: ხარაიშვილი, ლორია – აბაშიძე 9, ნარსია 8, ბაინაზიშვილი 7, იობაშვილი 6, ცისკარიშვილი 6, მიქავა 5, გოგუა 2, მელაშვილი 2, თ. მღებრიშვილი 2 ვალიევი 1, მ. მღებრიშვილი 1
მსაჯები: გ. წივივაძე, ზ. აბრამიშვილი
31 მაისი. იმედი თელავი – რუსთავი 40-28
იმ: ხარაიშვილი, ლორია – იობაშვილი 10, ბაინაზიშვილი 6, აბაშიძე 6, მიქავა 4, ცისკარიშვილი 4, გოგუა 4, ნარსია 3, ვალიევი 2, მ. მღებრიშვილი 1, თ. მღებრიშვილი, მელაშვილი
რუს: ჯანგიძე, დავითშვილი – მძელური 12, კიკნაძე 6, მუქთიაშვილი 5, თაბაგარი 2, რ. შეყელაშვილი 1, მენაბდიშვილი 1, გავაშელიშვილი 1, ეძგვერაძე, ბ. შეყელაშვილი, ჩუბინიძე, ვარამაშვილი, ჩუთლაშვილი
მსაჯები: გ. სამყურაშვილი, გ. წივწივაძე
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი
იმედი თელავი 4 ქულა – რუსთავი 2, წყალტუბო 0