ოთხეულის სამი მონაწილე გაირკვა

ხელვაჩაურსა და თბილისში გაიმართა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 4 მატჩი, რის შემდეგაც გაირკვა ფინალური ოთხეულის სამი მონაწილე: ბათუმი, სტუ და სამტრედია. ნახევარფინალის მეოთხე საგზურისთვის იბრძვიან ქუთაისი და პეგასი.

ქუთაისი დღეს ხელვაჩაურში 26-31 დამარცხდა ბათუმთან, ხოლო პეგასმა თბილისში 35-27 მოიგო თელავის იმედს და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ორივე კონკურენტს 14-14 ქულა აქვს, პეგას-ქუთაისის პირად შეხვედრებში კი უპირატესობა თბილისელთა მხარეზეა (38-35, 38-39), ამიტომაც, თუ ხვალ პეგასმა დაამარცხა ქარიშხალა, ხოლო ქუთაისმა წააგო სამტრედიასთან, მაშინ პეგასი დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდებს მეოთხე ადგილს, თუ არადა, ყველაფერი მე-14 ტურში, 15 მაისს გადაწყდება.

სტუ-მ დღეს 37-34 დაამარცხა ქარიშხალა, ხოლო სამტრედიამ 45-31 მოუგო ფოთს, რის შემდეგაც ორივე გუნდმა გაინაღდა ნახევარფინალში გასვლა. არის თეორიული ვარიანტი, რომ ორივემ დარჩენილი 2 მატჩი წააგოს, ორ-ორჯერ მოიგონ პეგასმა და ქუთაისმა და ამ შემთხვევაში 4 გუნდი 18-18 ქულა დააგროვებს, მაგრამ ამ ვარიანტში მეხუთე ადგილზე პეგასი დარჩება.

დარჩენილ ორ ტურში გასარკვევია კიდევ ერთი საკითხი, ვინ გავა მეექვსე ადგილზე? 7-8 ადგილებზე გასული გუნდებს გადათამაშებაში უწევთ მონაწილეობა და ერთ-ერთი მათგანი მაინც აუცილებლად გავარდება, მეექვსე ადგილი კი უმაღლესში დარჩენის გარანტიაა. ჯერჯერობით ქარიშხალა 3-3 ქულით უსწრებს იმედსა და ფოთს და არაა გამორიცხული, ხვალვე მიაღწიოს მიზანს, თუ იმედიც დამარცხდა და ფოთიც.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2015-16უმაღლესი ლიგაკაცები

12 ტური, 11 მაისი, ხელვაჩაური

სამტრედია – ოქროს ვერძი ფოთი 45-31

სამ: სამიტაშვილი, ნემსიწვერიძე – გოგოლაძე 12, ხაჟომია 7, გიორგაძე 6, თევზაძე 5, ანტონოვიჩი 4, ცხვარაძე 4, ნიკურაძე 3, ვ. ზურაბიანი 3, გეგია 1

ფოთ: ცერცვაძე – ალანია 8, გამზარდია 6, მიქაძე 6, შარტავა 4, ჟვანია 3, ბაჯალაძე 2, ნემსაია 2, კორსანტია

ქუთაისი – შავი ზღვის ბიჭები ბათუმი 26-31

ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი, კუპატაძე – კბილაშვილი 9, გრიშიკაშვილი 4, მამისეიშვილი 3, რუსტამოვი 2, მერკვილაძე 2, კვერნაძე 2, ჯუღელი 2, მათნაძე 1, უ. კობახიძე 1, ჩიხლაძე, ლომიძე

ბათ: ანდრიაძე, სეთურიძე – ქარდავა 9, აბრამიშვილი 6, მაისურაძე 3, წივწივაძე 3, გ. კობახიძე 3, წითელიშვილი 3, გოგალაძე 2, სურმავა 1, ვინოგრადსკი 1, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი, მაისაშვილი, ჭანტურია

მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვ, რუსლან პერეპელიცა (უკრ) დელეგატი: ლევან გელაშვილი

11 მაისი, თბილისი, არენა 2

ქარიშხალა – სტუ 34-37

ქარ: ხანდოლიშვილი, თიგიშვილი – ზ. ფერაძე 14, გ. ფერაძე 9, მამულაშვილი 8, ბულბულაშვილი 2, ჭინჭარაძე 1, საჯაია, ასაბაშვილი

სტუ: ტორონჯაძე, მღებრიშვილი – ორჯონიკიძე 12, სტურუა 7, ჯორბენაძე 5, ჭელიძე 4, სამიტაშვილი 4, მ. კობახიძე 3, ოსიყმაშვილი 1, აგაჯანოვი 1, ბაზანოვი, ჩაკვეტაძე

იმედი თელავი – პეგასი 27-35

იმ: ხარაიშვილი, ლორია – ზ. იობაშვილი 7, მიქავა 5, ცისკარიშვილი 4, ბაინაზიშვილი 3, ვალიევი 2, ყორიაული 2, ნარსია 1, სლემანოვი 1, მელაშვილი 1, მ. მღებრიშვილი 1, გოგუა, აბაშიძე, თ. მღებრიშვილი

პეგ: ცინცაძე, ი. დიხამინჯია – გ. დიხამინჯია 10, ცხოვრებაძე 8, ზარნაძე 7, ლაპიაშვილი 5, გოგავა 4, ბაძაღუა 1, აბჟანდაძე, კაჭკაჭაშვილი, ბერაძე, ბულია

მსაჯები: ემილ აღაქიში, ერნესტ აღაქიში (აზე) დელეგატი: თამაზ თევზაძე

 

13/05   გუნდი
   თ  
   მ  
   ფ  
   წ  
გატ:გაშ
სხვ
ქულა
1   ბათუმი 12 10 0 2 404:303
+101
20
2   სამტრედია 12 9 0 3 469:389
+80
18
3   სტუ 12 9 0 3 399:376
+23
18
4   პეგასი 12 7 0 5 392:394
-2
14
5   ქუთაისი
12 7 0 5 398:406
-8
14
6   ქარიშხალა 12 3 0 9 420:475
-55 6
7   იმედი თელავი 12 1 1 10 337:383 -46 3
8   ფოთი 12 1 1 10 395:488
-93 3

14 მაისი, არენა 2. 12:30 სტუ – იმედი თელავი, 14:00 პეგასი – ქარიშხალა

14 მაისი, ხელვაჩაური. 12:30 ფოთი – ბათუმი, 14:00 ქუთაისი – სამტრედია

15 მაისი, არენა 2. 11:00 იმედი თელავი – ქარიშხალა, 12:30 პეგასი – სტუ

15 მაისი, ხელვაჩაური. 11:00 ბათუმი – სამტრედია, 12:30 ფოთი – ქუთაისი

ფინალური ოთხეული: 25-26 მაისს თბილისში.

გადასასვლელი ტურნირი: 29-31 მაისს, თბილისში

Leave a Reply